კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტური მოკვლევა

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

მიწა და სამართალი

16 სექტემბერი, 2009
გოდერძი გორდეზიანს საკუთარი მიწის ნაკვეთი ისე ჩამოართვეს, რომ მან ამის შესახებ ყველაზე ბოლოს შეიტყო, ისიც მაშინ, როცა საჯარო რეესტრიდან ამის მაუწყებელი ცნობა მიიღო. მას შემდეგ უშედეგოდ ცდილობს, წართმეული ქონება სასამართლოს დახმარებით დაიბრუნოს. გორდეზიანისთვის ჩამორთმეული და სახელმწიფო მფლობელობაში გადასული მიწა კი ბოდბის დედათა მონასტერს გადაეცა. და მიწის ერთსა და იმავე ფართობთან მიმართებაში დღეს არსებობს ორი სიმართლე: გორდეზიანის, რომელიც მიიჩნევს, რომ მას მიწის ნაკვეთი კანონდარღვევით ჩამოართვეს, და მონასტრის, რომელსაც უკვე სახელმწიფო მფლობელობაში გადასული მიწა გადასცეს .

ვახტანგ მაისაიას საქმე და ჯაშუშების სია [ვიდეო]

15 სექტემბერი, 2009
ერთ-ერთი უკანასკნელი ინფორმაცია, რომელიც თბილისის მე-8 საპყრობილეში მყოფი ვახტანგ მაისაიასგან ადამიანის უფლებების დამცველებმა და ადვოკატებმა გამოიტანეს, მეტად სკანდალური გახლავთ. მაისაიამ მათთან საუბარში თქვა, რომ სამართალდამცავები არაოფიციალურ დაკითხვებზე ცნობილი პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ. პატიმრობაში მყოფმა პოლიტოლოგმა ჩვენს საგამოძიებო ჯგუფს გამოუგზავნა რვეული, რომელშიც გვაუწყებს ამ ადამიანების სახელებს. იმ 20 პირიდან, რომელთა სამშობლოს ღალატში დადანაშაულებას მოითხოვენ მისგან, ბევრი მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელია, ზოგი კი - საზოგადოებისთვის ცნობილი პოლიტოლოგი თუ სამხედრო ექსპერტი.

ექსპერტების შეფასებით, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით მეწარმეებს კიდევ უფრო შეავიწროვებენ

6 აგვისტო, 2009

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ტოლობის ნიშანს არ ცნობს

30 ივნისი, 2009
3 100 ან 3 500 ლარიანი მოსაცდელი რად გვინდა, როცა გზა არ გაქვს საქართველოს მთავრობის - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ უკმაყოფილო მოსახლეობამ აჭარის მთავრობის შენობასთან აქციების გამართვა დაიწყო. „ჩვენ გაჩუმებას და გაჩერებას აღარ ვაპირებთ, რატომ არ კეთდება ჩვენს სოფელში ის რაც გვჭირდება?“, - აცხადებენ სოფელ აჭყვისთავის მაცხოვრებლები. როგორ განისაზღვრა სოფლებისთვის პროირიტეტები და რა სჭირდებათ სინამდვილეში სოფლის მკვიდრებს, რა თანხებია გამოყოფილი ამ პროგრამისთვის და როგორ გადანაწილთა სამუშაოები - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აჭარის ორ რაიონს ეწვია.

9 აპრილით დასჯილები

25 მაისი, 2009
დამსჯელი _ საქართველოს სასამართლო ამბავი, რომელსაც მოგიყვებით, ეხება ადამიანს, რომელიც ცხინვალიდან დევნილია და განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო გორის სასამართლომ 27 დღით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ჯარიმის სახით - 276 ლარის გადახდა დააკისრა. ქართული მართლმსაჯულების წყალობით დაახლოებით 10 ყუთი ვაშლი ნახევრად დაულპა, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. აგვისტოს მოვლენების დროს ახლობლები დაეღუპა, ნაწილმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, სახლი დაენგრა და მთავრობამ კომპენსაციის გარეშე დატოვა. ასე დასაჯეს იგი ომმა და საკუთარი თუ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებმა. რაც შეეხება მის თანამოაზრეებს, ადგილობრივმა თანაპარტიელებმა მას წყალიც კი არ შეუტანეს წინასწარი დაკავების ოზოლატორში.

ერთი თაღლითობის ისტორია, ანუ როცა სასამართლო კანონს უპირისპირდება

22 მაისი, 2009
ეს ამბავი კრიმინალურ ისტორიასაც ჰგავს, მძაფრსიუჟეტიან საექიმო სერიალსაც, ერთი თაღლითობის ისტორიასაც, აბსურდის დრამასაც... ამ უკანასკნელს ყველაზე მეტად. მასში აბსურდის კვანძი მოგვიანებით, სასამართლო დარბაზებში, შეიკვრება, წინაისტორია კი სამეცნიერო ფანტასტიკას უფრო ჰგავს. ყველაფერი ერთი დისერტაციის ისტორიით დაიწყო. თბილისელმა მეცნიერმა ყირგიზეთში მეცნიერული კვლევა ჩაატარა. იგი, ექიმ-გინეკოლოგი, ამ მუსლიმანურ ქვეყანაში მოგროვილ ემპირიულ მასალაზე სტერილიზაციის, ანუ შობადობაზე კონტროლის პრობლემას, შეისწავლიდა. ეს თითქმის ისევე ძნელი იქნებოდა, როგორც არქტიკაში ჟირაფების შობადობაზე ან მწერების მიმიკრიაზე დაკვირვება, რადგან სტერილიზაცია ქირურგიული ჩარევის შედეგად გამრავლების უნარის დაკარგვას ნიშნავს და მუსლიმანურ ქვეყნებში ადათით, რელიგიით და, მათგან გამომდინარე, კანონითაც პირდაპირ ან ირიბად იკრძალება. მეცნიერმა ემპირიული მასალა მაინც მოიპოვა, კვლევაც ჩაატარა და დისერტაციაც დაიცვა. ყირგიზეთის მთავრობასთან არსებულმა სადისერტაციო კომისიამ მას სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიანიჭა. ეს 1985 წელი იყო - ისტორიის დასაწყისი. შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა.

სკანდალური მილი, საიდანაც უსამართლობამ გაჟონა

7 აპრილი, 2009
გაგრძელება რატომ არ შედგა მივლინება მიწის ქვეშ?! განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნის (#4580/18) დეტალებს მოსამართლე, თავად ექსპერტები და ადვოკატები ორი დღის განმავლობაში არკვევდნენ და ხშირად კურიოზულ მდგომარეობამდეც მიდიოდნენ. ექსპერტები დასმულ შეკითხვებს ხანდახან ისეთ პასუხებს სცემდნენ, რომ სერიოზულად იბადებოდა ეჭვი, საერთოდ ესწრებოდნენ თუ არა ეს ადამიანები ექსპერტიზის პროცესს, ან, საერთოდ, ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ექსპერტებმა მხოლოდ ის შეამოწმეს, რაც მიწის ზევით ჩანდა, არადა, სამუშაოების დიდი წილი სწორედ მიწის ქვეშ იყო ჩატარებული. სასამართლოს შემადგენლობა მოწმე გახდა ბრალდებულის ადვოკატ ალექსანდრე ბარამიძესა და განმეორებითი ქსპერტიზის მონაწილე სპეციალისტს მამუკა კალანდაძეს შორის გამართული ასეთი დიალოგისა: