|
:: statiebi ::
:: რეპორტაჟი ::
|
|
|
|
26 აგვ. '10
 ათამდე ადამიანი მეორე დღეა დევნილთა სამინისტროს წინ შიმშილობს, აქედან ოთხს პირი აქვს აკერილი. სამინისტროში ხელმძღვანელი თანამდებობის პირები შვებულებაში არიან.
დაწვრილებით...
|
|
6 ნოე. '09
„ეს დღე სისხლთან და სირცხვილთან ასოცირდება...“
2 ნოემბერს თბილისში, ტელეკომპანია „იმედთან“ არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ და მომავალი 7 ნოემბერისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციების გეგმა საზოგადოებას გააცნეს.
დაწვრილებით...
|
|
23 ივლ. '09
სარფის საბაჟოზე ხალხმრავლობა აღარ შეინიშნება. აქ ვერც მინისტრის იმ ბრძანებას ნახავთ, რომელიც ძალაში შესვლამდე რამდენიმე თვალსაჩინო ადგილას იყო გამოკრული. საზღვარგადმოლახული ყველა მოქალაქე კი გაბრაზებულია. ისინი ამბობენ: „კანონში სხვა რამ წერია, ესენი კი ყველაფერის განბაჟებას გვთხოვენ...“.
დაწვრილებით...
|
|
2 ივლ. '09
ბათუმის მერს, რობერტ ჩხაიძეს მოსახლეობასთან შეხვედრისთვის სამშაბათი დღის მეორე ნახევარი აქვს დათმობილი. 30 ივნისს, ეს შეხვედრა დადგენილ დროსთან შედარებით ნახევარი საათით გვიან, მერის დაგვიანების მიზეზის გამო დაიწყო.
დაწვრილებით...
|
|
22 ივნ. '09
ფერადი ტელევიზორი და შავთეთრი რეალობა
დევნილებს თითქმის ყველგან უჭირთ და მათ მუდმივად „ეხმარებიან“, თუმცა ეს დახმარება რომ არაეფექტურია იქიდანაც ჩანს, რომ მათ მუდმივად და ყველგან უჭირთ. არაეფექტურთან ერთად ეს დახმარება ხშირად ბუტაფორიულია და დევნილებისავე მტკიცებით ტელე-პიარის ნაწილია. თქმა არ უნდა იმასაც, რომ ასეთი შემთხვევები მათთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. ადამიანის უფლებათა ცენტრს წინა კვირას რამოდენიმე დევნილი ეწვია. მათ გვთხოვეს დავინტერესებულიყავით მათი ყოფით და ჩვენც ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო შტაბის („ზაკო“) შენობაში ჩასახლებულ დევნილებს ვეწვიეთ.
დაწვრილებით...
|
|
17 ივნ. '09
სადილად ჩაშუშული კომბოსტო და ერთი ცალი კანფეტი
„თქვენ ვისი და ხართ? ვისთან მოხვედით?“ ეს ის კითხვაა, რომელსაც ყველა უცნობს ეკითხებიან, ვინც სალიბაურის სკოლა-ინტერნატის ეზოში მოხვდება. პირველი კითხვა აღსაზრდელებისგან ადამიანის უფლებათა ცენტრისთვისაც ეს იყო.
დაწვრილებით...
|
|
18 აპრ. '09
ოპოზიცია პროტესტის გამოხატვის ახალ ხერხს მიმართავს. მომღერალ "უცნობის" მიერ წამოყენებული "მკვდარი ქალაქის" იდეა, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ კარვების დადგმის იდეამ შეცვალა. კარვებმა თბილისი მოიცვა.
დაწვრილებით...
|
|
16 დეკ. '08
კოტეჯებში შესახლებული დევნილები ახალ ცხოვრებას
ეგუებიან. შავშვებში ისინი ორი კვირის წინ განათავსეს. დევნილებს ახალ
სამოსახლოზე ტექნიკური პრობლემები და გაურკვეველი მომავალი დახვდათ.
ფოტორეპორტაჟი
დაწვრილებით...
|
|
5 ნოე. '08
დილის 6:48 წუთზე, უკვე ახალსოფლის #37 უბანზე ვარ. აქ მინიმუმ 15 საათის გატარება მომიწევს. ეს იმ უკეთეს შემთხვევაში, თუ არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა. მაგრამ ეს ნაკლებმოსალოდნელია, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ 21 მაისის არჩევნები ჩხუბით დასრულდა. თუმცა, მაშინ ამ უბნის მონაცემები ბათილად არ გამოუცხადებიათ.
დაწვრილებით...
|
|
22 ოქტ. '08
თბილისი-ნიქოზი-თბილისი
სპეციალური რეპორტაჟი
სოფელ ტყვიავში, გიგუაშვილების დანგრეულ და გადამწვარ სახლთან ოჯახის უფროსი დგას და ცეცხლისგან გამურულ კედლებს შეჰყურებს. მისი მეუღლე, რძალი და ბავშვი სახელდახელოდ გაწმენდილ საქონლის სადგომში გვხდებიან. ბოსელში შვიდლარიანი ქურაა ჩართული. დიასახლისი მჭადს აცხობს. დამწვარი სახლიდან გადარჩენილ ერთადერთ ნივთზე - პატარა დივანზე შვიდიოდე წლის ბიჭი ზის. „აქ ზამთარში გავიყინებით“, - ჩუმად ამბობს ნათია გიგუაშვილი. ეზოში წინა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის მოტანილი შეშა ყრია, დაახლოებით სამი კვირის სამყოფი.
დაწვრილებით...
|
|
22 აგვ. '08
სპეციალური რეპორტაჟი
დაცარიელებულ ქალაქში ოდნავი ცხოვრება დილის 10 საათიდან 6 საათამდე შეიმჩნევა. მანამდე და მერე ცენტრალურ ქუჩებში რუსის ჯარისკაცები დაბორიალებენ. საცხოვრებელი სახლების სარდაფებში დამალული მოსახლეობა პატარა ხმაურზეც რეაგირებს. დღის საათებში კი გორის ქუჩებში ალაგ-ალაგ ჩქარი ნაბიჯებით მოსიარულე მოხუცს ან ასაკოვან ქალს ან კაცს დაინახავ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში რუსის ჯარისკაცები მშვიდობიან მოსახლეობას აღარაფერს უშავებდნენ, ხალხისთვის შუა ქუჩაში მოსიარულე ჯარისკაცები მაინც არასასამიამოვნოდ აღიქმებოდა.
დაწვრილებით...
|
|
18 აგვ. '08
 რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავარი შესასვლელის მხრიდან რომ შეხედავ,
უცნაურს ვერაფერს შეამჩნევ, ვერც იმას იფიქრებ, რომ საქართველოში ომია.
მოუარეთ და გვერდიდან შედით. აი იქიდან, “მიმღები” რომ აწერია. იქ სხვა
სურათი დაგხვდებათ. ხალხი პატარ-პატარა ჯგუფებად დგას. ადამიანები
ერთმანეთს უყურებენ და დაძაბულად დუმან. ზოგი შესასვლეთან გაკრულ დაჭრილთა
სიებს აკვირდება, ეძებს... ომის ანაბეჭდი ყველა სახეზე იკითხება. ტირილის
ხმასაც გაიგებთ. ჩვენც გავიგეთ... ახალგაზრდა ბიჭი “ბარდიურზე” იჯდა და
ბეტონის ბოძს მიფარებული ხმამაღლა ქვითინებდა... შესვლა გვიჭირს,
გვეშინია... განა რამე გვითქვამს ერთმანეთისთვის, ისედაც გასაგები იყო,
ერთმანეთს გადავხედეთ და შევედით.
დაწვრილებით...
|
|
18 აგვ. '08
რეპორტაჟი
მოშიშვლებულ ადგილას გაშლილ უზარმაზარ კარავს მისი გამართვიდან რამდენიმე
საათში ერთ-ერთი სვეტი გამოეცალა და კარავი იქ შეხიზნულ მოსახლეობას თავზე
დაემხო. ცხინვალის რეგიონიდან გამოქცეულ 11 წლის ბიჭს ეგონა, რომ აქაც
ბომბავდნენ, თბილისში.
დაწვრილებით...
|
|
18 აგვ. '08
7 აგვისტო -.... 2008 წელი
რეპორტაჟი გორიდან
 ქართული საზოგადოება ძალიან დიდ ხანს გრძნობდა რომ ჩვენს ქვეყანაში
დაძაბულობა მატულობდა და ერთ მშვენიერ დღეს ან ღამეს დუღილის
ტემპერატურამდე მისულ ქვაბს სარქველი აეხდებოდა.
დაწვრილებით...
|
|
14 აგვ. '08
 ქალი სკოლის შესასვლელში, ფოიეში ზის და სიას წერს. ასეთი სია დღეს თბილისის თითქმის ყველა სკოლის და ბაგა-ბაღის შესასვლელში იწერება. ცხინვალის რეგიონიდან გამოქცეული დევნილების დიდი ნაწილი სწორედ იქაა დროებით შეხიზნული. ერთმანეთს “აღრიცხავენ” ეძებენ, აჯგუფებენ, ყოფენ. სწავლა ჯერ არ დაწყებულა, სკოლები და ბაღები კი სავსეა – საკლასო ოთახებზე ცარცით ზუსტად ისეთივე წარწერები გაჩნდა, როგორც თექვსმეტი წლის წინ: დაკავებულია, დაკავებულია, დაკავებულია..
დევნილების ახალი ნაკადის ზუსტი რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით არავინ არაფერი იცის. მათი აღრიცხვა ახლა მიმდინარეობს.
დაწვრილებით...
|
|
3 ივლ. '08
სპეციალური რეპორტაჟი
გახსოვთ ალბათ პრეზიდენტს სააკაშვილის ცნობილი სიტყვები: ,,ვისაც არ უნდა ჩვენი მატარებლით წამოსვლა, ჩავიდესო… ასე შეუთვალა ქვეყნის უმაღლესმა პირმა ხელისუფლებაში მოსვლის მერე ოპოზიციონერებს. ,,ნაციონალური მოძრაობის” მატარებელი 4 წელია მიჰქრის, გორის რაიონის მოსახლეობა კი მატარებლით გორიდან თბილისში ვერ ჩასულა..
დაწვრილებით...
|
|
18 ივნ. '08
„18 იანვარს შევიტანე საბუთები მიწის ლეგალიზაციაზე. ყველა საბუთი, რომელიც მომთხოვეს, მოვუტანე, მითხრეს, ერთი თვის შემდეგ მოდიო. 18 თებერვალს მოვედი. ისევ მითხრეს, 1 თვის მერე მოდიო. კიდევ მოვედი. მითხრეს კიდევ 3 თვე უნდა იყოს გასულიო. კი ბატონო, მოვედი 18 მარტს და მითხრეს 2 კვირაში მოდიო. მოვედი კიდევ. მითხრეს კიდევ თვენახევარიო. იმის შემდეგ მოვდივარ ყოველ მეორე დღეს. ერთ-ერთ თანამშრომელს ვუთხარი, რომ ასეთი ვითარებაა. მიპასუხა, კიდევ სამი თვე დაიცადეო“.
დაწვრილებით...
|
|
18 თებ. '08
სპეციალური რეპორტაჟი
დუისის საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთ პატარა ოთახში ხალხმრავლობაა. აქ ჩეჩენი ლტოლვილების ოჯახი ცხოვრობს. მათ სხვებზე ნაკლებად გაუმართლა და ჩასახლებიდან დღემდე „ინტერნატში“ უწევთ ცხოვრება. 1999 წელს ასე ყველა ლტოლვილი ცხოვრობდა, თუმცა ზოგს საკუთარი სახლები ქისტებმა დაუთმეს. დანარჩენები კი საავადმყოფოს თუ სხვა დაწესებულების შენობაში დარჩნენ.
დაწვრილებით...
|
|
15 თებ. '08
სპეციალური რეპორტაჟი
ჩეჩენ ლტოლვილებს საქართველოში ინტეგრირებას სთავაზობენ, ისინი კი საკუთარ მომავალს საქართველოში ვერ ხედავენ...
2007 წლის აგვისტოს მონაცემებით საქართველოს მასშტაბით 1097 ლტოლვილი იყო დარეგისტრირებული. 1999 წელს, ჩეჩნეთის ომის განახლების შემდეგ, ისინი პანკისის ხეობის სოფლებში საერთო საცხოვრებლებში ჩაასახლეს. ზოგი მათგანი ადგილობრივმა ქისტებმა საკუთარ სახლებში შეიკედლა, ზოგიც დღემდე საერთო საცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს.
დაწვრილებით...
|
|
21 იან. '08
გაზრდილი პენსია სოციალურად დაუცველ ადამიანებს
მდგომარეობას ვერ უმსუბუქებს. ბევრი მათგანი კვლავ უფასო სასადილოს
იმედზეა. მცირე ბიუჯეტის გამო კი უმწეოთა სასადილოში ადგილები შეზღუდულია.
დაწვრილებით...
|
|
1 | 2 | 3 | |