15 იანვარს სასტუმრო „ამბასადორში“ „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურმა ქსელმა“, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „სამოქალაქო მანიფესტი“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მრგვალი მაგიდა გამართა.
ბოლო ხანს, განსაკუთრებით კი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უფლებადამცველებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს არაკომფორტულ პირობებში უწევთ მუშაობა. მრგვალი მაგიდის თემაც სწორედ ეს იყო - „უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა დამცველთათვის საქართველოში“.
ყვარლის რაიონის სოფელ გრემში, სათემო სახლის ბინადართა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. ორი თვის წინ თუ სათემო სახლს 84 ბინადარი ჰყავდა, ამ დროისთვის მათი რაოდენობა 100-ზე მეტია.
წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალას მოსახლეობა ხელისუფლებას სრულ უყურადღებობაში ადანაშაულებს.
როგორც უზუნთალას მაცხოვრებლებმა 14 დეკემბერს „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე აღნიშნეს, სტიქიის შემდეგ თვენახევარზე მეტი გავიდა, მაგრამ მათი საცხოვრებელი სახლები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები ამ დრომდე ქვა-ღორღით არის სავსე.
„კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა სოფელ უზუნთალაში გადაიღო.
1 დეკემბერს თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ წინ, გაიმართა გაზეთ „ბათუმელების“ მხარდამჭერი აქცია, რომელიც ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეები ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომლებიც კინოთეატრში ფილმის პრეზენტაციაზე იყვნენ მისულნი, „ბათუმელებზე“ ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე რეაგირებას ითხოვდნენ.
30 ოქტომბერს, პოლიტიკურ პატიმართა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის“ ორგანიზებით გლდანის ციხესთან აქცია გაიმართა.
მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასალმბლეის გადაწყვეტილებით (36/37 რეზოლუცია) 1981 წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება. მშვიდობის საერთაშორისო დღედ 21 სექტემბერი 2001 წლიდან გამოცხადდა და ამ დღეს 24 საათის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ჩერდება ცეცხლი და ძალადობა.
ვერის ბაღში წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საქართველოში ბოლო სამი თვის განმავლობაში გახშირებული წამების ფაქტებს.