კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტური მოკვლევა

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

ჩვენი სიმართლის ბერმუდის სამკუთხედი: პოლიცია - პროკურატურა - სასამართლო

2 თებერვალი, 2009
გამცემლიძის სასამართლო პროცესიც აქ ჩაიძირა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ცნებამ მორიგი კრახი 2009 წლის 16 იანვარს განიცადა. 31 წლის გიორგი გამცემლიძის მკვლელობისთვის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, 28 წლის ვახტანგ აბუაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკა გაბრიჩიძემ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მართალია, განაჩენის გამოცხადების დროს მოსამართლეს ხმა უთრთოდა, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია მოკლულის ოჯახისთვის, რომელსაც ხელთ აღუსრულებელი სამართალი შერჩა და ახლა მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს იმედადღაა.