ჟურნალისტური მოკვლევა
2011-09-01
ენერგორეკეტი
80 წლის სულთან უსუფაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში ცხოვრობს. მარტოხელა მოხუცი 8 თვეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგოსადისტრიბუციო კომპანია მას დავალიანების სახით 1047 ლარის გადახდას ედავება. მოხუცს სახლში ელექტროტექნიკა არ აქვს. სულთან უსუფაშვილი უსინათლოა და ელექტროენერგიას, მეზობლის დახმარებით, მხოლოდ რადიომიმღების ელემენტების დასატვირთად მოიხმარდა. ეს თანხა მას საუბნო მრიცხველის ჩვენებით დაარიცხეს.
2011-01-27
ჟურნალისტური გამოძიება - გომბორის გზის მილიონები
ვაზიანი - გომბორი - თელავის რეაბილიტირებული გზა
საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის 2 ოქტომბერს გახსნა. გზის
რეაბილიტაციაზე 37 მილიონი დოლარი დაიხარჯა, აქედან 30 მილიონი მსოფლიო
ბანკის სესხია. გზის გახსნისას რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტს „გარანტია
მისცა“, რომ აღნიშნულ გზას 10 წელი პრობლემა არ ექნებოდა.
2011-01-20
რეკლამა კანონს მიღმა
სტუდია „მონიტორის“ ჯგუფი რამდენიმე თვის განმავლობაში მედია სარეკლამო ბაზარზე ორი მთავარი მოთამაშის - „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ მონიტორინგს აწარმოებდა. ჯამში 50-მდე ჩანაწერი დაგროვდა - საინფორმაციო გამოშვებები, მხატვრული ფილმები და სხვა პროგრამები. საბოლოოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის რამდენიმე ათეული ფაქტი გამოიკვეთა.
2011-01-12
დაუცველი საზღვრები
სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის სიგრძე აზერბაიჯანთან 446 კილომეტრია. ორ ქვეყანას შორის საზღვარი
დადგენილი არ არის. საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო
კომისია 17 წელია მუშაობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, სადაო ტერიტორიებად რჩება დავით
გარეჯი და სოფელი ერისიმედი.
სხვა სიახლეები
პროკურატურის ინფორმაციით, რობაქიძის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია
მარნეულის რაიონში მოსული ახალი გუნდი ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებს
შსს: ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი
ირაკლი ღარიბაშვილი - თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული
თბილისში დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?

