03:33, Monday, 26.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჟურნალისტური მოკვლევა

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2010-12-24
ახალი ამბები იყიდება!
მაუწყებლობის შესახებ კანონით ახალი ამბების და საზოგადოებრივ - პოლიტიკური პროგრამების სპონსორობა აკრძალულია. კანონი ასევე კრძალავს კომერციული რეკლამით ისეთი ახალი ამბების, საზოგადოებრივ - პოლიტიკური პროგრამების შეწყვეტას, თუ მათი ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია. ამავე კანონით, ადმინისტრაციული ორგანო არ შეიძლება იყოს პროგრამის სპონსორი. კახეთის რეგიონში მოქმედი ადგილობრივი ტელეკომპანიები და თვითმმართველობის ორგანოები კანონით დადგენილ მოთხოვნებს არღვევენ.
 
2010-12-22
ტყეში დაკარგულ ბავშვს დღემდე უშედეგოდ ეძებენ
ვასიკო წიკლაური 26 სექტემბერს გაუჩინარდა. დღემდე მის კვალს ამაოდ ეძებენ. ვასიკოს ოჯახს იმედი აქვს, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალია და ის ტრეფიკერებმა აზერბაიჯანში გადაიყვანეს.
2010-12-17
გუბერნატორის პატიმრები
2010 წლის 27 ნოემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებმა 100-მდე ადამიანმა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ითხოვდა. აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად, რამდენიმე წუთით თელავი - თბილისის ავტომაგისტრალი გადაკეტეს.
2010-12-03
რა სარგებლობა მოაქვს გუბერნატორობას
შიდა ქართლის გუბერნატორს ზურაბ არსოშვილს წინამორბედმა გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა მემკვიდრეობით დაუტოვა განკარგულებები, რომლითაც სახელმწიფო ხარჯებით ჩინოვნიკებს სამი ბინის ქირა აქვთ გადასახდელი. ასევე თვეში განსაზღვრული 1 600 ლიტრი ბენზინიდან 1000 ლიტრი კონკრეტულად გუბერნატორისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო 600 ლიტრი - მოადგილისთვის და ა.შ.
2010-11-18
სახელმწიფოს ფული „სამთავრობო“ არასამთავრობოებს
„სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი“ ხელისუფლების დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ფარგლებში 2009 წელს შეიქმნა. ფონდი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება და მისი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობაა.
 
2010-11-01
სტალინის ძეგლს შეწირული დოკუმენტები
რა სამართლებრივი საფუძვლები უძღოდა წინ გორში სტალინის ძეგლის აღებას? რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ სტალინის სიცოცხლეში აგებული ძეგლის დემონტაჟი ღამით? იყო თუ არა ეს ხალხის მოთხოვნა და რა ოფიციალური დოკუმენტები არსებობს ამის შესახებ? ჩვენ ძეგლის დემონტაჟის მეორე დღესვე დავიწყეთ ინფორმაციის სრულყოფილად მოძიება. ყველა მასალის მოპოვებას  თითქმის ორ თვეზე მეტი დასჭირდა.
2010-09-14
ნათლიები, ნათლიმამები და ნათესავები თანამდებობებზე
„2003 წლის ვარდების რევოლუციამდე ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც ცოდნას ფასი აღარ ჰქონდა, წარმატებას ის აღწევდა, ვისაც უფრო მეტი ახლობელი ჰყავდა ან მეტი ფული ჰქონდა. დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შერჩევის კრიტერიუმი ერთია: პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული. ნაცნობობა, მეგობრობა, ტრუსიკის ძმაკაცობა, ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა არ უნდა ჭრიდეს“, - მიხეილ სააკაშვილი. 2010 წლის 20 ივლისი, ყვარელი.
2010-08-17
შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ზუსტ რაოდენობას არ აჩვენებს
რამდენი ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად? შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაკარგული მხოლოდ შვიდია. თუმცა, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“  ჟურნალისტური მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ გაუჩინარებულთა რაოდენობა გაცილებით მეტს აღწევს.
2010-07-30
ბავშვების კარადაში შენახული ავტომატი, ანუ როგორ ჩნდებიან პოლიტპატიმრები
კონსერვატიული პარტიის წევრი დემურ ანთია 2008 წლის 5 სექტემბერს, დილის ხუთ საათზე დააპატიმრეს. მის სახლში ჩხრეკა გამთენიისას ჩატარდა. პოლიციამ სახლის მეორე სართულზე ბავშვების ოთახში იარაღი აღმოაჩინა. მიუხედავად მის საქმეში არსებული აშკარა დარღვევებისა, ანთიას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2010-07-28
,,ახალი ანაკლია“ - ხალხისთვის წართმეულ მიწაზე
ანაკლიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის გეგმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის 8 სექტემბერს გაახმაურა და ადგილობრივებს დაპირდა, რომ ანაკლია 2-3 წელიწადში ყველაზე კარგი საზღვაო კურორტი იქნებოდა. „ახალი ანაკლიის“ პროექტზე ის ესპანელი არქიტექტორები იმუშავებენ, რომლებმაც შარშან ბათუმის ახალი ბულვარი დააპროექტეს. მისივე განცხადებით, ანაკლიაში იახტკლუბი, დაკიდული ხიდი, ბულვარი, ახალი ინფრასტრუქტურა გაშენდება. თუმცა, ანაკლიელები ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ეს მათი საკუთრების ხელყოფის ხარჯზე მოხდებოდა.

2010-07-21
მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილემ მამიდას ქონება წაართვა
მიუხედავად გაუქმებული მინდობილობისა, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილემ ქართლოს ყიფიანმა მამიდის სამსართულიანი სახლი თავად გაყიდა, თავადვე იყიდა და 20 ათასი ლარი თავის თავსვე გადაუხადა. თუმცა, ამ თანხიდან მამიდისთვის არაფერი მიუცია. ქართლოს ყიფიანსა და მის მამიდას, ნანი ყიფიანს შორის სასამართლო დავა უკვე სამი წელიწადია გრძელდება.

2010-07-02
საარჩევნო ბრძოლა წესების გარეშე
2010  წლის 9 ივნისს, ტელეკომპანია „იმედის“ დილის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, სადაც ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის დირექტორს ზურაბ თაბაგარს მე-9 კლასის მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებდნენ. დირექტორს ბრალს სამი მასწავლებელი სდებდა. იმავე დღეს, 20:00 საათიან „ქრონიკაში“ კიდევ ერთი სიუჟეტი გავიდა. ბალღოჯიანის მკვიდრი ლევან კეკენაძე აცხადებდა, რომ დირექტორი გარყვნილ ქმედებაში ადრეც იყო შემჩნეული და მას ამის გამო მოსაკლავად დასდევდნენ.

2010-06-29
პურზე ჩასული კაცი სახლში სამი წლის მერე დაბრუნდა - გადაბირების მეთოდები შინაგან საქმეთა სამინისტროში
საქართველოს ოსთა ასოციაციის წევრი გიორგი ხეთაგური  სამი წელი დაკარგული იყო. იგი 2006 წლის 29 ოქტომბერს ისე დააპატიმრეს თბილისში, რომ არავისთვის შეუტყობინებიათ. საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მას შემდეგ მიიღო, რაც სასჯელი მოიხადა. ნარკოტიკების შეძენა–მოხმარებაში ბრალდებული ხეთაგური ამბობს, რომ ციხეში პოლიტიკური მიზეზების გამო აღმოჩნდა, შსს სურდა, ის  ინფორმატორობაზე და ოსური მხარიდან ინფორმაციის მოწოდებაზე დაერთანხმებინა.
2010-05-19
გაუჩინარება ეთნიკური ნიშნით
ბოლო წლებში ეთნიკურად ოსი პირების გაუჩინარების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა (ხათუნა ჩარაევა, ლავრენტი კაზიევი, იბრაგიმ ლალიევი, ვლადიმერ ელოევი). ახლობლებმა დაკარგულები, საბოლოოდ, ქართულ ციხეებში იპოვეს. მოგვიანებით სამართალდამცავებმა პატიმრები გაათავისუფლეს და ცხინვალის მხარეს გადასცეს. მათი საქმეების შესწავლის შედეგად, ჩნდება ეჭვი, რომ ქართული პოლიცია საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე  მცხოვრებ  ოსებს აპატიმრებს, მათი შპიონაჟში ჩართვის ან ტყვეებში გადაცვლის მიზნით.
2010-05-03
რეგიონული მედიის პროტესტი - „მოგვეცით საჯარო ინფორმაცია!“
საქართველოს რეგიონებში მომუშავე მედიასაშუალებები საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნების დარღვევას აპროტესტებენ. „ინფორმაციის შეზღუდვის პირობებში ვერ ვახერხებთ ჟურნალისტური საქმიანობის სრულად და შეუფერხებლად განხორციელებას. მედიისთვის საჯარო ინფორმაციის დაბლოკვით, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებას წაართვას უფლება - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 18 რეგიონული მედიასაშუალება აწერს.
2010-04-15
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყველაზე მკაცრი და ყველაზე მოცულობითი ანგარიში საქართველოს შესახებ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მარტის დასაწყისში გამოქვეყნდა. დოკუმენტი მეტად კრიტიკული ხასიათისაა და 2009 წლის განმავლობაში ადამიანის უფლების დარღვევის მრავალი ფაქტია წარმოდგენილი. ანგარიშში გამოყენებულია ქართული თუ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ანგარიშის მონაცემები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევას შეეხება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ.

2010-04-15
16 წლის ბიჭის მკვლელობა დაუცველ საზღვრისპირა სოფელში
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მკვლელობა მოხდა. თვითმხილველების თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ სიღნაღის რაიონის სოფელ  ერისიმედის მკვიდრს, 16 წლის ახმედ გაურგაშვილს  საქართველოს  ტერიტორიაზე  ესროლა. ადგილობრივების განცხადებით, ქართველი მესაზღვრეები საზღვარს არ აკონტროლებენ, მხოლოდ სოფლის შესასვლელში მოწყობილ გამშვებ - პუნქტთან დგანან.
2010-03-16
„იმედის“ დადგმული „ქრონიკა“
13 მარტს შაბათს საღამოს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასულმა გამოგონილმა 30-წუთიანმა ამბავმა, რომ თითქოს რუსეთთან ომი განახლდა გარკვეული პერიოდით პანიკა და შემდეგ „იმედის“ მისამართით პროტესტი და აღშფოთება გამოიწვია.

2010-02-02
ხელისუფლების მძევალი
გასული წლის დეკემბერში ამერიკელმა კონგრესმენმა ფრენკ ვოლფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს წერილი გამოუგზავნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. კონგრესმენს მოჰყავს ციტატა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან ადამიანის უფლებების შესახებ, სადაც სხვა დარღვევებთან ერთად საუბარია პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების, ასევე ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემაზე ზეწოლის ფაქტების შესახებ. მანამდე საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა.

სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC