|
|
|
:: statiebi ::
:: ჟურნალისტური მოკვლევა ::
|
|
|
|
8 სექ. '10
რუისი-იგოეთის მონაკვეთზე გრანდიოზული მშენებლობა
მიმდინარეობს. ეს პროექტი გაგრძელებაა იმ მშენებლობისა, რომელიც 2006
წელს დაიწყო და რომელსაც „ავტობანი“ ჰქვია. თუ გავითვალისწინებთ იმ
გარემოებას, რომ ჯერ მხოლოდ 60-70 კმ ავტობანია გაკეთებული სულ,
ექსპერტები სერიოზულ ნაკლოვანებებს ხედავენ და სკეპტიკურად უყურებენ
მომდევნო გვირაბებისა და ესტაკადების მშენებლობას.
დაწვრილებით...
|
|
7 სექ. '10
ზემო სვანეთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას მესტიის
მუნიციპალიტეტში შიშით უყურებენ. ადგილობრივების თქმით, პროგრამა ისე
ხორციელდება, მათ არავინ არაფერს ეუბნება. მესტიაში ეშინიათ, რომ პროგრამის
ფარგლებში მათ იმ მიწებს ჩამოართმევენ, რომლებიც წინაპრებისგან გადმოეცათ,
მაგრამ დღემდე გაფორმებული არა აქვთ.
დაწვრილებით...
|
|
17 აგვ. '10
რამდენი ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ 2008 წლის
რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად? შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით,
დაკარგული მხოლოდ შვიდია. თუმცა, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“
ჟურნალისტური მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ გაუჩინარებულთა რაოდენობა
გაცილებით მეტს აღწევს.
დაწვრილებით...
|
|
10 აგვ. '10
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ათასობით ტონა
ისეთი შხამ - ქიმიკატები დარჩა, რომლებიც წამლავს ადამიანსა და სხვა
ცოცხალ ორგანიზმებს, იწვევს სიმსივნურ დაავადებებს და ბავშვებში თანდაყოლილ
დეფექტებს, აბინძურებს წყალს, საკვებსა და ჰაერს. ამ მხრივ ყველაზე უფრო
საშიშ რეგიონს კახეთი წარმოადგენს. საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად
ებრძვის ვადაგასულ შხამ - ქიმიკატებს. კახეთში ვადაგასული პესტიციდების
რისკ - ფაქტორების შემცირების პროექტი ჰოლანდიის მთავრობამ დააფინანსა,
ოღონდ ქართულმა მხარემ პროექტი ფაქტობრივად ჩააგდო.
დაწვრილებით...
|
|
30 ივლ. '10
კონსერვატიული პარტიის წევრი დემურ ანთია 2008 წლის 5 სექტემბერს, დილის ხუთ საათზე დააპატიმრეს. მის სახლში ჩხრეკა გამთენიისას ჩატარდა. პოლიციამ სახლის მეორე სართულზე ბავშვების ოთახში იარაღი აღმოაჩინა. მიუხედავად მის საქმეში არსებული აშკარა დარღვევებისა, ანთიას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დაწვრილებით...
|
|
23 ივლ. '10
საქართველოში, მოქალაქის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯის
48% წამლებზე მოდის და არა ექიმის მომსახურებაზე. რადგან ქვეყანაში
დაზღვევის ინსტიტუტი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული, ამიტომ
პაციენტებს წამლების შეძენა საკუთარი ჯიბიდან უწევთ. წამლის თანხას არც
ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახელმწიფო პროგრამა ე.წ. 5-ლარიანი დაზღვევა
ანაზღაურებს. საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რა წამლებს სვამს. ფარული
გარიგებისა და კორუფციის ნიშნები ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში.
დაწვრილებით...
|
|
22 ივლ. '10
საქართველოში ყოველწლიურად 2,4 ტონა ჰეროინი იყიდება, საიდანაც ნარკორეალიზატორები მინიმუმ 700-მილიონიან მოგებას ნახულობენ. 2 წლის მანძილზე კი პოლიციამ მხოლოდ 18 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს მონაცემებით, საქართველოში 240 ათასიდან 350 ათასამდე ნარკომანია, ხოლო სომხეთში - 160 ათასი, აზერბაიჯანში - 20 ათასი, ყაზახეთში კი - 25 ათასი.
დაწვრილებით...
|
|
2 ივლ. '10
2010 წლის 9 ივნისს, ტელეკომპანია „იმედის“ დილის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, სადაც ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის დირექტორს ზურაბ თაბაგარს მე-9 კლასის მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებდნენ. დირექტორს ბრალს სამი მასწავლებელი სდებდა. იმავე დღეს, 20:00 საათიან „ქრონიკაში“ კიდევ ერთი სიუჟეტი გავიდა. ბალღოჯიანის მკვიდრი ლევან კეკენაძე აცხადებდა, რომ დირექტორი გარყვნილ ქმედებაში ადრეც იყო შემჩნეული და მას ამის გამო მოსაკლავად დასდევდნენ.
დაწვრილებით...
|
|
29 ივნ. '10
საქართველოს ოსთა
ასოციაციის წევრი გიორგი ხეთაგური სამი წელი დაკარგული იყო. იგი 2006 წლის
29 ოქტომბერს ისე დააპატიმრეს თბილისში, რომ არავისთვის შეუტყობინებიათ.
საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მას შემდეგ მიიღო, რაც სასჯელი მოიხადა.
ნარკოტიკების შეძენა–მოხმარებაში ბრალდებული ხეთაგური ამბობს, რომ ციხეში
პოლიტიკური მიზეზების გამო აღმოჩნდა, შსს სურდა, ის ინფორმატორობაზე და
ოსური მხარიდან ინფორმაციის მოწოდებაზე დაერთანხმებინა.
დაწვრილებით...
|
|
19 მაი. '10
ბოლო წლებში ეთნიკურად ოსი
პირების გაუჩინარების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა (ხათუნა ჩარაევა,
ლავრენტი კაზიევი, იბრაგიმ ლალიევი, ვლადიმერ ელოევი). ახლობლებმა
დაკარგულები, საბოლოოდ, ქართულ ციხეებში იპოვეს. მოგვიანებით
სამართალდამცავებმა პატიმრები გაათავისუფლეს და ცხინვალის მხარეს
გადასცეს. მათი საქმეების შესწავლის შედეგად, ჩნდება ეჭვი, რომ ქართული
პოლიცია საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ოსებს
აპატიმრებს, მათი შპიონაჟში ჩართვის ან ტყვეებში გადაცვლის მიზნით.
დაწვრილებით...
|
|
12 მარ. '10
სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ყოველწლიური
ანგარიშების მიხედვით, არსებული საკანონმდებლო გარანტიების მიუხედავად,
საქართველოში საკუთრების უფლების დანაშაულებრივი ხელყოფის რიცხვი
მატულობს. ბოლო პერიოდში ამ პროცესში აქტიურად ჩართული აღმოჩნდა ეკლესია.
ძალოვანების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად, მოქალაქეები
იძულებულები ხდებიან, უძრავი ქონება ჩუქების ფორმით ეპარქიებს გადასცენ.
დაწვრილებით...
|
|
2 თებ. '10
გასული წლის დეკემბერში ამერიკელმა კონგრესმენმა ფრენკ ვოლფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს წერილი გამოუგზავნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. კონგრესმენს მოჰყავს ციტატა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან ადამიანის უფლებების შესახებ, სადაც სხვა დარღვევებთან ერთად საუბარია პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების, ასევე ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემაზე ზეწოლის ფაქტების შესახებ. მანამდე საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა.
დაწვრილებით...
|
|
30 დეკ. '09
ერთთვიანი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, მოვიპოვეთ ინფორმაცია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენი თანხა იხარჯება პრემიების სახით შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. ჟურნალისტური გამოძიებით, გაირკვა, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკები პრემიების სახით დიდძალ თანხებს იღებენ, მათ შორის - ისინიც, ვინც სამსახურში არ დადის, ან დადის, მაგრამ რას აკეთებს, არავინ იცის.
დაწვრილებით...
|
|
17 დეკ. '09
საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად მოთხოვნა მედიკამენტებსა და პირბადეებზე დღითიდღე იზრდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეისათვის ლაბორატორიულად 647 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 8 მძიმე შემთხვევაა. საშიში ვირუსით 5 ადამიანის გარდაცვალებამ მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო.
დაწვრილებით...
|
|
29 სექ. '09
2009 წლის 18 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქე ორესტ ბოხონკოს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბოხონკო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გასული წლის 27 სექტემბერს აიყვანეს. მისი დაკავებისა და ნივთმტკიცების მოპოვების დროს სამართალდამცავებმა უხეშად დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული ადამიანის უფლებები.
დაწვრილებით...
|
|
25 სექ. '09
ქართულ სასამართლოში ყველაფერი ხდება. უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი ხელისუფლების ამ შტოში შესაძლოა, ყველაზე დიდ უსამართლობას წააწყდეს.
დაწვრილებით...
|
|
16 სექ. '09
გოდერძი გორდეზიანს საკუთარი მიწის ნაკვეთი ისე ჩამოართვეს, რომ მან ამის შესახებ ყველაზე ბოლოს შეიტყო, ისიც მაშინ, როცა საჯარო რეესტრიდან ამის მაუწყებელი ცნობა მიიღო. მას შემდეგ უშედეგოდ ცდილობს, წართმეული ქონება სასამართლოს დახმარებით დაიბრუნოს. გორდეზიანისთვის ჩამორთმეული და სახელმწიფო მფლობელობაში გადასული მიწა კი ბოდბის დედათა მონასტერს გადაეცა. და მიწის ერთსა და იმავე ფართობთან მიმართებაში დღეს არსებობს ორი სიმართლე: გორდეზიანის, რომელიც მიიჩნევს, რომ მას მიწის ნაკვეთი კანონდარღვევით ჩამოართვეს, და მონასტრის, რომელსაც უკვე სახელმწიფო მფლობელობაში გადასული მიწა გადასცეს .
დაწვრილებით...
|
|
15 სექ. '09
ერთ-ერთი უკანასკნელი ინფორმაცია, რომელიც თბილისის მე-8 საპყრობილეში მყოფი ვახტანგ მაისაიასგან ადამიანის უფლებების დამცველებმა და ადვოკატებმა გამოიტანეს, მეტად სკანდალური გახლავთ. მაისაიამ მათთან საუბარში თქვა, რომ სამართალდამცავები არაოფიციალურ დაკითხვებზე ცნობილი პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ. პატიმრობაში მყოფმა პოლიტოლოგმა ჩვენს საგამოძიებო ჯგუფს გამოუგზავნა რვეული, რომელშიც გვაუწყებს ამ ადამიანების სახელებს. იმ 20 პირიდან, რომელთა სამშობლოს ღალატში დადანაშაულებას მოითხოვენ მისგან, ბევრი მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელია, ზოგი კი - საზოგადოებისთვის ცნობილი პოლიტოლოგი თუ სამხედრო ექსპერტი.
დაწვრილებით...
|
|
9 სექ. '09
გორის საბავშვო ბაღებს დღემდე 413 დევნილი ოჯახი აფარებს თავს. მათ შორის სოფელ ზარდიაანთკარიდან დევნილებიც არიან. ეს სოფელი გორის რაიონშია და ის პატარა ლიახვის ხეობის დაქვემდებარებაში არასოდეს ყოფილა. დევნილები ამბობენ, რომ ზარდიაანთკარში მათი სახლები უვნებლადაა გადარჩენილი, თუმცა, შინ დაბრუნებისა და ე. წ. საზღვრის გადაკვეთის საშუალებას მათ, როგორც თავად გვითხრეს, ქართული პოლიცია არ აძლევს.
დაწვრილებით...
|
|
27 აგვ. '09
აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 1991-93 წლებში დევნილები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის ომის დროს დაზარალებულებს გაცილებით უკეთ ეპყრობა. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამაყობენ იმით, რომ განსხვავებით ყოფილი პრეზიდენტისგან, საკუთარი მმართველობის პერიოდის დევნილებს ამჟამინდელი პრეზიდენტი კომფორტულ გარემოში აცხოვრებს.
დაწვრილებით...
|
|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
|