|
:: statiebi ::
:: ჯანდაცვა ::
|
|
|
|
7 სექ. '10
ერთ დროს „ყავარჯნების სამარედ“ წოდებული ბალნეოლოგიური
კურორტი მენჯი დღეს მთლიანად განადგურებულია. მისი ნგრევა რამდენიმე წლის
წინ დაიწყო. თავდაპირველად მენჯის სანატორიუმს იქ ჩასახლებულმა
„მხედრიონელებმა“ და გვარდიელებმა მიაყენეს ზიანი. ქართულ-აფხაზური
კონფლიქტის შემდეგ კი, ნახევრად გაპარტახებული სანატორიუმის ცალკეულ
შენობებში აფხაზეთიდან დევნილები ჩაასახლეს. სამოქალაქო ომს გადარჩენილი
ქონება კურორტის გულგრილი დირექტორების მადას შეეწირა.
დაწვრილებით...
|
|
10 აგვ. '10
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ათასობით ტონა
ისეთი შხამ - ქიმიკატები დარჩა, რომლებიც წამლავს ადამიანსა და სხვა
ცოცხალ ორგანიზმებს, იწვევს სიმსივნურ დაავადებებს და ბავშვებში თანდაყოლილ
დეფექტებს, აბინძურებს წყალს, საკვებსა და ჰაერს. ამ მხრივ ყველაზე უფრო
საშიშ რეგიონს კახეთი წარმოადგენს. საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად
ებრძვის ვადაგასულ შხამ - ქიმიკატებს. კახეთში ვადაგასული პესტიციდების
რისკ - ფაქტორების შემცირების პროექტი ჰოლანდიის მთავრობამ დააფინანსა,
ოღონდ ქართულმა მხარემ პროექტი ფაქტობრივად ჩააგდო.
დაწვრილებით...
|
|
23 ივლ. '10
საქართველოში, მოქალაქის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯის
48% წამლებზე მოდის და არა ექიმის მომსახურებაზე. რადგან ქვეყანაში
დაზღვევის ინსტიტუტი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული, ამიტომ
პაციენტებს წამლების შეძენა საკუთარი ჯიბიდან უწევთ. წამლის თანხას არც
ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახელმწიფო პროგრამა ე.წ. 5-ლარიანი დაზღვევა
ანაზღაურებს. საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რა წამლებს სვამს. ფარული
გარიგებისა და კორუფციის ნიშნები ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში.
დაწვრილებით...
|
|
2 ივლ. '10
„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მოქალაქე ლიდია ლომთათიძე დაუკავშირდა. მამამისი, დიმიტრი ლომთათიძე პოლიტიკურ მსხვერპლად არის აღიარებული. ლიდია და მისი ძმა, ანატოლიც მამამისის გადასხლებაში ყოფნის დროს დაიბადნენ. თუმცა, ძმისაგან განსხვავებით, ლიდია ლომთათიძე რეპრესირებულის პენსიას ვერ იღებს.
დაწვრილებით...
|
|
21 ივნ. '10
ქვემოთ მოყვანილი ფაქტები
გამოვლენილია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ პროექტზე - „იურიდიული
დახმარება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის“ მუშაობისას.
პროექტი, რომელსაც აფინანსებდა ფონდი ABILIS-ი (ფინეთი), გრძელდებოდა 8
თვე და ამ დროისთვის დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში „ადამიანის
უფლებათა ცენტრი“ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდა ფსიქიკური პრობლემების
მქონე ადამიანებს და მათ ნათესავებს. გაწეულია 90–ზე მეტი კონსულტაცია.
რიგი საქმეები გადაეცა სასამართლოს. ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობდა
ფსიქიატრიული სერვისების მომხმარებლებთან და იმ ორგანიზაციებთან, სადაც
ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები არიან ჩართულნი. პროექტის
ფარგლებში ჩატარდა დახურული ფსიქიატრიული საავადმყოფოების მონიტორინგი,
დავათვალიერეთ რეაბილიტაციის ცენტრები.
