|
:: statiebi ::
:: არჩევნები ::
|
|
|
|
1 ივლ. '10
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქალაქ
რუსთავის ახალ საკრებულოში 4 ოპოზიციონერი და 21 „ნაციონალი“ დეპუტატია.
პირველი სხდომის დაწყებიდან 20 წუთში მერიის შენობაში ელექტროენერგია
გაითიშა. „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ – მაშინვე აღნიშნეს საკრებულოს
„ნაციონალმა“ წევრებმა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებს რუსთავის მმართველობისთვის არანაირი სიახლე არ
მოუტანია. ხმათა უმრავლესობით საკრებულომ ქალაქის მერად კვლავ მამუკა
ჩიქოვანი აირჩია. საკრებულოს ხელმძღვანელის თანამდებობაც ისევ ძველ
თავმჯდომარეს, კახა გურგენიძეს შერჩა.
დაწვრილებით...
|
|
30 ივნ. '10
საქართველოში პარადოქსები აღარ უკვირთ. ყოველი არჩევნების
დროს, მიცვალებულები რომ „ცოცხლდებიან“, ამასაც, მგონი, მივეჩვიეთ, მაგრამ
პირიქით თუ ხდებოდა, ეს ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა. რამდენიმე ფოთელმა
პენსიონერმა მიმდინარე თვეში კუთვნილი პენსია ვერ აიღო, რადგან ისინი
პენსიონერთა სიაში არ აღმოჩნდნენ. როცა ამის მიზეზით დაინტერესდნენ,
გამაოგნებელი პასუხიც მიიღეს - თქვენ გარდაცვლილი ბრძანდებით და პენსია
ამიტომ მოგეხსნათო.
დაწვრილებით...
|
|
25 ივნ. '10
სხვადასხვა ორგანიზაციებმა
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნოდ თანხები არჩევნების შემდეგ
შესწირეს. 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოწირულობის სახით სულ 14 113 411. 8
ლარი მიიღო და დახარჯა. ეს თანხა 20-ჯერ აჭარბებს არჩევნებში მეორე ადგილზე
გასულ „ქრისტიან - დემოკრატების“ მიერ გაწეულ ხარჯებს და 100-ჯერ
აღემატება „ალიანსი საქართველოსთვის“ ხარჯს.
დაწვრილებით...
|
|
24 ივნ. '10
ახმეტის მუნიციპალიტეტის
გამგებელმა კობა მაისურაძემ გამგეობის აპარატის სპეციალისტი თენგიზ
მაილაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. გამგებლის განცხადებით, მაილაშვილი
თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. მაილაშვილი კი
ამბობს, რომ განცხადება ზეწოლის შედეგად დაწერა. მისი თქმით, იგი
გამგებელმა სამუშაო ოთახში დაიბარა და დაემუქრა, რომ თუ სამსახურს პირადი
განცხადებით არ დატოვებდა, მას და მისი ოჯახის წევრებს სამაგალითოდ
დასჯიდნენ.
დაწვრილებით...
|
|
23 ივნ. '10
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“
არჩევნების მონიტორინგის შუალედური ანგარიში დაასრულა. ფონდი „ღია
საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით, 30 მაისს „ადამიანის უფლებათა
ცენტრი“ მონიტორინგს სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთის რეგიონებში
ატარებდა.
დაწვრილებით...
|
|
21 ივნ. '10
კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ახლადარჩეული საკრებულოების
პირველი სხდომები ჩატარდა. ყველა საკრებულომ აირჩია თავმჯდომარე, მოადგილე
და დანიშნა გამგებელი. მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობის
დასაკავებლად საკრებულოებში მხოლოდ ერთი განცხადება იყო შესული.
თანამდებობებზე ძირითადად კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი
სიბაშვილის ნათესავები დაინიშნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებს არცერთი
ხელმძღვანელი თანამდებობა არ მისცეს.
დაწვრილებით...
|
|
15 ივნ. '10
12 ივნისს საგარეჯოს რაიონის სოფელ ზემო ლამბალოში, 47-ე
საარჩევნო უბანზე, მაჟორიტარული სისტემით, ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა. ამ საარჩევნო უბნის შედეგები
საგარეჯოს საოლქო - საარჩევნო კომისიამ, ცესკოს მითითებით, „ადამიანის
უფლებათა ცენტრის“ ვიდეომასალის საფუძველზე გააუქმა. 30 მაისს ცენტრის
დამკვირვებლებმა საარჩევნო უბანში გადაიღეს პირი, რომელიც საარჩევნო ყუთში
ბიულეტენების ჩაყრას ცდილობდა, რის შემდეგაც საუბნო - საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარემ აღნიშნული ბიულეტენები გაანადგურა.
დაწვრილებით...
|
|
15 ივნ. '10
ბაღდათის, ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში სოფლის
მხარდამჭერი საპრეზიდენტო პროგრამა თებერვლში დაიწყო და ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებამდე თითქმის ყველა პროექტი დასრულებული იყო.
გასულ წელთან შედარებით ამ პროექტით გათვალისწინებული თანხები გაორმაგდა.
ასევე დაჩქარდა სამუშაოების რიტმი. ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა პროექტების აბსოლუტური უმრავლესობის დაწყებას და
დამთავრებას სამი თვე მოანდომეს. გასულ წელს კი პროექტების რაოდენობაც
ნაკლები იყო და თანხაც, სამუშაოები კი წლის ბოლომდე გაგრძელდა.
დაწვრილებით...
|
|
11 ივნ. '10
„ალიანსი საქართველოსთვის“ ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი
ქუთაისის პროკურატურას მიმართავს და სისხლის სამართლის საქმის აღძრას
ითხოვს. ნატო ქათამაძე 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში
განხორციელებული დარღვევების ფაქტების გამოძიებას და დამნაშავე პირების,
კერძოდ, ე. წ. ხმების ქურდების დასჯას ითხოვს.
დაწვრილებით...
|
|
11 ივნ. '10
ნამდვილად იმსახურებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საერთაშორისო ოვაციებს მისი პარტიის მიერ 2010 წლის 30 მაისის არჩევნებში
მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების გამო? რაც თავად ვნახე და მოვისმინე
სხვა დამკვირვებლებისგან, ცხადს ხდის, რომ 30 მაისს საქართველოში
არჩევნებზე პროცედურული დარღვევები და მიზანმიმართული გაყალბების ფაქტები
იმაზე უფრო ფართომასშტაბიანი და ორგანიზებული აღმოჩნდა, ვიდრე ეს
მოსალოდნელი იყო.
დაწვრილებით...
|
|
11 ივნ. '10
პირადობის
მოწმობის გარეშე ხმის მიცემის მცდელობები, არასაკმარისი ფარული
კენჭისყრის კაბინები, მარკირების აპარატების გაუმართავობა - ეს მცირე
ჩამონათვალია იმ დარღვევებისა, რაც სამგრელო-ზემო სვანეთში „ადამიანის
უფლებათა“ ცენტრის დამკვირვებლებმა 30 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნების დღეს მრავლად დააფიქსირეს.
დაწვრილებით...
|
|
11 ივნ. '10
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამკვირველად
ქობულეთის #81 საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი. ეს უბანი
რამდენიმე მიზეზის გამო შევარჩიე - იგი სოფლის გამგეობის შენობაში იყო
მოთავსებული, უბნის აწ უკვე ყოფილი კომისიის თავმჯდომარის, დავით
ინაიშვილის სახლში კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი იყო გახსნილი.
გარდა ამისა, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ტაკიძე აღნიშნული
უბნის ამომრჩეველია. უბანი საარჩევნო ოლქის გარეუბანში იყო და
სადამკვირვებლო ორგანიზაციები ნაკლებად მიაქცევდნენ ყურადღებას.
დაწვრილებით...
|
|
10 ივნ. '10
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სოფელ ვარიანის საარჩევნო
უბნის შედეგებთან დაკავშირებული დავა საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერესების
სასარგებლოდ გადაწყვიტა. უფრო კონკრეტულად, ძალაში დატოვა გორის რაიონული
სასამართლოს თავმჯდომარის, ყოფილი პროკურორის ნიკოლოზ მარსაგიშვილის
გადაწყვეტილება. სასამართლო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის
სარჩელს იხილავდა. ფაქტობრივად შემჭიდროებულ 4 დღის ვადაში სასამართლომ
დამკვირვებელს ყველა იმ პროცედურის დაცვა მოსთხოვა, რომელიც კი წლობით
გაწელილ საქმეებს სჭირდება. სამაგიეროდ, არ გაითვალისწინა ის დარღვევები,
რაც კი ამ უბანზე ხმის დათვლის დროს დაფიქსირდა.
დაწვრილებით...
|
|
7 ივნ. '10
30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსვლელობისას სამცხეში სულ რამდენიმე საჩივარი დაიწერა. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შეკრიბა ცნობები, რა ხდებოდა რეგიონის საარჩევნო უბნებზე, როგორი იყო ამომრჩევლის აქტიურობა და რას ამბობდნენ დაკმვირვებლები.
დაწვრილებით...
|
|
7 ივნ. '10
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ლაგოდეხის რაიონში, კაბალის საარჩევნო უბნებზე ვაკვირდებოდი. პირველივე საჩივარმა, რომელიც მე-18 საარჩევნო უბანზე დილით, წილისყრის პროცედურის დარღვევაზე დავწერე, ხმაური გამოიწვია. „ნუ წერ საჩივარს! ბიჯო, ეს რა შაუგნებელი რამეა. შარია რა. კაბალს იქით გზა არ იცი, სულ აქ რაზე მოხვედი?“ - ყვირილით მეკითხებოდა საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ადალათ სარდაროვი. პირველ საჩივარს მეორე, მესამე, მეოთხე და საერთო ჯამში, მარტო ამ უბანზე 16 საჩივარი მოჰყვა.
დაწვრილებით...
|
|
4 ივნ. '10
30 მაისს „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „საერთაშორისო
გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლები შიდა ქართლში ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებს რამდენიმე სოფელში აკვირდებოდნენ.
დამკვირვებლები დილიდანვე აქტიურად მუშაობდნენ დიდი ატენის, შინდისის,
ფხვენისის, ნიქოზისა და ვარიანის საარჩევნო უბნებზე.
დაწვრილებით...
|
|
4 ივნ. '10
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსჯის საგნად ხმის მიცემის პირველივე წუთებიდან იქცა. მიუხედავად ამისა, დღეს ქუთაისში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, მმართველი პარტია არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ხელისუფლება დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, ისევე, როგორც მის მიერ ჩატარებულ ყველა წინა არჩევნებს. განსხვავებული აზრი აქვს ამომრჩეველს (რომ არაფერი ვთქვათ ოპოზიციაზე), რომელიც ფიქრობს, რომ რეალობა სულ სხვაა - არჩევნებმა მთელ ქვეყანაში დარღვევების ფონზე ჩაიარა და გამონაკლისი არც ქუთაისი იყო.
დაწვრილებით...
|
|
4 ივნ. '10
„ძალიან რთულ ვითარებაში მომიწია მუშაობა. იყო ტერორი და იმის გამო, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს დარღვევებზე განმარტებებს ვთხოვდი, ორი 500-ლარიანი საჯარიმო ოქმიც გამომიწერეს, რასაც, რა თქმა უნდა, აუცილებლად გავასაჩივრებ“, - აცხადებს გაზეთ „რეზონანსთან საუბრისას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელსაც 30 მაისს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას, მთელი დღის განმავლობაში კახეთის თითქმის ყველა რაიონში მოუწია დამკვირვებლის სტატუსით მუშაობა.
დაწვრილებით...
|
|
3 ივნ. '10
განმუხური აფხაზეთის საზღვართან მდებარე ერთი ლამაზი
სოფელია. მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნები ასე თუ ისე მშვიდად ჩატარდა, განმუხურში 30 მაისს დილიდანვე
ყვირილი და აურზაური იყო.
დაწვრილებით...
|
|
3 ივნ. '10
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ საგანგებო პრესკონფერენციაზე გავრცელებულმა ვიდეომტკიცებულებებმა არჩევნების გაყალბებისა და დარღვევების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრო. სამარცხვინო დარღვევევის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეჯოს საოლქო-საარჩევნო კომისიას ამ კადრების განხილვა დაავალა. საოლქო-საარჩევნო კომისიამ კი ორ უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, წინა დღით ამავე კომისიამ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ საჩივრების დაკმაყოფილებაზეც და ვიდეომტკიცებულებების მიღებაზეც უარი უთხრა.
დაწვრილებით...
|
|
:: axali ambebi ::
:: არჩევნები ::
|
|
|
|
[29 ივლ. '10] -
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გურჯაანის პროკურატურას კაბალში არჩევნების გაყალბების საქმის გამოუძიებლობაში ადანაშაულებს
|
|
[7 ივლ. '10] -
„არჩევნებამდე ყველაფერი დაშვებული იყო და არჩევნების შემდეგ ხალხი აღარ ვართ“
|
|
[29 ივნ. '10] -
ძალოვანები გამგებლებად
|
|
[23 ივნ. '10] -
საკადრო გადაადგილებები ხონის საკრებულოსა და გამგეობაში
|
|
[21 ივნ. '10] -
უცვლელი საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები
|
|
[21 ივნ. '10] -
„ეროვნული საბჭოს“ აგიტატორები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ
|
|
[18 ივნ. '10] -
ცესკომ „რუსთავი 2“ და „იმედი“ დააჯარიმა
|
|
[16 ივნ. '10] -
ნოღაიდელის პარტიის ოფისში კვლავ ხმაურია
|
|
[11 ივნ. '10] -
ხმების გადათვლის შემდეგ „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს
|
|
[10 ივნ. '10] -
კახეთში 129 მაჟორიტარული ოლქიდან ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა არჩევნები მხოლოდ 9 სოფელში მოიგეს
|
|
[7 ივნ. '10] -
ზემო ლამბალოში თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება
|
|
[7 ივნ. '10] -
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სახალხო დამცველისგან ზურაბ დანელიშვილის დევნის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს
|
|
[7 ივნ. '10] -
პატარძეული ოპოზიციის მხარდაჭერისთვის იჩაგრება
|
|
[7 ივნ. '10] -
სამტრედიის საკრებულოში ოპოზიციას ფრაქციის შექმნა შეუძლია
|
|
[4 ივნ. '10] -
„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ლაგოდეხის სასამართლოში სარჩელის შეტანის საშუალება არ მისცეს
|
|
[4 ივნ. '10] -
თელავის სასამართლომ „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლის სარჩელი არ დააკმაყოფილა
|
|
[4 ივნ. '10] -
სენაკში ოპოზიციური პარტიების სარჩელი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა
|
|
[3 ივნ. '10] -
ჭიათურის საოლქო-საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ შესულა
|
|
[3 ივნ. '10] -
კაბალში არჩევნების გაყალბებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
|
|
[3 ივნ. '10] -
საოლქო-საარჩევნო კომისია ოპოზიციონერს პოლიტიკური ნიშნით დევნის
|
|
[3 ივნ. '10] -
ოპოზიციის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებთან ახლოს „ნაციონალების“ ფარული შტაბები მუშაობდა
|
|
[3 ივნ. '10] -
ოკუპირებული პერევის ამომრჩეველმა არჩევნებში ხმა სოფელ ჯვრიაში მისცა
|
|
[3 ივნ. '10] -
ლაგოდეხში უზუნთალას საარჩევნო უბნის შედეგები გაუქმდა
|
|
[2 ივნ. '10] -
საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენი აღმოჩნდა
|
|
[2 ივნ. '10] -
აშშ-ის საელჩო: „კახეთის ცალკეულ საარჩევნო უბნებში დარღვევები დაფიქსირდა“
|
|
[2 ივნ. '10] -
ქრისტიან-დემოკრატები სამხედროების 500 ხმის გაუქმებას მოითხოვენ
|
|
[2 ივნ. '10] -
თელავის N45 უბანზე პოლიციელები საარჩევნო უბნის ეზოში იმყოფებოდნენ
|
|
[2 ივნ. '10] -
ეუთო: „ყველაზე ბევრი პრობლემა იყო კახეთში“
|
|
[2 ივნ. '10] -
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კაბალში არჩევნების გაყალბების ფაქტზე სს საქმის აღძვრას ითხოვს
|
|
[1 ივნ. '10] -
ადამიანის უფლებათა ცენტრის" შეფასებით, "ის, რაც სამეგრელოსა და კახეთში ჩატარდა, არჩევნები არ იყო"
|
|
:: foto reportaJebi ::
:: არჩევნები ::
|
|
|
არჩევნების დღეს, 21 მაისსს, სამეგრელოში, სოფელ ხურჩასთან ავტობუსები აფეთქდა. დღემდე არ არის ცნობილი ხურჩას ინციდენტის რეალური მიზეზები და არც დამნაშავეების სახელებია ცნობილი. არსებობს მხოლოდ ვერსიები. ერთი ვერსიით, პროვოკაციის ავტორი თავად საქართველოს ხელისუფლებაა, რომელსაც არჩევნებიდან ხალხის ყურადღების გადატანა სურდა უფრო მწვავე ამბავზე. მეორე ვერსიით, სროლა აფხაზურმა მხარემ სწორედ არჩევნების დღეს დაამთხვია - მოტივი კი აფხაზეთიდან არჩევნებში ხმის მისაცემად წამოსული ხალხის დაშინება იყო. ფაქტია ისაა, რომ ამ ინციდენტს მთლად უსისხლოდ არ ჩაუვლია. არიან დაჭრილები და დაზარალებულები.
30 მაი. '08
|
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ხალხის მიტინგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი აღლუმის პარალელურად გაიმართა. სპორტის სასახლის ტერიტორიაზე შეკრებილმა ხალხმა პარლამენტის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. სანამ ისინი საკუთარი ხმების დაცვას პროტესტის მშვიდობიანი ფორმით ცდილობდნენ, მიმდებარე ტერიტორია, ახლო-მახლო ბაღები და სკვერები შეიარაღებული სპეცრაზმელებით იყო სავსე. 26 მაისს ხალხში ზეიმის განწყობა ნაკლებად შეიმჩნეოდა.
28 მაი. '08
|
საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ძალადობის გარეშე ვერ ჩაიარა. თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა უხეში პროცედურული და სხვა სახის დარღვევები, განსაკუთრებული სისასტიკე კახეთში გამოვლინდა, სადაც უკონტროლო სიტუაციის გამო არაერთმა პოლიტიკურმა პარტიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ (მათ შორის, „ადამიანის უფლებათა ცენტრმაც“) დამკვირვებლები უბნებიდან გამოიწვია.
27 მაი. '08
|
2008 წლის მარტს ქართული ოპოზიციური სპექტრი კარვების ქალაქით შეხვდა. პარლამენტის წინ გაშლილ დანომრილ კარვებში არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც შიმშილობენ.
მათი მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური; გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები; პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს მაჟორიტარების რიცხვის 75-მდე გაზრდასთან დაკავშირებით და დაკმაყოფილდეს ოპოზიციის მემორანდუმში შესული ყველა მოთხოვნა.
18 მარ. '08
|
10 იანვარს 13 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ ,,დემოკრატიისათვის“ ცესკოს წინ აქცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის აღძვრას ითხოვდნენ. თუმცა, რაც მათ საკუთარი თვალით ნახეს, ყველანაირ მოულოდნელობას გადააჭარბა. ცესკო-ს შენობასთან დასუფთავების სამსახურის მანქანა იდგა. დასუფთავების თანამშრომლებს კი შენობიდან სხვადასხვა ქაღალდებით სავსე ათეულობით ყუთი გამოჰქონდათ. თავიდან ამისთვის ყურადღება არავი მიუქცევია. მერე კი შეამჩნიეს, რომ ამ ქაღალდებში ბიულეტენები და საარჩევნო სიებიც ერია. აქციის მონაწილეებმა ყუთების შემოწმება მოახერხეს მათში კონვერტში ჩადებული შემოხაზული ბიულეტენები აღმოჩნდა. დალუქულ კონვერტებს საუბნო საარჩევნო კომისიის ყველანაირი ბეჭედი ჰქონდა დასმული. ასე ემზადებოდა ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისათვის.
სტატიები ამ თემაზე:
1. ხელისუფლება ბიულეტინებს სანაგვეზე ყრიდა
10 იან. '08
|
ეს ფოტოები 5 იანვარს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, საბურთალოზე, რამდენიმე საარჩევნო უბანზეა გადაღებული. ამ სამარშრუტო ტაქსებით დაატარებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ ერთ, შემდეგ კი მეორე საარჩევნო უბანზე აძლევდნენ ხმას მიხეილ სააკაშვილს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა თავისი თვალით ნახა როგორ ხდებოდა ამ ხალხის გადაყვანა უბნიდან-უბანზე. ის ესაუბრა მძღოლებსაც, რომლებიც ღიად აცხადებნენ, რომ ისინი ნაციონალურმა მოძრაობამ დაიქირავა.
სტატიები ამ თემაზე:
8 იან. '08
|
|
|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | |