|
:: statiebi ::
:: ლტოლვილები / დევნილები ::
|
|
|
|
9 სექ. '10
აფხაზეთიდან დევნილი 28
ოჯახი წლებია, ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე
არსებულ დასახლებაში ცხოვრობს. თუმცა, მათი საცხოვრებელი ფართების
პრივატიზაციის პროცესი ჯერაც არ დაწყებულა. ამასთან, უკვე 2 თვეა,
წყალგაყვანილობიდან მუდმივად ჟონავს წყალი და ფეკალური მასები, რის გამოც
შენობაში მომრავლებულია მწერები. უსიამოვნო სუნის გამო თითქმის შეუძლებელი
დერეფნებსა და ოთახებში გაჩერება.
დაწვრილებით...
|
|
8 სექ. '10
სენაკის ე.წ. სამხედრო ქალაქი, სადაც 621 დევნილი ოჯახი
ცხოვრობს, დასავლეთ საქართველოში დევნილთა ყველაზე დიდი დასახლებაა. აქ
1828 დევნილია აღრიცხული. 27 აგვისტოს „ენერგო-პრო ჯორგიამ“ მათ
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. წინა დღეებში დევნილებმა კომპანიის
განცხადებებზე ხელი არ მოაწერეს და სწორედ ამიტომ დაისაჯნენ.
დაწვრილებით...
|
|
2 სექ. '10
თბილისში, ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნულ ცენტრში
უკვე წლებია, აფხაზეთიდან დევნილი 60-მდე ოჯახი ცხოვრობს. 2007 წელს
აღნიშნული შენობა „პსპ ჯგუფში“ შემავალმა კომპანიამ „ნიუ ჰოსტიპალმა“
შეიძინა და ახალი მრავალპროფილიანი სამედიცინო კლინიკის მშენებლობა
დაიწყო. ამის გამო დღის წესრიგში შენობის ერთ ნაწილში მცხოვრები 39 დევნილი
ოჯახის გამოსახლების საკითხი დადგა.
დაწვრილებით...
|
|
1 სექ. '10
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ყოველგვარი დიალოგისა და გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების საშუალების მიცემის გარეშე, თბილისში რეგისტრირებული 12 დევნილის ოჯახი ფოცხოეწერის დასახლებაში ჩაასახლა. ამ იძულებით სპეცოპერაციას გადასახლება უფრო ერქვა, ვიდრე ჩასახლება. ამ დროს დევნილებს შორის იყო ორი ორსული, სამი ძუძუთა ბავშვი, ექვსი არასრულწლოვანი და ცხრა ავადმყოფი.
დაწვრილებით...
|
|
30 აგვ. '10
საქართველო უფლებადამცველი
ორგანიზაციების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, ომის დროს იძულებით
გადაადგილებული ასობით ადამიანის სახელმწიფო შენობებიდან ძალით
გამოსახლების გამო. სახელმწიფოს ამ შენობების გაყიდვის იმედი აქვს.
დაწვრილებით...
|
|
26 აგვ. '10
 ათამდე ადამიანი მეორე დღეა დევნილთა სამინისტროს წინ შიმშილობს, აქედან ოთხს პირი აქვს აკერილი. სამინისტროში ხელმძღვანელი თანამდებობის პირები შვებულებაში არიან.
დაწვრილებით...
|
|
24 აგვ. '10
მარინა ბეჟაშვილი, რომელსაც მეორე სტადიის ონკოლოგიური დაავადება დაუდგინეს, ხურვალეთის დასახლებაში 111-ე კოტეჯში ცხოვრობს. 8 თვეა დენი ჩაჭრილი აქვს. 2010 წლის 28 დეკემბერს ენერგოპრო-ჯორჯიას წარმომადგენლებმა იძულების წესით გამოურთეს, რადგან ოჯახს 500 ლარზე მეტი აქვს დავალიანება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დასკვნით, ეს დავალიანებები კოტეჯების მშენებლობის დროს გახარჯული დენის საფასურს წარმოადგენს.
დაწვრილებით...
|
|
19 აგვ. '10
19 თებერვალს, ფერიცვალების
დღეს, ოპოზიციონერების დაკავებით დასრულდა დევნილებისა და გარემოვაჭრეების
ერთობლივი საპროტესტო აქცია. პოლიციამ „ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი,
ალეკო შალამბერიძე და ახალგაზრდული მოძრაობა „არას“ დამფუძნებელი ლევან
ჩიტაძე დააკავა. ისინი „კონსერვატიული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის
დაკავებასაც ცდილობდნენ, მაგრამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგობის გამო,
ვერ მოახერხეს.
დაწვრილებით...
|
|
19 აგვ. '10
სახალხო დამცველი იზიარებს დევნილთა გრძელვადიანი
განსახლების აუცილებლობას, რაც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის
განკარგულებით (იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012
წწ. სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად). თუმცა, ომბუდსმენი მიმართავს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, გამოსახლების პროცესის გარკვეულ
ასპექტებზე ყურადღება გაამახვილოს.
დაწვრილებით...
|
|
18 აგვ. '10
„დევნილთა ბართლომეს ღამეები“ -
ასეთი შეფასება მისცა მედიამ თბილისში კომპაქტურად ჩასახლების ადგილებიდან
დევნილთა მასობრივ გამოსახლებას. არაპოპულარული პროცესისათვის
ხელისუფლებამ პოლიტიკურად ყველაზე პასიური თვე - აგვისტო შეარჩია.
ოპოზიციური პარტიების ლიდერთა უმეტესობა ამ დროს სხვადასხვა კურორტებზე
ისვენებს, ისევე როგორც რიგითი მოქალაქეები - საპროტესტო აქციების ცოცხალი
ძალა. ამიტომაც ამ პერიოდში თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციების
მოწყობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
დაწვრილებით...
|
|
13 აგვ. '10
„საქართველომ „მინიმუმზე“ მეტი უნდა გააკეთოს, ბოლო ოცი
წლის განმავლობაში ომების გამო იძულებით გადაადგილებული პირების
საცხოვრებლით, სამუშაოთი და ჯანდაცვით უზრუნველსაყოფად. დევნილებს იმაზე
მეტი სჭირდებათ, ვიდრე მათი სახურავით უზრუნველყოფაა“, - განაცხადა გასულ
კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty
International“ - ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორმა
ნიკოლა დაქვორთმა.
დაწვრილებით...
|
|
12 აგვ. '10
აგვისტოს სიცხეებმა თბილისში პიკს მიაღწია. 40-დან 50
გრადუსამდე სიცხეში მზის გულზე გამოსულს ვერავის ნახავთ, თუ არ ჩავთვლით
პოლიციას, რომელმაც ქართული პოლიტიკის „მკვდარ სეზონზე“ დრო იხელთა და
გარემოვაჭრეებს და დევნილებს შეუტია. საპირისპიროდ გარემოვაჭრეები და
დევნილები საპროტესტო აქციებს მართავენ, მაგრამ საზაფხულო ხვატში მათ მხარს
ბევრი არავინ უჭერს, თუ არ ჩავთვლით ლაშა ჩხარტიშვილს „კონსერვატიული
პარტიიდან“ და ალეკო შალამბერიძეს „ხალხის პარტიიდან“, რომელთა გვარები
დღის სიახლეებში ყველგან ჩნდება, სადაც კი გარემოვაჭრეთა დარბევასა და
დევნილების გამოსახლებაზეა საუბარი.
დაწვრილებით...
|
|
9 აგვ. '10
ზუსტად ორი წლის წინ რუსეთისა და აფხაზ სეპარატისტთან
ჯარებმა ჩხალთაში სეპარატისტების დროშა ააფრიალეს. მანამდე კოდორის ხეობა
ჯერ მოხუცებმა და ბავშვებმა დატოვეს, მოგვიანებით კი, იქაურობას ყველა
სვანი გაეცალა. უკვე ორი წელია, ზემო აფხაზეთი ოკუპანტების ამარაა
დარჩენილი. კოდორელი სვანები კი, დღეს მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობენ.