დაწვრილებით...
|
|
18 მაი. '10
საქართველოს მთავრობა ხშირად იწონებს თავს ქვეყნის
ჰოსპიტალური სექტორის განვითარებაზე და რაიონებში ახალი საავადმყოფოების
აშენებაზე. რეალურად კი რაიონებში არსებულ საავადმყოფოების ექიმებმა, არ
იციან, რა ბედი ეწევა ჯერჯერობით მოქმედ საავადმყოფოებს, რომელთა
უმეტესობას კაპიტალური შეკეთება სჭირდება.
დაწვრილებით...
|
|
23 აპრ. '10
„ალბათ ქართველი ხალხი მადლიერი იქნება მთავრობის
გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სფეროში სერიოზული რეფორმა განხორციელდეს. სულ
რამდენიმე წელიწადში საქართველოში ჩვენ გვექნება განახლებული
საავადმყოფოები და მაქსიმალური პირობები, რათა როგორც ექიმებმა, ისე
პაციენტებმა თავი კომფორტულად იგრძნონ“, - ეს განცხადება ჯანდაცვის ყოფილმა
მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა სამი წლის წინ, ჰოსპიტალური სექტორის
განვითარების გენერალური გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა. ამ განცხადებას
საქართველოში საავადმყოფოების პრივატიზაციის პროცესის დაწყება მოჰყვა,
რომელიც მოგვიანებით კრახით დასრულდა.
დაწვრილებით...
|
|
14 აპრ. '10
58 წლის ბეჟან ბადუაშვილი მეორე ჯგუფის ინვალიდია, თუმცა
სხვისი ინტერესებიდან გამომდინარე, მესამე ჯგუფში აღმოჩნდა და კუთვნილი
პენსია, რომელიც „სამხედრო მომსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“
კანონის თანახმად, 2002 წელს დაენიშნა, 2007 წლის 1 სექტემბერს მოეხსნა.
მას შემდეგ მისი პენსიის რაოდენობა თვეში მხოლოდ 9,07 ლარს შეადგენს. ამ
ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო ბეჟან ბადუაშვილისთვის მიწერილ პასუხში
შემდგენაირად ხსნის: „რადგანაც თქვენ მორიგი სამედიცინო შემოწმების შედეგად
დაგიდგინდათ ზომიერად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი,
შესაბამისად, კომპენსაციის გაცემაც შეგიწყდათ 2007 წლის 1 სექტემბრიდან,
ვინაიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 1
იანვრიდან, აღარ ითვალისწინებს ზომიერად გამოხატული შესაძლებლობების
შეზღუდვის სტატუსის გამო სახელმწიფო კომპენსაციის გაგრძელებას ან
დანიშვნას“.
დაწვრილებით...
|
|
11 თებ. '10
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ყოფილი თანამშრომლები რამდენიმე წელია, კუთვნილ ანაზღაურებას ელიან. მათი ჯანმრთელობა მძიმე და მავნეპირობებიანი სამუშაოების შესრულებას შეეწირა, რის გამოც ყოველთვიური სარჩო ჰქონდათ დანიშნული. სს „ფეროს“ გაკოტრების შემდეგ წლობით დაგროვებულმა დავალიანებამ რამდენიმე ათას ლარს მიაღწია. თხოვნის, მოთხოვნის თუ საპროტესტო აქციების მიუხედავად, დავალიანება ჯერ კიდევ გადაუხდელია.
დაწვრილებით...
|
|
29 დეკ. '09
სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს მოსახლეობა ჰოლანდიის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი გრანტის ხარჯვის კანონიერების შესწავლას ითხოვს.
დაწვრილებით...
|
|
17 დეკ. '09
საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად მოთხოვნა მედიკამენტებსა და პირბადეებზე დღითიდღე იზრდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეისათვის ლაბორატორიულად 647 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 8 მძიმე შემთხვევაა. საშიში ვირუსით 5 ადამიანის გარდაცვალებამ მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო.
დაწვრილებით...
|
|
16 ნოე. '09
საქართველოში გრიპის ახალი ტიპის ვირუსით - ე. წ „ღორის
გრიპით“ (იგივე H1N1) დაავადებულთა რაოდენობა ნელი ტემპით, მაგრამ მაინც
მატულობს. ამ ეტაპისთვის, საერთო ჯამში, ლაბორატორიულად 65 შემთხვევაა
დადასტურებული, მაგრამ საშიში გართულება არც ერთ ინფიცირებულს არ ჰქონია.
შემთხვევების უმეტესობა დაკავშირებულია საზღვარგარეთის ქვეყნებიდან
ადამიანების საქართველოში შემოსვლასთან. ამიტომ საზოგადოებას ლოგიკურად
აინტერესებს, რატომ არ არის გამკაცრებული კონტროლი საზღვრებზე და
განსაკუთრებით - აეროპორტში, რათა თავიდან ავიცილოთ გრიპის საშიში
ეპიდემია ქვეყანაში.
დაწვრილებით...
|
|
9 ნოე. '09
სამი წელია საქართველოში ქვეყნის შიგნით წარმოებული თუ იმპორტირებული პროდუქტების ვარგისიანობაზე არავითარი კონტროლი არ ხორციელდება. მომხმარებელმა არ იცის, რამდენად ჯანსაღი, უვნებელი და ხარისხიანი პროდუქცია მიეწოდება მას, ვინ ზრუნავს მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე. საქართველოში სამომხმარებლო ბაზარი მავნებელი და ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან აბსოლუტურად დაუცველია, მომხმარებლის უფლებები კი, ამ კუთხით, უგულვებელყოფილია.
დაწვრილებით...
|
|
29 სექ. '09
„ყელს გამოგჭრი შე დამპალო. გეძებ უკვე და სადაც გნახავ, ისე გაგანადგურებ, არც დავფიქრდები. იძულებული გამხადე. თავს რატომ არ მანებებ, ვერ გაიგე შენ, რომ მე არ უნდა შემეხო?“, - ამ სიტყვებით შპს „ჯანმრთელობა“ სიღნაღის რაიონული საავადმყოფოს დირექტორმა გოგი ნიკვაშვილმა მოგვმართა. მთავარი ექიმის გაღიზიანება, ჩვენს მიერ, მის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ სტატიებს უკავშირდება.
დაწვრილებით...
|
|
25 სექ. '09
რამდენად ეფექტურია სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში? რამდენად რეალურია ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხდება იმ ადამიანების სიის დადგენა ვინც სახელმწიფოსგან დახმარება უნდა მიიღოს? ეს კითხვები მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ პროგრამის მიმდინარეობით უკმაყოფილო ადამინების მიერ შემოტანილი განცხადებების რაოდენობამ იმატა.
დაწვრილებით...
|
|
11 აგვ. '09
მკერდის, ყელის და კანის სიმსივნე, ინტოქსიკაციის ზოგადი მოვლენები, ღვიძლის ციროზი, ეს იმ დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რითაც საგარეჯოს რაიონის სოფლებში, ნინოწმინდასა და წყაროსთავში მცხოვრებნი ნავთობის ამოფრქვევის შემდეგ მასობრივად დაავადდნენ. ნავთობკომპანია „კანარგო-ჯორჯიას“ კუთვნილ ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის შედეგად განადგურდა ასობით ჰექტარი ტყის მასივი, დაბინძურდა წყალი და ნიადაგი. ადამიანები ცოცხლად ლპებიან. მნიშვნელოვნად იმატა სიკვდილიანობამ. უკიდურესად მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ნავთობკომპანიაში ირწმუნებიან, რომ ავარიას მკვეთრად უარყოფითი შედეგები არ მოჰყოლია.
დაწვრილებით...
|
|
20 მაი. '09
პოლიციის სამმართველოსთან გია გაჩეჩილაძის ცემის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. ცემისას მიყენებული ჭრილობიდან სისხლში ინფექცია შეიჭრა და ორგანიზმის მოწამვლის საშიშროება გაჩნდა. გაჩეჩილაძე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მაღალი სიცხეები აქვს.
დაწვრილებით...
|
|
27 თებ. '09
მომხსენებელი: სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
აშშ დეპარტამენტი ანგარიშების გამოქვეყნებისას აქვეყნებს ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მას ყურადღებით ეცნობიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზეც. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა ამ დღეებში, “ჩვენ უარს ვამბობთ არჩევანზე უსაფრთხოებასა და ჩვენს იდეალებს შორის, როგორც მცდარზე.” ჩვენს მოქმედებებზე საერთაშორისო დონეზე გაკეთებულ შეფასებებს – იმისდა მიუხედავად, ეს შეფასებები მთავრობების მიერ არის გაკეთებული თუ არასამთავრობო სექტორის მიერ - არ მივიღებთ როგორც ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩარევას და არც სხვა მთავრობებმა უნდა ჩათვალონ საკუთარი მოქმედება, როგორც ჩარევა სხვის შიდა პოლიტიკაში.
დაწვრილებით...
|
|
13 თებ. '09
45 წლის თენგიზ ბიბინეიშვილმა ტრავმა სამუშაო მოვალეობის შესრულების დროს მიიღო. საქმეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე კი ამნისტიის გამო შეწყდა. საქმეში დაზარალებულ ბიბინეიშვილს კი კომპესაცია ჯერ კიდევ არ მიუღია.
დაწვრილებით...
|
|
30 იან. '09
21-ე საუკუნეში არალეგალური აბორტები ისევ პრობლემაა. არადა, აღნიშნულის გამო, მსოფლიო მასშტაბით, 67 900 ქალი იღუპება. ეს თემა აქტუალურია საქართველოშიც, მით უფრო, რომ აბორტების ასაკი გაახალგაზრდავდა და მუცლის მოსაშლელად 14-19 წლის გოგონები ექიმებს ხშირად მიმართავენ.
დაწვრილებით...
|
|
:: axali ambebi ::
:: ჯანდაცვა ::
|
|
|
|
[11 აგვ. '10] -
აგვისტოს ომში დასახიჩრებული ჯარისკაცი მკურნალობას ვერ ახერხებს
|
|
[30 ივლ. '10] -
ნავთობის ამოფრქვევით დაზარალებულები „კანარგო ჯორჯიას“ პარალიზებას აპირებენ
|
|
[1 ივლ. '10] -
ოზურგეთის სამშობიარო სახლის ფანჯრიდან ქალი გადმოხტა
|
|
[25 ივნ. '10] -
გამოჯანმრთელების მიუხედავად, დედა-შვილი ნადია და ნანა კორტანელები რამდენიმე წელია, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ცხოვრობენ
|
|
[25 ივნ. '10] -
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების უფლებების დარღვევაზე ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
|
|
[14 ივნ. '10] -
ცალფეხა კაცი პროტესტის ნიშნად მეორე ფეხის მოჭრას აპირებს
|
|
[7 ივნ. '10] -
იშვიათი ვირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
|
|
[28 მაი. '10] -
მე-5 სამშობიარო სახლში 7 დღეა ახალშობილი და დედა ჰყავთ დატყვევებული
|
|
[5 თებ. '10] -
შემწეობის შეწყვეტის გამო 23 წლის გოგონას სიცოცხლე საფრთხეშია
|
|
[23 დეკ. '09] -
აფეთქების ექო - ჯერ მხოლოდ „საქფეთქმრეწვის“ თანამშრომლებს იჭერენ
|
|
[16 დეკ. '09] -
გურჯაანში ექიმის გამოძახება ისევ ფასიანია
|
|
[30 ნოე. '09] -
პოლიკლინიკის თანამშრომლები ხელფასის გაზრდას ითხოვენ
|
|
[16 ნოე. '09] -
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იაფი დაზღვევის პროგრამას დადებითად აფასებს
|
|
[28 ოქტ. '09] -
მოსახლეობა ქარხნებიდან გამონაბოლქვისა და ხმაურის გამო შეწუხებულია
|
|
[8 ოქტ. '09] -
სიღნაღის პოლიციის უფროსს ქურდობაში მხილებული საავადმყოფოს დირექტორის მფარველობაში ადანაშაულებენ
|
|
[6 მაი. '09] -
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 15 დაზარალებულია მიყვანილი
|
|
[28 აპრ. '09] -
“ხალხის პარტიის” წევრის ტრავმებს ექიმები სიცოცხლისთვის საშიშად არ მიიჩნევენ
|
|
[26 მარ. '09] -
ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრები პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით იმუქრებიან
|
|
[24 მარ. '09] -
გურჯაანის საავადმყოფოს თანამშრომლები იანვრისა და თებერვლის ხელფასებს ითხოვენ
|
|
[20 მარ. '09] -
გარდაცვლილის დედა ექიმის დასჯას ითხოვს
|
|
[20 მარ. '09] -
უხელფასოდ დარჩენილი ექიმები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ
|
|
[2 მარ. '09] -
სახალხო დამცველი ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ
|
|
[14 იან. '09] -
ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ყალბი დასკვნის დაწერაში ადანაშაულებენ
|
|
[9 იან. '09] -
დაზღვეული პაციენტები სამედიცინო დახმარებით ვეღარ ისარგებლებენ
|
|
[16 დეკ. '08] -
ორსული ქალები საპროტესტო აქციებს გეგმავენ
|
|
[16 დეკ. '08] -
ექიმების განცხადებით, კახეთში ჩიყვით დაავადებულთა ოდენობა მკვეთრად გაიზარდა
|
|
[3 დეკ. '08] -
სიღნაღში ონკოდაავადებების ფაქტებმა იმატა
|
|
[19 ნოე. '08] -
გალის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია
|
|
[27 ოქტ. '08] -
სოზარ სუბარი სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის საქმის შესწავლას ითხოვს
|
|
[27 ოქტ. '08] -
ბოშები სამართალდამცავებს ეთნიკური ნიშნით ჩაგვრაში ადანაშაულებენ
|
|
:: foto reportaJebi ::
:: ჯანდაცვა ::
|
|
|
სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს მოსახლეობა ჰოლანდიის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი გრანტის ხარჯვის კანონიერების შესწავლას ითხოვს.
29 დეკ. '09
|
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" პერიოდულად ესტუმრება ხოლმე ფსიქიკურად დავადებულ ადამიანებს და წერს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მძიმე პირობებზე. ეს ფოტოები ჩვენს სულ ბოლო ვიზიტს ასახავს. "ასათიანზე" ვიყავით...
სტატიები ამ თემაზე:
7. რა უჭირთ და რა ულხინთ ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებს
3 დეკ. '07
|
 მოხუცთა თავშესაფარ "კათარზისში" უყვართ სტუმრები, მათთვის ადამიანების ყურადღება, ადამიანებთან კონტაქტი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. სიამოვნებით გამოიჩენენ თავს, მოგიყვებიან ძველ ამბებს, რომლითაც დღემდე ცხოვრებენ. მათ უნდათ, რომ ისინი ვინმეს ახსოვდეს...
სტატიები ამ თემაზე:
სანამ დაიძინებდნენ... ანუ ამბავი მოხუცებზე
2 დეკ. '07
|
|
|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |