|
:: statiebi ::
:: ქალები ::
|
|
|
|
16 აგვ. '10
„ყველაზე დიდი განსხვავება ეთნიკურად ქართველ და
აზერბაიჯანელ ქალს შორის ისაა, რომ თქვენ მეუღლეების გვერდით მეტი უფლებები
გაქვთ, ვიდრე მათ. ზოგადად კი, აზერბაიჯანელი ქალები, ძირითადად -
სოფლებში, თავს თავისუფლებად ვერ გრძნობენ“, - ამბობს ტატიანა ბატაშური,
რომელიც მარნეულში „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ოფისში მუშაობს.
დაწვრილებით...
|
|
9 აგვ. '10
75 წლის პენსიონერი, პირველი ჯგუფის ინვალიდი ჟენია
ტეფნაძე წლებია, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მის ქონებას ძალიან ძველი
რკინის საწოლი, წამლებით გადატვირთული პატარა მაგიდა და ერთი მორყეული
სკამი შეადგენს. ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ პენსია და სოციალური
დახმარება - 30 ლარი აქვს.
დაწვრილებით...
|
|
14 ივლ. '10
15 ოჯახი, რომელიც საპატრიარქოს კუვნილ შენობაშია
შესახლებული, შესაძლოა გარეთ დარჩეს. ოჯახები მძიმე სოციალურ პირობებში
იმყოფებიან. მათ შორის 30 ბავშვია, მათგან რამდენიმე – ახალშობილია.
საპატრიარქო შენობაში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული ინსტიტუტის
ფილიალის გახსნას გეგმავს. როგორც იქ მცხოვრებლები ამბობენ, მათ
წასასვლელი არსად აქვთ. შესახლებულებმა 12 ივლისს შენობის დატოვებაზე
გაფრთხილება მიიღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 17 ივლისს მათ უკვე ძალით
გაიყვანენ. არც ერთი მცხოვრები შენობის დატოვების ოქმს ხელს არ აწერს.
დაწვრილებით...
|
|
4 ნოე. '09
„თუ არ დამეხმარებიან, იძულებული ვარ ბავშვი გამგეობის შენობის წინ დავტოვო, მირჩვენია... იქნებ შიმშილით აღარ მომიკვდეს. სამი დღეა პურიც არ უჭამია“, - ამბობს მანანა გოგოუაძე, რომელიც ამბობს, რომ უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევს არსებობა. მიუხედავად გაუსაძლისი სიდუხჭირისა ის ვერც უმწეოთა დახმარებას იღებს. ასევე ვერ ახერხევბს მრავალშვიალიანი დედებისა და უნარშეზღუდულ პირთა დახმარების მიღებას.
დაწვრილებით...
|
|
29 მაი. '09
“მოძალადე იმიტომ ძალადობს, გრძნობს, მისი ეშინიათ”
ესტონურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ღია საზოგადოება” ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით საქართველოსა და ესტონეთში კვლევა ჩაატარა. კვლევის ობიექტები ექიმები იყვნენ, რომლებსაც ძალადობის მსხვერპლებთან პირდაპირი კავშირი აქვთ. შედეგი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. საქართველოში ძალადობის რამდენიმე ფორმა გამოიკვეთა – ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური.
დაწვრილებით...
|
|
27 თებ. '09
მომხსენებელი: სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
აშშ დეპარტამენტი ანგარიშების გამოქვეყნებისას აქვეყნებს ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მას ყურადღებით ეცნობიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზეც. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა ამ დღეებში, “ჩვენ უარს ვამბობთ არჩევანზე უსაფრთხოებასა და ჩვენს იდეალებს შორის, როგორც მცდარზე.” ჩვენს მოქმედებებზე საერთაშორისო დონეზე გაკეთებულ შეფასებებს – იმისდა მიუხედავად, ეს შეფასებები მთავრობების მიერ არის გაკეთებული თუ არასამთავრობო სექტორის მიერ - არ მივიღებთ როგორც ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩარევას და არც სხვა მთავრობებმა უნდა ჩათვალონ საკუთარი მოქმედება, როგორც ჩარევა სხვის შიდა პოლიტიკაში.
დაწვრილებით...
|
|
30 იან. '09
21-ე საუკუნეში არალეგალური აბორტები ისევ პრობლემაა. არადა, აღნიშნულის გამო, მსოფლიო მასშტაბით, 67 900 ქალი იღუპება. ეს თემა აქტუალურია საქართველოშიც, მით უფრო, რომ აბორტების ასაკი გაახალგაზრდავდა და მუცლის მოსაშლელად 14-19 წლის გოგონები ექიმებს ხშირად მიმართავენ.
დაწვრილებით...
|
|
14 იან. '09
“დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი ოჯახური ძალადობაა”
ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში 15 დედა და 2325 ჩვილი გარდაიცვალა, თუმცა აღნიშნული მონაცემები ზუსტი არ არის და გარდაცვალების შემთხვევები გაცილებით მეტია. გარდა ამისა, დაფიქსირდა მკვდრადშობადობის 1371 შემთხვევა. დედეთა სიკვდილიანობის 99% სწორედ განვითარებად ქვეყნებზე მოდის. რაც შეეხება მიზეზებს, ძირითადია ოჯახური ძალადობა, სოციალური მდგომარეობა, განათლება, მშობიარობის შემდგომი გართულებები და რისკიანი (სარდაფებში, დამალული) აბორტები.
დაწვრილებით...
|
|
24 დეკ. '08
საქართველოს მთავრობის 3 დეკემბრის დადგენილებით გაუქმდა ახალშობილების დახმარების სახელმწიფო პროგრამა. პროგრამა იმ ოჯახებს ეხებოდა, რომელთაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ის ტოლი ან ნაკლები ქულა ჰქონდათ დაგროვებული.
დაწვრილებით...
|
|
28 ნოე. '08
,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. მონიტორინგი აჭარაში გენდერული თანასწორობის კუთხით ჩატარდა. შედეგად დადგინდა, რომ ქალების მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში დიდად არ შეცვლილა.
დაწვრილებით...
|
|
29 ივლ. '08
ყოველდღიურად გაუთავებელი რიგები ჩინოვნიკების მისაღებში იმის მაუწყებელია, რომ ზოგს შვილის საოპერაციო თანხა სჭირდება, ზოგს ჭერი თავზე ენგრევა, ზოგიც კი უსახსრობის გამო შიმშილობს. გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ხმალაძის ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვეში სოციალურად გაჭირვებულებზე სულ 80 000 ლარი დაიხარჯა.ეს თანხა 165 მოქალაქეზე განაწილდა.
დაწვრილებით...
|
|
3 ივლ. '08
მე-10 დღეა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში სიღნაღის ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი სამსახურიდან სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ აბულაშვილის დავალებით გაათავისუფლეს, იმ მიზეზით, რომ წინასაარჩევნოდ, მისი და სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ აგიტაციის კარდაკარ გაწევაზე უარი განაცხადეს.
დაწვრილებით...
|
|
20 მაი. '08
„კავკასიის ქალთა ქსელის“ მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო კვლევამ - რამდენი ქალი მოვა პოლიტიკაში, სანუგეშო სურათი ვერ დახატა. წინა წლებთან შედარებით განსხვავება მხოლოდ ერთი ან ნახევარი პროცენტია - ქალები კვლავ მხოლოდ „შავ სამუშაოზე“, საარჩევნო კომისიების მდივნებად სჭირდებათ.
დაწვრილებით...
|
|
15 მაი. '08
„ცოლი ხარ, დამლაგებელი ხარ, ოჯახის შემნახველი ხარ, გინების ამტანი ხარ... და არავითარი პატივისცემა. ჩემს გარშემო სულ ასეთი ფასადური ოჯახებია. მე ამას მარტოხელა დედობა ვარჩიე“, - ამ სიტყვების ავტორმა მილანა ბერიტაშვილმა გულზე ჩვილაკიდებულმა გაიარა გზა - უსახლკარობიდან საარსებო მინიმუმის შოვნამდე.
დაწვრილებით...
|
|
26 მარ. '08
ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ხშირი და მზარდი პრობლემაა
არამარტო საქართველოში, არამედ ზოგადად მსოფლიოში. მასთან საბრძოლველად
უამრავი ორგანიზაცია მუშაობს. საქართველოში მომუშავე ერთ-ერთი მათგანია
არასამთავრობო ორგანიზაცია “ძდექი” (ძალადობისაგან დაცვის ეროვნული
ქსელი).
დაწვრილებით...
|
|
12 მარ. '08
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ერთ ოჯახურ ტრაგედიად ქცეულ პროცესს იხილავს. საქმე ახალდაბადებულის შვილება-გაშვილებას ეხება. მართლმსაჯულება ცდილობს დაადგინოს, მიანიჭოს თუ არა საქმეს ტრეფიკინგის კვალიფიკაცია.
დაწვრილებით...
|
|
10 მარ. '08
"24 დღე სტამბულში ვიყავით გამომწყვდეულები. ერთ ადგილას
ვიმუშავე დაახლოებით 2-3 დღე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ვიყავით
დაახლოებით 10 კაცი და გვაჭმევდნენ მხოლოდ დღეში ერთხელ და ეს საკვები იყო
მხოლოდ ერთი პური, რომელიც 10 კაცზე ნაწილდებოდა. თვითონ მთელი დღე
იკარგებოდა. პასპორტები ჩამორთმეული გვქონდა. ნინო გელაშვილი და კიდევ
ერთი ქალი, რომელსაც ლელა ერქვა, წამოსვლისას გვემუქრებოდნენ, ამ
პასპორტებს დაგიხევთ და აბა, როგორ წახვალთ, გნახავო..."
დაწვრილებით...
|
|
21 იან. '08
ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში, ისევე, როგორც მთელ
მსოფლიოში, აქტუალური პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების
განმავლობაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი ნაბიჯი გადაიდგა, დღესაც
ტრეფიკინგზე საუბარი აუცილებელია. სწორედ ამიტომ, 17 იანვარს სახალხო
დამცველის ოფისში ამ პრობლემის განსახილველად შეხვედრა გაიმართა.
დაწვრილებით...
|
|
18 ივლ. '07
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ გორელ ზაზა ამირიძეს გორის სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამირიძის ადვოკატის გია ამაშუკელის თქმით, ზაზა ამირიძესთვის ტრეფიკინგის ბრალდების წაყენება აბსურდულია და ემსახურება იმ მიზანს, ვითომ ქართველი სამართალდამცავები და მართლმსაჯულება ტრეფიკინს ,,ებრძვის“.
დაწვრილებით...
|
|
4 ივნ. '07
ორი დღის წინ კავშირი „საფარის“ ოფისში პროექტის „ოჯახის ძალადობის მსხვერპლთა რეგიონალური ქსელის შექმნის“ ერთწლიანი მუშაობის შედეგის პრეზენტაცია გაიმართა.
დაწვრილებით...
|
|
:: axali ambebi ::
:: ქალები ::
|
|
|
|
[30 აგვ. '10] -
ოჯახური ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი კახეთში გამოვლინდა
|
|
[18 აგვ. '10] -
სკოლის დირექტორმა მასწავლებლებს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ მისვლა აუკრძალა
|
|
[2 აგვ. '10] -
5 შვილის დედა დახმარებას ითხოვს
|
|
[5 მაი. '10] -
მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრებმა ქუთაისელი იზო მახათაძე სასტიკად ცემეს
|
|
[9 დეკ. '09] -
კახეთში ოჯახური ძალადობის ფაქტები გახშირდა
|
|
[4 ნოე. '09] -
მაღაზიაში პურის სათხოვნელად მისულ მარტოხელა დედას პოლიციის უფროსმა შეურაცხყოფა მიაყენა
|
|
[18 ივნ. '09] -
პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დღეს დედების და ოპოზიციის აქცია გაიმართება
|
|
[9 აპრ. '09] -
"მოდულის" შენობასთან „დედები სამშობლოსთვის“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
|
|
[2 მარ. '09] -
სახალხო დამცველი ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ
|
|
[17 აპრ. '08] -
დედამ შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა
|
|
1 | 2 | |