დაწვრილებით...
|
|
5 აგვ. '10
რუსთავში ლომურის ქ.#6-ში მცხოვრებ დევნილებს ოთხსართულიანი
შენობა გაურემონტეს. გამოცვალეს კარ-ფანჯრები, კოსმეტიკურად შეაკეთეს
შენობა გარედან, ოჯახებს ინდივიდუალურად მოუწყვეს საპირფარეშოები. ეზოში
ბავშვების გასართობი საქანელები დადგეს. შენობა ვარდისფრად შეღებეს.
მოკლედ, თამამად შეიძლებოდა გვეთქვა, რომ დევნილებს ადამიანური ცხოვრების
პირობები შეექმნათ, რომ არა თითქმის ნახევარ მეტრ სიმაღლეზე დაგუბებული
წყალი, რომელიც განახლებული შენობის სარდაფში დგას.
დაწვრილებით...
|
|
28 ივლ. '10
გამომცემლობა „სამშობლოს“ ყოფილი შენობიდან გამოსახლებული დევნილები საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ. ისინი თბილისში საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას მოითხოვენ. შენობაში სულ 300-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. „კონსერვატიული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, მხოლოდ რამდენიმე დევნილმა ოჯახმა მიიღო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შემოთავაზება ზუგდიდის სოფლებში - ფოცხოსა და ორელიში დასახლების შესახებ. დანარჩენები თბილისში ახლობლებთან დროებით არიან შეფარებულები.
დაწვრილებით...
|
|
22 ივლ. '10
გურჯაანში, კურორტ „ახტალის“ კორპუსებში მცხოვრები
აფხაზეთიდან დევნილები გამოასახლეს. გამოსახლებაში მონაწილეობას კახეთის
თითქმის ყველა რაიონის პოლიცია იღებდა, სულ 196 პოლიციელი. გამოსახლებას
კახეთის პოლიციის უფროსი დავით ქოქიაშვილი ხელმძღვანელობდა. პოლიციის
თანამშრომლებმა დევნილების ლეიბები, კარადები და სხვა საგნები პირდაპირ
სართულებიდან გადმოყარეს. დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს
მიერ შეთავაზებულ საცხოვრებელში გადასვლას არ აპირებენ.
დაწვრილებით...
|
|
15 ივლ. '10
გურჯაანში კურორტ ,,ახტალადან“ დევნილებს ასახლებენ. დატოვებული ფართის სანაცვლოდ მათ ბაკურციხეში გადასვლა შესთავაზეს. დევნილები შენობის დაცლას არ აპირებენ. მათი თქმით, ისინი უკვე გურჯაანში არიან დასაქმებულები და ბაკურციხეში საარსებო პირობები არ ექნებათ.
დაწვრილებით...
|
|
2 ივლ. '10
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. სახელმწიფოს ხელისუფლება ვალდებულია, ამ მხრივ, აქტიური პოლიტიკა გაატაროს და ამაზე არც არავინ დავობს. თუმცა, ფაქტია, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით, ადმინისტრაციული ორგანოები ძალიან ხშირად ყოველგვარი რეაგირების გარეშე ტოვებენ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებებს.
დაწვრილებით...
|
|
1 ივლ. '10
„მაღალმთიან აჭარაში მეწყერმა სახლი დამინგრია. 700
კილომეტრიდან წამოგვიყვანეს და აქაც დანგრეულ სახლში შემასახლეს. მახსოვს,
ღამით მოგვიყვანეს და ვერაფერს ვარჩევდით, შუქი არ იყო. დაგვპირდნენ,
ევრორემონტიანი სახლები გექნებათო, მაგრამ ჩემს სახლს იატაკიც არა აქვს და
კედლებიც ინგრევა. ორი დღის წინ იატაკი ჩატყდა და საწოლიანად პადვალში
ჩავვარდი, სიკვდილს ძლივს გადავურჩი“, - ამბობს ეკომიგრანტი ჟუჟუნა
გოგიტიძე, რომელიც ახლა ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში ცხოვრობს.
დაწვრილებით...
|
|
28 ივნ. '10
უკაცრიელი, აბალახებული
შარა-გზები... ბოქლომებით ჩაკლიტული სახლები და ირგვლივ გამეფებული
სიცარიელე... ერთ დროს ხმაურიან-აჟრიამულებულ ახალგორში ახლა სიხალვათე და
მოწყენილობაა. მიუხედავად იმისა, რომ აქ თითქმის ვერსად დაინახავთ სამხედრო
ტექნიკას ან ავტომატმომარჯვებულ სამხედროებს, ახალგორის ქუჩებში ისეთი
სიწყნარე შეგეჯახებათ, თავდაპირველად, შესაძლოა, შეგეშინდეთ კიდეც.
დაწვრილებით...
|
|
:: axali ambebi ::
:: ლტოლვილები / დევნილები ::
|
|
|
|
[9 სექ. '10] -
გარემოვაჭრეთა და დევნილთა მორიგი საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან გაიმართება
|
|
[2 სექ. '10] -
უსახლკაროდ დარჩენილმა დევნილებმა კობა სუბელიანს გაეროში უჩივლეს
|
|
[1 სექ. '10] -
კობა სუბელიანის უწყებასთან მოშიმშილე დევნილები 10 000 დოლარის ფარგლებში კომპენსაციას ითხოვენ
|
|
[30 აგვ. '10] -
„დროა, ხელისუფლებამ დევნილთა აბუჩად აგდება შეწყვიტოს“
|
|
[26 აგვ. '10] -
თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია დასრულდა
|
|
[16 აგვ. '10] -
აფხაზეთიდან დევნილმა გმირთა მოედანზე ომში დაღუპულთა მემორიალთან შიმშილობა დაიწყო
|
|
[29 ივლ. '10] -
დევნილები მორიგ საპროტესტო აქციას 30 ივლისს გამართავენ
|
|
[28 ივლ. '10] -
შვეიცარიის მთავრობამ ვახტანგ კომახიძეს თავშესაფარი მისცა
|
|
[26 ივლ. '10] -
გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობიდან გამოსახლებული დევნილების ნაწილს ხელისუფლება კომპენსაციას არ სთავაზობს
|
|
[23 ივლ. '10] -
საია კანონის გვერდის ავლით დევნილთა გამოსახლებას აპროტესტებს
|
|
[21 ივლ. '10] -
ლტოლვილთა სავალდებულო რეგისტრაცია დაიწყო
|
|
[21 ივლ. '10] -
დედოფლისწყაროში ახლადგადახურულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში წყალი ისევ ჩავიდა
|
|
[16 ივლ. '10] -
გურჯაანში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვენ
|
|
[16 ივლ. '10] -
"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას დევნილების განსახლების გაუაზრებელ პოლიტიკას საყვედურობენ
|
|
[13 ივლ. '10] -
"ქრისტიან-დემოკრატები" კობა სუბელიანს "ტყუილებში" ამხელენ
|
|
[24 ივნ. '10] -
ფოთში დევნილები საპროტესტო აქციით იმუქრებიან
|
|
[11 ივნ. '10] -
12 ივნისს ირანელი ომიდ ისმაილ ზადე თბილისიდან ერევნამდე საპროტესტო მსვლელობას აწყობს
|
|
[13 აპრ. '10] -
დევნილთა ოჯახი ხურვალეთის დასახლებაში გაუსაძლის პირობებს უჩივის
|
|
[6 აპრ. '10] -
ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარება დევნილებს არ დაურიგეს
|
|
[30 მარ. '10] -
დევნილები ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს ითხოვენ
|
|
[10 მარ. '10] -
დვანელები სესხების აღებას ვერ ახერხებენ
|
|
[5 თებ. '10] -
სუბელიანის უწყებას დევნილი „ლტოლვილების გადაგდების სამინისტროს“ უწოდებს
|
|
[1 თებ. '10] -
დევნილმა აფხაზებმა სოხუმის რეჟიმის ლიდერებს მიმართვა გაუგზავნეს
|
|
[1 თებ. '10] -
პანკისში მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილებს ყურადღება მოაკლდათ
|
|
[27 ოქტ. '09] -
ირაკლი სესიაშვილი: „პანკისში ვაჰაბისტებს ადგილობრივ ხელისუფლებაზე მეტი ძალა აქვთ“
|
|
[22 ოქტ. '09] -
მაგდა ანიკაშვილი ხელისუფლებისგან ყოფილი #205 საჯარო სკოლის შენობაში ჩასახლებული დევნილების პრობლემების გადაჭრას ითხოვს
|
|
[21 ოქტ. '09] -
აფხაზეთიდან დევნილები საცხოვრებელი ადგილის გამოცვლაზე უარს ამბობენ
|
|
[16 ოქტ. '09] -
რუსი ოკუპანტების მიერ 3 თვის წინ გატაცებული მახარე მახათაძე ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს
|
|
[15 ივლ. '09] -
ოსური სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
|
|
[5 ივნ. '09] -
მამუკა არეშიძე – დევნილებს საპროტესტო აქციების დარბევებში იყენებენ
|
|
:: foto reportaJebi ::
:: ლტოლვილები / დევნილები ::
|
|
|
|
თემო ბარძიმაშვილი
ფოტოგამოფენა "ადამიანის უფლებები დიდი ზომით"
26 დეკ. '08
|
ლევან ხერხეულიძე
ფოტოგამოფენა "ადამიანის უფლებები დიდი ზომით"
25 დეკ. '08
|
ნონა სუვარიანი, თბილისი
კოტეჯებში შესახლებული დევნილები ახალ ცხოვრებას ეგუებიან. შავშვებში ისინი ორი კვირის წინ განათავსეს. დევნილებს ახალ სამოსახლოზე ტექნიკური პრობლემები და გაურკვეველი მომავალი დახვდათ.
შავშვები თბილისიდან გორისკენ მიმავალი ტრასის მარცხნივ მდებარეობს. მის მოპირდაპიერე მხარეს ომის შემდეგ კიდევ ერთი დასახლება აშენდა, ახალი შავშვები. ასეთივე ახალშენებია შემდეგ ადგილებში: კოდა, გარდაბანი, თელიანი, ახალსოფელი, მეტეხი, ხურვალეთი, გორი, შაუმიანი, სკრა, ბაზალეთი, ბერბუხი, საგარეჯო, თელავი. როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო იუწყება, სულ ახალ საცხოვრებლებში 4795 დევნილი შესახლდა.
სტატიები ამ თემაზე:
1. შავშვები – 65 კვ.მ დაკარგული ქონების სანაცვლოდ
17 დეკ. '08
|
ჩეჩენი ლტოლვილები პანკისის ხეობაში უკვე მეცხრე წელია ცხოვრობენ, თუმცა თავად ამას „ტყვეობას“ უწოდებენ. მეცხრე წელია ლტოლვილებს დაპირებების გარდა საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არაფრით ეხმარებიან. დღემდე მათ საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა, საბუთების უქონლობის გამო, არ აქვთ. ბევრი მათგანი საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. როგორც ამბობენ, პანკისში მუშაობის არც შესაძლებლობა და არც სურვილი არ გააჩნიათ.
სტატიები ამ თემაზე:
2. ცხოვრება „ინტერნატში“ - პანკისელი ჩეჩნები 2-3 წელში დახმარებას ვეღარ მიიღებენ(ნაწილი II)
14 თებ. '08
|
|
|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | |