|
"ფარმაკონ 11"-ის სასამართლო
21 ივლ. '10
2010 წლის 22 ივლის 12 საათზე უზენაესი სასამართლო იხილავს ,,ფარმაკონ 11“-ის საკასაციო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე. დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
შპს ,,ფარმაკონი 11“-ის მიმართ უკვე წლებია უკანონოდ ხორციელდება ქონების ჩამორთმევა და საკუთრების უფლების ხელყოფა. იმ შემთხვევაში თუკი უზენაისი სასამართლო არ მოახდენს უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასმართლოში იდავებს.
...უკან |
მისწერეთ ამის შესახებ მეგობარს
|