22:12, Sunday, 19.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჟურნალისტური მოკვლევა

აირჩიეთ წელი: 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2010-07-30
ბავშვების კარადაში შენახული ავტომატი, ანუ როგორ ჩნდებიან პოლიტპატიმრები
კონსერვატიული პარტიის წევრი დემურ ანთია 2008 წლის 5 სექტემბერს, დილის ხუთ საათზე დააპატიმრეს. მის სახლში ჩხრეკა გამთენიისას ჩატარდა. პოლიციამ სახლის მეორე სართულზე ბავშვების ოთახში იარაღი აღმოაჩინა. მიუხედავად მის საქმეში არსებული აშკარა დარღვევებისა, ანთიას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2010-07-28
,,ახალი ანაკლია“ - ხალხისთვის წართმეულ მიწაზე
ანაკლიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციის გეგმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის 8 სექტემბერს გაახმაურა და ადგილობრივებს დაპირდა, რომ ანაკლია 2-3 წელიწადში ყველაზე კარგი საზღვაო კურორტი იქნებოდა. „ახალი ანაკლიის“ პროექტზე ის ესპანელი არქიტექტორები იმუშავებენ, რომლებმაც შარშან ბათუმის ახალი ბულვარი დააპროექტეს. მისივე განცხადებით, ანაკლიაში იახტკლუბი, დაკიდული ხიდი, ბულვარი, ახალი ინფრასტრუქტურა გაშენდება. თუმცა, ანაკლიელები ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ეს მათი საკუთრების ხელყოფის ხარჯზე მოხდებოდა.

2010-07-21
მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილემ მამიდას ქონება წაართვა
მიუხედავად გაუქმებული მინდობილობისა, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილემ ქართლოს ყიფიანმა მამიდის სამსართულიანი სახლი თავად გაყიდა, თავადვე იყიდა და 20 ათასი ლარი თავის თავსვე გადაუხადა. თუმცა, ამ თანხიდან მამიდისთვის არაფერი მიუცია. ქართლოს ყიფიანსა და მის მამიდას, ნანი ყიფიანს შორის სასამართლო დავა უკვე სამი წელიწადია გრძელდება.

2010-07-02
საარჩევნო ბრძოლა წესების გარეშე
2010  წლის 9 ივნისს, ტელეკომპანია „იმედის“ დილის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, სადაც ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის დირექტორს ზურაბ თაბაგარს მე-9 კლასის მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებდნენ. დირექტორს ბრალს სამი მასწავლებელი სდებდა. იმავე დღეს, 20:00 საათიან „ქრონიკაში“ კიდევ ერთი სიუჟეტი გავიდა. ბალღოჯიანის მკვიდრი ლევან კეკენაძე აცხადებდა, რომ დირექტორი გარყვნილ ქმედებაში ადრეც იყო შემჩნეული და მას ამის გამო მოსაკლავად დასდევდნენ.

სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC