კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალები

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმარ ქალს სასჯელს უკანონოდ, დანაშაულის პროვოკაციის შედეგად უხანგრძლივებენ

13 აგვისტო, 2007
ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმარს შორენა გეგელიშვილს, რომელსაც სასჯელის ვადა 8 აგვისტოს ეწურებოდა, რამდენიმე დღით ადრე ორთვიანი აღკვეთის ღონისძიება ისე შეუფარდეს, რომ ის არავის დაუკითხავს. იმის გამო, რომ მოსამართლე და მისი თანაშემწე შვებულებაში იმყოფებიან მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ნესტან ლონდარიძე საქმის დეტალურად გაცნობას ვერ ახერხებს. ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი პროტესტის ნიშნად, რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დღეს ის იძულებული გახდა, შიმშილობა შეეწყვიტა.