10:50, Sunday, 12.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-02-11
შსს: თუ უგულავა არ გამოცხადდება ჩვენების მისაცემად, მის მიმართ იძულების ღონისძიებები გატარდება
შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს თბილისის მერს გიგი უგულავას, რომ თუ ის ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდება, „მისი უმოქმედობა მიჩნეული იქნება, როგორც მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა და მის მიმართ გატარდება საპროცესო კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები“.

2013-02-08
გია თორთლაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, „დეოკუპაციის ცენტრის“ ხელმძღვანელის, გია თორთლაძის წინააღმდეგ სახელმწიფო ქონების გასხვისების საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა 7 თებერვალს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. 
2013-02-08
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
2013-02-01
Human Rights Watch: საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დაცვა პრიორიტეტად უნდა გამოაცხადოს
საქართველოს  ახალმა ხელისუფლებამ  თავი უნდა აარიდოს შერჩევითი სამართლის გამოყენებას, გააძლიეროს სასამართლოს დამოუკიდებლობა და გაზარდოს გამჭვირვალეობა. ამის შესახებ ნათქვამია  31 იანვარს  გამოქვეყნებულ 2013 წლის მსოფლიო ანგარიშში. 
2013-02-01
„გურიის“ სტადიონის რეკონსტრუქცია შეჩერებულია, მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები კი, დაკითხვაზე დაიბარეს
2012 წლის ზაფხულში გურიაში სტუმრად მყოფმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელი გურიის აღორძინების წელი იქნებოდა. აღორძინება კი ლანჩხუთში საფეხბურთო კლუბ „გურიის“ სტადიონის სრული რეკონსტრუქციით უნდა დაწყებულიყო.  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილიც ამბობდა, რომ ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში დაიწყებოდა და 22 ათას გულშემატკივარზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების  სტადიონი გაკეთდებოდა.
2013-02-01
კიდევ სამი გამამტყუნებელი განაჩენი ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ
ევროსასამართლომ სამ საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ეს  საქმეებია: „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“, „ჯელაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „ბაისუევი და ანზოროვი საქართველოს წინააღმდეგ“. მათგან პირველი ორის შემთხვევაში, ევროსასამართლომ დაადგინა ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევა (წამება, არაადამიანური  და დამამცირებელი მოპყრობა), ხოლო მესამეს შემთხვევაში, დადგინდა ევროკონვენციის მეხუთე მუხლის მეორე ნაწილის (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) დარღვევა. სამივე საქმე ევროსასამართლოში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრი ორგანიზაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლობით შევიდა. 
1 [2]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC