მართლმსაჯულება
2012-02-27
ალა ჯიოევამ თავი პოლიტპატიმრად გამოაცხადა
2012-02-27
„ლაშა ჩხარტიშვილი დასაჯეს იმ ქმედებისთვის, რის გამოც მისთვის მადლობა უნდა ეთქვათ“
25 თებერვალს თბილისში კიკვიძის ბაღში დააკავეს ოპოზიციის აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდა კიკვიძის ბაღში მწვანე ნარგავების გაჩეხვას და მათ ადგილზე პოლიციის მშენებლობას. იმ დღესვე კიკვიძის ბაღში კიდევ ხუთი ადამიანი დააკავეს: მიხეილ მესხი, გიორგი აფხაიძე, დათო ფაცაცია, გიორგი ფარესიშვილი და თეიმურაზ მურვანიძე, რომლებიც ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებას აპროტესტებდნენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
2012-02-23
პატიმარი გოჩა არჩაია უყურადღებობით გარდაიცვალა
22 თებერვალს გლდანის #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა 41 წლის პატიმარი, გოჩა არჩაია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დრომდე უკიდურესად მძიმე იყო. პატიმარს რამდენიმე მძიმე დაავადება ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მას არ ათავისუფლებდნენ.
2012-02-22
ვალერი გელბახიანი გირაოთი გაათავისუფლეს
2012-02-21
დააკავეს ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი
20 თებერვალს, გამთენიისას, საქართველო-სომხეთის საზღვარზე ვალერი გელბახიანი დააკავეს. ყოფილ დეპუტატსა და ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ბრალი ედება შეთქმულებაში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლას, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობასა და ხელში ჩაგდებას.
2012-02-21
იშვიათი შემთხვევა - შსს-მ პოლიციის მაღალჩინოსანი ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო გაათავისუფლა
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა ჯონი ბაკურიძემ „ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტს, თეონა თურმანიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ოპერატორს კამერა წაართვა. ფაქტიდან რამდენიმე საათში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაკურიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
2012-02-15
რა იცვლება სასამართლო სისტემაში ახალი კანონპროექტებით
საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლის მიერ სასამართლო განხილვისას კანონის უხეში დარღვევა დისციპლინურ დარღვევად არ ჩაითვლება.
2012-02-15
მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის, მაინა კიაის მიმართვა
მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ჩემი მოწვევისათვის და ასევე მისიის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გაწეული თანამშრომლობისათვის. ასევე მადლობას ვუხდი მთავრობის უმაღლეს ოფიციალურ პირებს, სახალხო დამცველს და მის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფკავშირების, პოლიტიკური პარტიების, კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს და ადამიანის უფლებათა დამცველებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, რომლებთანაც მქონდა შეხვედრები ვიზიტის განმავლობაში.
2012-02-15
2011 - მშვიდობიანი აქციებისა და დემონსტრაციების დარბევის წელიწადი
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - „საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგი - კანონმდებლობა და პრაქტიკული გამოყენება“ აერთიანებს 2011 წლის იანვრიდან - ივნისამდე საქართველოს 5 რეგიონში მომხდარი საპროტესო აქციებისა თუ დემონსტრაციების მონიტორინგის შედეგებს.
2012-02-14
წამება ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელისთვის
გიორგი ოქროპირიძემ, რომელიც 2010 წლის 17 მარტს განზრახ მკვლელობის გამო გაასამართლეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 2011 წლის აპრილში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
2012-02-10
პოლიციელ გიორგი სიბაშვილს სხვა სკანდალური ფაქტებიც უკავშირდება
„ყველა ლამაზი ქალი ჩემია“ - ეს სტატუსი შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ - გამომძიებელმა გიორგი სიბაშვილმა სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკებში“ 31 იანვარს მომხდარ ინციდენტამდე დაწერა.
2012-02-09
ივანიშვილის დისშვილის მეგობარს სასამართლომ თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დისშვილის ბავშვობის მეგობარ ზაზა კობახიძეს თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა.
2012-02-09
ბაქრაძეების ოჯახს პოლიტიკური მოტივით დევნიან
ქარელში მცხოვრები ვასილ ბაქრაძის ოჯახზე ზეწოლა სამი წლის წინ - 2009 წლის 25 თებერვალს დაიწყო, როცა ქალაქ გორში პარლამენტის ექს-სპიკერის, ნინო ბურჯანაძის პარტიის - „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ კონფერენცია ჩატარდა. ვასილ ბაქრაძე, როგორც პარტიის წევრი, კონფერენციას დაესწრო.
[1] 2
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

