კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

მდუმარე საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ

26 ნოემბერი, 2009

„კანონიერი ქურდის“ სიკვდილი - „ნულოვანი ტოლერანტობის“ მორიგი რეციდივი

16 ნოემბერი, 2009
ე. წ. კანონიერი ქურდის, უჩა გოდელაძის სიკვდილის ბურუსით მოცული დეტალები მის ოჯახს აფიქრებინებს, რომ იგი პოლიციამ წამებით მოკლა. მათ ეჭვებს ამყარებს ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია: „ბათუმში კანონიერი ქურდი უჩა გოდელაძე მოკლეს. 35 წლის უჩა გოდელაძის ცხედარს ქარელში დღეს ჩამოასვენებენ. გავრცელებული ინფორმაციით, იგი წუხელ გვიან ღამით ბათუმში მოკლეს. როგორც ირკვევა, სამართალდამცავები მას ორი წლის განმავლობაში ეძებდნენ. პოლიციის ინფორმაციით, გოდელაძე „კანონიერი ქურდის“ სტატუსით სარგებლობდა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. ადგილობრივების ცნობით, ამ დროის განმავლობაში იგი საზღვარგარეთ იყო გაქცეული. გუშინ კი პოლიციამ მისი დაკავება იმ დროს სცადა, როცა თურქეთის მხრიდან საქართველოსკენ საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს

16 ნოემბერი, 2009
არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის" დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, იზოლატორების დიდ ნაწილში მძიმე პირობებია. არ არის საპირფარეშო, საკნები არ თბება, არ არსებობს სასეირნო ეზო, დაკავებულები ვერ იცავენ პირად ჰიგიენას, მოუწესრიგებელია საკვების მიწოდების საკითხი, საწოლებად გამოიყენება ფიცარნაგები და ნარები. არის შემთხვევები, როცა დაკავებულებს ბეტონის იატაკზე სძინავთ. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირთათვის, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა აქვთ შეფარდებული.

„კანონიერი ქურდი“ პოლიციელების ხელში დაიღუპა - „სიკვდილის მიზეზი უცნობია“

13 ნოემბერი, 2009
ე. წ. კანონიერი ქურდის, უჩა (უშანგი) გოდელაძის სიკვდილის ამბავი ქარელში ელვის სისწრაფით გავრცელდა. თავზარდამცემი ინფორმაცია ოჯახმა მოულოდნელად თბილისის ,,არამიანცის" საავადმყოფოდან მიიღო. მანამდე უჩა გოდელაძის შესახებ ცნობებს ახლობლები ტელეგადაცემა „ვიდეოპატრულიდან“ ელოდნენ. მათ იცოდნენ, რომ „კანონიერი ქურდი“ 3 დღით ადრე ,,სოდმა“ ბათუმში დააკავა. ასეთ „რეზონანსულ საქმეებზე“ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ოპერატიულ ინფორმაციას ყოველთვის აწვდის სამთავრობო არხებს. რამდენიმე დღე ისე გავიდა, უჩა გოდელაძის დაკავების შესახებ ტელეარხებს არაფერი უთქვამთ. საბოლოოდ „კანონიერი ქურდის“ ცხედარი 22 სექტემბერს „არამიანცის“ მორგში აღმოჩნდა.