მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2013-01-18
საქართველოს შესაძლოა, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გადახდა მოუწიოს
იმ ახალი კანონის შედეგად, რომელსაც საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, დავით უსუფაშვილმა მოაწერა ხელი, პოლიტპატიმრად აღიარებული 190 ადამიანი ციხიდან გაათავისუფლეს.
2013-01-15
პროკურატურა აცხადებს, რომ მეგის ქარდავას დავალებით სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს ვიდეოკადრებით აშანტაჟებდნენ
მთავარმა პროკურატურამ მედიას სკანდალური ვიდეომასალა წარუდგინა, რომელშიც, როგორც პროკურატურა განმარტავს, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ ცნობილ მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობას ამყარებენ კონსპირაციულ ბინაში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დავალებით გადაბირებული პირები.
2013-01-14
ყველაზე მცირეწლოვანმა მსჯავრდებულმა ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა
საქართველოს პარლამენტმა 21 დეკემბერს ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო, რომლის თანახმად, ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3000 პატიმარი უნდა გათავისუფლდეს - მათ შორის პოლიტპატიმრები. ამნისტიის პირველი ეტაპი 13 იანვარს განხორციელდა და საქართველოს სხვადასხვა საპყრობილე 190-მდე პატიმარმა უკვე დატოვა. მათ შორის იყო ყველაზე მცირეწლოვანი მსჯავრდებული გიორგი ზერეკიძე.
2013-01-14
ლია მუხაშავრია: „ამნისტიით პატიმრების გათავისუფლება საზოგადოებისთვის საფრთხეს არ შეიცავს“
ამნისტიის სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის დაწყებული კონსულტაციების მიზნებსა და მიზეზებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ აღმასრულებელ დირექტორს, ლია მუხაშავრიას ესაუბრა.
2013-01-10
ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში 12 იანვარს შევა
ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში 12 იანვარს შევა, საპყრობილეებს კი პირველ რიგში პოლიტპატიმრები დატოვებენ - ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა , ასევე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
2013-01-09
პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს ოთხიდან ორ ბრალდება მოუხსნა
პროკურატურამ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ოთხიდან ორ ბრალდება მოუხსნა. ამის შესახებ 8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის სისხლის სამართლებრივი დევნის დეპარტამენტის უფროსმა, თემურ მიქაბერიძემ განაცხადა.
2013-01-09
თანამდებობის პირთა გახმაურებული საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი შეიძლება გახდეს
2013-01-08
სასამართლო პროცესებზე შესაძლოა, ფოტო და ვიდეოგადაღება კვლავ აღდგეს
პარლამენტმა სასამართლო დარბაზებში ფოტო და ვიდეოგადაღების თემის განხილვა დაიწყო. პროცესებზე ფოტო და ვიდეოგადაღების დაშვების ინიციატივით იუსტიციის სამინისტრო გამოდის. პარლამენტარების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილებათა პაკეტი ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს და დაჩქარებული წესით გადაწყვეტილების მიღება გამართლებული არ იქნება.
1
[2]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას