ქალები
2009-11-04
ახალგაზრდა დედა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ შვილის დატოვებით იმუქრება
„თუ არ დამეხმარებიან, იძულებული ვარ ბავშვი გამგეობის შენობის წინ დავტოვო, მირჩვენია... იქნებ შიმშილით აღარ მომიკვდეს. სამი დღეა პურიც არ უჭამია“, - ამბობს მანანა გოგოუაძე, რომელიც ამბობს, რომ უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევს არსებობა. მიუხედავად გაუსაძლისი სიდუხჭირისა ის ვერც უმწეოთა დახმარებას იღებს. ასევე ვერ ახერხევბს მრავალშვიალიანი დედებისა და უნარშეზღუდულ პირთა დახმარების მიღებას.2009-05-29
ესტონელების კვლევით, საქართველოში ფიზიკური ძალადობა ლიდერობს
“მოძალადე იმიტომ ძალადობს, გრძნობს, მისი ეშინიათ”
ესტონურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ღია საზოგადოება” ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით საქართველოსა და ესტონეთში კვლევა ჩაატარა. კვლევის ობიექტები ექიმები იყვნენ, რომლებსაც ძალადობის მსხვერპლებთან პირდაპირი კავშირი აქვთ. შედეგი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. საქართველოში ძალადობის რამდენიმე ფორმა გამოიკვეთა – ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური.2009-02-02
აბორტების ასაკი გაახალგაზრდავდა და 14 წლის გოგონები იკეთებენ
21-ე საუკუნეში არალეგალური აბორტები ისევ პრობლემაა. არადა, აღნიშნულის გამო, მსოფლიო მასშტაბით, 67 900 ქალი იღუპება. ეს თემა აქტუალურია საქართველოშიც, მით უფრო, რომ აბორტების ასაკი გაახალგაზრდავდა და მუცლის მოსაშლელად 14-19 წლის გოგონები ექიმებს ხშირად მიმართავენ. 2009-01-14
მსოფლიოში ფეხმძიმობის გართულებებით წუთში ერთი ქალი იღუპება
“დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი ოჯახური ძალადობაა”ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში 15 დედა და 2325 ჩვილი გარდაიცვალა, თუმცა აღნიშნული მონაცემები ზუსტი არ არის და გარდაცვალების შემთხვევები გაცილებით მეტია. გარდა ამისა, დაფიქსირდა მკვდრადშობადობის 1371 შემთხვევა. დედეთა სიკვდილიანობის 99% სწორედ განვითარებად ქვეყნებზე მოდის. რაც შეეხება მიზეზებს, ძირითადია ოჯახური ძალადობა, სოციალური მდგომარეობა, განათლება, მშობიარობის შემდგომი გართულებები და რისკიანი (სარდაფებში, დამალული) აბორტები.
სხვა სიახლეები
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?

