13:17, Friday, 27.03.2015
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2015-02-27
გაბრაზებული დაზარალებული რასულ ჯაფაროვის პროცესზე
24 თებერვალს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოში განახლდა „ადამიანის უფლებათა კლუბის“ დამფუძნებლის, რასულ ჯაფაროვის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა. აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, რომელიც Amnesty International-მა სინდისის პატიმრად აღიარა, სასამართლოში ხელბორკილით მიიყვანეს, როგორც მძიმე დანაშაულში ბრალდებული.
2015-02-26
სახალხო დამცველი მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტის გამოძიებას ითხოვს
2015 წლის 23 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა ბულგარეთის სამი მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.
2015-02-24
რელიგიის თავისუფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა
15 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრში  პროექტის - „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა. ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ თურქეთში არსებული კანადის საელჩოს დაფინანსებით ახორციელებს. 
2015-02-23
ლევან კორტავას ახლობლებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს
18 თებერვალს, ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ გეგუთის მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას ნათესავები და ადვოკატები შეიკრიბნენ. ისინი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
2015-02-23
პოლიტიკური ვენდეტა აზერბაიჯანელი უფლებადამცველების წინააღმდეგ
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიჯანში ათეულობით ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი დააკავეს. ყველა მათგანი ხელისუფლებისადმი ღია კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. 
2015-02-17
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე წარადგინა
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 17 თებერვალს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძე წარადგინა.
2015-02-13
უვადო მსჯავრდებულთა პრობლემა სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება
სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განთავსებულმა უვადო მსჯავრდებულებმა ადამიანის უფლებათა ცენტრს განცხადებით მიმართეს. მათი თქმით, ამა წლის 26 იანვრიდან უვადოდ მსჯავრდებულთა ჯგუფმა უვადო შიმშილობის აქცია გამოაცხადეს. ისინი მოითხოვენ, აღსრულდეს 28.12.2012 წლის ამინისტიის შესახებ კანონი და აღმოიფხვრას მათ მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია.
2015-02-12
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის 28 მსურველი
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 10 თებერვალს იმ 28 კანდიდატის სიაგამოაქვეყნა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სხვადასხვა სუბიექტებმა, მათ შორის პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამეცნიერო წრეებმა დაასახელეს.
2015-02-12
ბრალდება მტკიცებულებების გარეშე
აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, რასულ ჯაფაროვის საქმეზე სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო. ბაქოში, მძიმე დანაშაულთა სასამართლოში 10 თებერვალს გამართულ პროცესზე თავად ბრალდებული და 3 დაზარალებული დაიკითხა. თუმცა პროცესის შემდეგ ბევრი ბუნდოვანი და პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა. 
2015-02-10
სამართლიანობის აღდეგნის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა
6 თებერვალს, ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ქვეითად მოსიარულე 19 წლის ნანა გიგლემიანს ავტომანქანა დაეჯახა. დაჯახების შედეგად გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველთა განმარტებით, მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა, მიიმალა. დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც,  გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, უდანაშაულოა. მათი თქმით,  რეალურ დამნაშავეს სამართალდამცველები ხელს აფარებენ.
2015-02-06
ინტიგამ ალიევი გალიიდან გაათავისუფლეს
3 თებერვალს ცნობილი აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, ინტიგამ ალიევის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის არსებითი მოსმენა ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოში სასამართლო კოლეგიის მოულოდნელი გადაწყვეტილებით დაიწყო. მოსამართლემ სხდომის დაწყებისთანავე, ყოველგვარი შუამდგომლობის გარეშე, რკინის გალიიდან უფლებადამცველის გამოშვება ბრძანა.
2015-02-04
სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმეში დარღვევები დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე (არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ან დასჯას), მეხუთე (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მეექვსე (სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება) და მეთოთხმეტე მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) - სტრასბურგის სასამართლომ 2014 წლის 23 ოქტომბერს სულხან მოლაშვილის საქმე დახურა და გადაწყვიტა, რომ მოლაშვილის მიმართ ევროპული კონვენციის 4 მუხლი დაირღვა. 
2015-02-02
“სინდისის პატიმარი” - რასულ ჯაფაროვის საქმე
27 იანვარი, აზერბაიჯანი, ბაქო, ვურგუნის ქუჩის კუთხე. მძიმე დანაშაულებისთვის განკუთვნილი სასამართლოს გვერდითა შესასვლელთან ხალხის რაოდენობა სულ უფრო იზრდება - მოქალაქეები, უცხოელი დამკვირვებლები და ჟურნალისტები აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, რასულ ჯაფაროვის სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებიან. 
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ვინ უფრო ეფექტურად გამოიძიებს გახმაურებულ საქმეებს?
მთავარი პროკურატურა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია არ მაქვს პასუხი

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2015 HRIDC