|
:: statiebi ::
:: მედია ::
|
|
|
|
4 აგვ. '10
ბათუმში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები
ჟურნალისტ ემზარ დიასამიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი 30 ივლისს,
ე. წ. ბონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შეხლა-შემოხლის დაწყების
მიზეზი მხოლოდ თანამდებობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნა იყო.
დიასამიძე პოლიციის განყოფილებაშიც გადაიყვანეს. თუმცა პოლიცია ფაქტს
საერთოდ უარყოფს.
დაწვრილებით...
|
|
29 ივლ. '10
„ეს სტატია მოხსენით... ნუ მეხებით საერთოდ, თორე მერე
ნახეთ ჩემი შეხება თქვენს მიმართ...“, - ამ შინაარსის წერილი, ოთარ
კოვზირიძისგან, ელექტრონული ფოსტით ჟურნალისტმა ილია მარტყოფლიშვილმა
მიიღო. ოთარ კოვზირიძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი და
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელია. კოვზირიძე
ირწმუნება, რომ მისი სიტყვები მუქარას არ შეიცავს, თუმცა, ვერ განმარტავს,
რა უფლებით მოსთხოვა საჯარო მოსამსახურემ ჟურნალისტს ბლოგზე განთავსებული
მასალის წაშლა.
დაწვრილებით...
|
|
20 ივლ. '10
“დონაძის ტელევიზია”, “პოლიციის პროპაგანდისტული მანქანა”... -ასე მოიხსენიებენ ტელეკომპანია “რეალ ტვ”-ის თბილისში, რომელიც მხოლოდ ამ ქალაქში მაუწყებლობს. “ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ ამ ტელევიზიის ლიცენზია მისმა ერთადერთმა მფლობელმა, ია პაიჭაძემ უკანონოდ მიიღო. დოკუმენტების მიხედვით, ია პაიჭაძე წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. სწორედ ამიტომ არ ჰქონდა მას მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების უფლება.
დაწვრილებით...
|
|
9 ივლ. '10
„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ 2008
წლის ომის ფაქტზე რუსეთის მისამართით ნათქვამმა სიტყვამ - „ოკუპაცია“
მოსკოვში დაუფარავ უკმაყოფილებასთან ერთად დაბნეულობაც გამოიწვია. რუსი
ანალიტიკოსები ხმამაღლა საუბრობენ, რომ მსოფლიოს მხრიდან ასეთი
დამოკიდებულება იმის შედეგია, რომ რუსეთმა საქართველოსთან საინფორმაციო ომი
წააგო - პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსის ანატოლი
ჩიგანკოვის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთმა ოპერაცია
საქართველოს მშვიდობისკენ იძულების გამო წამოიწყო, საინფორმაციო გამარჯვება
მაინც თბილისს რჩება“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით „უნდა
ვაღიაროთ, რომ საქართველოსთან საინფორმაციო ომი წავაგეთ"“ - მოსკოვში
„ქართული პროპაგანდის ჩახშობაზე“ და ქართულენოვანი ფედერალური მედია-არხის
შექმნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.
დაწვრილებით...
|
|
6 ივლ. '10
დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისთვის
ვიდეოკამერის დაზიანების ფაქტზე კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა
კომენტარი გააკეთა. გუბერნატორი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს,
ჟურნალისტებთან ურთიერთობისას მეტი ტაქტი გამოიჩინონ.
დაწვრილებით...
|
|
5 ივლ. '10
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ
შანშიაშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელს, ჟურნალისტ გელა
მთივლიშვილს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ვიდეოკამერა წაართვა
და დაუზიანა. ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სოფელ ლენინოვკაში გზის ის
მონაკვეთი გადაიღო, სადაც სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში
გამოყოფილი თანხებიდან მხოლოდ 3 ადგილზე დაყარეს ხრეში.
დაწვრილებით...
|
|
22 ივნ. '10
საქართველოს პრესის ასოციაცია და ჟურნალ-გაზეთების ამომცემლები ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს აპროტესტებენ. პროექტში
დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლებულთა სიიდან
ჟურნალ-გაზეთების აღმნიშვნელი კოდი ამოღებულია. ასევე, აღარ წერია მუხლი,
რომელიც ბეჭდურ მედიას, სარეკლამო მომსახურების გაწევის შემთხვევაში,
დღგ-სგან ათავისუფლებდა. პრესის ასოციაციის თავმჯდომარის ლაშა ტუღუშის
განცხადებით, ჟურნალ-გაზეთები ამგვარ საგადასახადო წნეხს ვერ გაუძლებს და
დაიხურება.
დაწვრილებით...
|
|
11 მაი. '10
Freedom House-ს პრესის თავისუფლების ახალ რეიტინგში
საქართველო 126-ე ადგილზეა. ისტორია, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ,
გარკვეულწილად ხსნის, თუ რატომ მივიღეთ ასეთი დაბალი შეფასება და პრესის
თავისუფლების კუთხით რატომ აღმოვჩნდით ნეპალის სამეზობლოში.
დაწვრილებით...
|
|
6 მაი. '10
არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, 2004 წლიდან დღემდე,
ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის რამდენ
საქმეზეა გამოძიება დაწყებული. მთავარი პროკურატურის ცნობით, უწყება ასეთ
სტატისტიკას არ აწარმოებს. კახეთში, ჟურნალისტებზე თავდასხმის ათზე მეტი
ფაქტიდან, მხოლოდ ერთია გამოძიებული. ამ შემთხვევაშიც ჟურნალისტზე
თავდასხმაში მსჯავრდებული, ხელისუფლებამ დასჯის ნაცვლად, დააწინაურა.
დაწვრილებით...
|
|
5 მაი. '10
 3 მაისს - გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრი ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი და მრავალეროვანი საქართველო - გამოხატავენ შეშფოთებას, რომ საქართველოში ჟურნალისტები მიეკუთვნებიან უფლებადამცველთა კატეგორიას, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად ხდება ზეწოლისა და დაშინების სამიზნე ხელისუფლების მხრიდან.
სრულად
იხილეთ PDF-ში
დაწვრილებით...
|
|
3 მაი. '10
საქართველოს რეგიონებში მომუშავე მედიასაშუალებები საჯარო
დაწესებულებების მიერ ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნების დარღვევას
აპროტესტებენ. „ინფორმაციის შეზღუდვის პირობებში ვერ ვახერხებთ
ჟურნალისტური საქმიანობის სრულად და შეუფერხებლად განხორციელებას.
მედიისთვის საჯარო ინფორმაციის დაბლოკვით, ხელისუფლება ცდილობს
საზოგადოებას წაართვას უფლება - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“, - ნათქვამია
ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 18 რეგიონული მედიასაშუალება აწერს.
დაწვრილებით...
|
|
28 აპრ. '10
სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც ტელეკომპანია
„იმედის“ ე.წ. იმიტირებული რეპორტაჟთან პრეზიდენტ სააკაშვილის შესაძლო
კავშირზე მიანიშნებს, ავთენტურია, თუმცა შესაძლოა საუბრის ზოგიერთი
მონაკვეთი წაშლილი იყოს, ნათქვამია ლონდონში განთავსებული ფირმის, GPW,
დასკვნაში.
დაწვრილებით...
|
|
22 აპრ. '10
„ქართულ მედიაში დღეს ბევრი პრობლემაა და ეს არავისთვისაა
უცხო. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ჩვენი უფლებები თავადვე დავიცვათ“, - ამ
ინიციატივით გასულ კვირას ჟურნალისტთა თავისუფალი პროფკავშირის
საორგანიზაციო კომიტეტი ქუთაისელ ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი
ხასიათის იყო.
დაწვრილებით...
|
|
7 აპრ. '10
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 13 მარტს გაშვებულმა ე. წ. მოდელირებულმა „ქრონიკამ“, რომელმაც რუსეთთან ომის განახლების შესახებ გვამცნო, მორალური ზარალის გარდა, მოსახლეობას ფატალური შედეგებიც მოუტანა. მართალია, დაღუპულთა ზუსტ რაოდენობაზე პრესაში სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ გამოიკვეთა 3 ოჯახი, სადაც აცხადებენ, რომ მათი წევრი „მოდელირებულ“ „ქრონიკას“ ემსხვერპლა.
დაწვრილებით...
|
|
1 აპრ. '10
ვიცი, რომ უკვე ყველას მობეზრდა 13 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასულ რეპორტაჟზე საუბარი. ამ რეპორტაჟიდან მხოლოდ სიტყვა „მოდელირებული“ შემოგვრჩა, რომელიც აქტიურად იმკვიდრებს თავს თბილისელების ლექსიკონში, მაგალითად, ასეთ კონტექსტში: „შენ ცოტა მოდელირებული ხომ არა ხარ?!“
დაწვრილებით...
|
|
29 მარ. '10
საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭომ, მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე, 25 მარტს ნათია კობერიძის საკითხზე იმსჯელა. საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა, 13 მარტს მოდელირებული „ქრონიკის“ ეთერში გაშვების დროს, ეთიკის ქარტიის პირველი მუხლი დაარღვია, რომლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
დაწვრილებით...
|
|
26 მარ. '10
ტელეკომპანია „საქართველომ“ საინფორმაციო გადაცემების მაუწყებლობა შეწყვიტა. ამის სავარაუდო მიზეზად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი უცხოელი ინვესტორის - დევიდ ჯონ მეფლის აქტიურ ბრძოლას მიიჩნევს. მეფლი უკვე რამდენიმე წელია, საკუთარი ინვესტიციების დასაცავად იბრძვის.
დაწვრილებით...
|
|
19 მარ. '10
ქრონიკის ეთერში გასულმა სიუჟეტმა გორის რაიონში მსხვერპლი გამოიწვია. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 13 მარტს გასული სიუჟეტით გამოწვეულ შედეგებს ერთი კვირის განმავლობაში სწავლობდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები, საავადმყოფოები, სამშობიაროები, გინეკოლოგიური სამსახურები, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები – ეს ის ორგანიზაციებია, სადაც „იმიტირებული ომის“ შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მონაცემებს ვაგროვებდით.
დაწვრილებით...
|
|
18 მარ. '10
ტელეკომპანია „იმედმა“ ჟურნალისტიკის ძირითადი პრინციპი დაარღვია და იცრუა - აცხადებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დამფუძნებლები და ხელმომწერები 13 მარტს „იმედის“ ეთერში ე. წ. მოდელირებული „ქრონიკის“ კომენტირებისას. სწორედ ამ ქარტიის ხელმომწერია ჟურნალისტი ნათია კობერიძე, რომელიც „იმედზე“ „სპეციალური რეპორტაჟის“ წამყვანია.
დაწვრილებით...
|
|
17 მარ. '10
2008 წლის აგვისტოს ცხელი დღეების შემდეგ საზოგადოებაში ომის შიში კიდევ ერთხელ გამძაფრდა. მიზეზი კი 2010 წლის 13 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ე.წ. მოდელირებული „ქრონიკის“ გაშვება გახდა, სადაც საუბარი იყო რუსეთის მხრიდან ინტერვენციაზე და ომის მოულოდნელ განახლებაზე.
დაწვრილებით...
|
|
:: axali ambebi ::
:: მედია ::
|
|
|
|
[3 აგვ. '10] -
ჟურნალისტები სახალხო დამცველისგან რეაგირებას ითხოვენ
|
|
[2 აგვ. '10] -
არჩევნების შემდეგ საჯარო მოხელეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიას არ ფარავენ“
|
|
[2 აგვ. '10] -
გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს
|
|
[2 აგვ. '10] -
თამარ კორძაია: „როცა ტელევიზია გამგეობისგან ფულს იღებს, პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ის არ არის დამოუკიდებელი“
|
|
[28 ივლ. '10] -
ზვიად ქორიძე: „გაზეთებს არა ხელისუფლება, არამედ საზოგადოება უნდა ხურავდეს“
|
|
[28 ივლ. '10] -
სტუდია „მონიტორი“ მორიგ ჟურნალისტურ გამოძიებას წარმოადგენს
|
|
[19 მაი. '10] -
თბილისის მერიის თანამშრომელი ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლის
|
|
[18 მაი. '10] -
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
|
[30 აპრ. '10] -
პრესის თავისუფლების ხარისხით საქართველო 126-ე ადგილზეა
|
|
[27 აპრ. '10] -
არველაძისა და წამალაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი უცხოელმა სპეციალისტებმა შეისწავლეს
|
|
[23 აპრ. '10] -
„საქართველოს პრესის ასოციაცია“ პარლამენტს საკანონმდებოლო ინიციატივით მიმართავს
|
|
[14 აპრ. '10] -
სააკაშვილმა აშშ-ს საზოგადოებრივი რადიოს ინტერვიუში „მოდელირებულ ქრონიკაზეც“ ისაუბრა
|
|
[6 აპრ. '10] -
კახეთში ჟურნალისტთა საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება
|
|
[29 მარ. '10] -
დავით გამყრელიძე: „ხელისუფლება სტამბების დახურვით პრესის განადგურებას იწყებს“
|
|
[25 მარ. '10] -
ჯეიმს აპატურაი - ტელეკომპანია „იმედის“ რეპორტაჟი არაჭკვიანური და უსარგებლო იყო
|
|
[23 მარ. '10] -
ნათია კობერიძე: „ჟურნალისტური სტანდარტი არ დამირღვევია“
|
|
[23 მარ. '10] -
იმედის სიუჟეტს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
|
|
[17 მარ. '10] -
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, „მოდელირებულ ქრონიკას” ვითარების დესტაბილიზება შეეძლო
|
|
[15 მარ. '10] -
აშშ-ის ელჩის კომენტარი „იმედის“ გამოგონილ ამბავზე
|
|
[15 მარ. '10] -
„მოდელირებულ ქრონიკასთან“ დაკავშირებით, ელჩები განმარტებას მოითხოვენ
|
|
[1 მარ. '10] -
დეპუტატობის კანდიდატი თორთლაძის პარტიიდან ვახტანგ კომახიძეს მოღალატეს უწოდებს
|
|
[15 თებ. '10] -
თელავში ვახტანგ კომახიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
|
|
[15 თებ. '10] -
myvideo.ge-დან ტელეკომპანია „კავკასიის“ ლინკი გაქრა
|
|
[15 თებ. '10] -
ჩინოვნიკებს ხმის ამოღებას უკრძალავენ
|
|
[11 თებ. '10] -
ბესო კურტანიძე: „ვახო კომახიძის პრობლემა ქართული მხარის მიერ დაკავებული სამი ახალგაზრდა ოსის ბედ-იღბლით დაინტერესებას უკავშირდება“
|
|
[9 თებ. '10] -
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტს იკვლევს
|
|
[5 თებ. '10] -
„ტელეიმედის“ მფლობელი არაბული „რაკიინი“ არ არის
|
|
[29 იან. '10] -
ტელეკომპანია „მაესტროს“ სპეციალური განცხადება
|
|
[26 იან. '10] -
რადიო „ჰერეთი“ გურჯაანის გამგეობის თანამშრომელს ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს
|
|
[26 იან. '10] -
ჟურნალისტთა პროფკავშირის საინიციატივო ჯგუფი ჟურნალისტის წინააღმდეგ ძალადობას აპროტესტებს
|
|
:: foto reportaJebi ::
:: მედია ::
|
|
|
1 დეკემბერს თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ წინ, გაიმართა გაზეთ „ბათუმელების“ მხარდამჭერი აქცია, რომელიც ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეები ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომლებიც კინოთეატრში ფილმის პრეზენტაციაზე იყვნენ მისულნი, „ბათუმელებზე“ ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე რეაგირებას ითხოვდნენ.
2 დეკ. '09
|
რუსთაველი 24 მარტს ისევ გადაიჭედა. ამჯერად ხალხის და ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ტელეკომპანია „იმედის“ გახსნა იყო. „დაგვიბრუნეთ იმედი“, „იმედი“ არ იყიდება“ - ამგვარი ლოზუნგებით ხელში ხალხი იმ არხის დაბრუნებას ითხოვდა, რომელიც 7 ნოემბერს, ცნობილი დარბევის დღეს ხელისუფლებამ დახურა.
25 მარ. '08
|
|
|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | |