19:39, Wednesday, 23.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2009-04-28
საქმე რომელიც შესაძლოა უკრაინა საქართველოს შორის სკანდალის მიზეზი გახდეს
ყვითელი ბუშტი, პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი და მასში მოთავსებული 93,299გრამი თეთრი ფხვნილი. ეს ის საბედისწერო მასაა, რომელიც უკრაინელი მოქალაქის, ბოხონკო ორესტის დაპატიმრების შემდეგ, საქმეში ნივთმტკიცებად ინახება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნით, თეთრი ფხვნილი, მეტადონი, ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა. ყვითელ ბუშტში გახვეული მეტადონი, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ ბოხონკოს სხეულიდან, კერძოდ, მისი უკანალიდან ამოიღეს. ნივთმტკიცებულების ამოღების ფაქტს, არა თუ მოწმე, არამედ, თვით ეჭვმიტანილიც არ შესწრებია. წამებისაგან გულშეწუხებულ ეჭვმიატნილი გონს რომ მოეგო, შეკრული პარკი აჩვენეს და დასძინეს, რომ ეს მისი უკანალიდან იქნა ამოღებული.

2009-04-28
პრეზიდენტის ბრძანების შესრულებისთვის მამა და შვილი დაიჭირეს
„გასულ წელს, პატარკაციშვილის ოფისში არყის სმისას შემნიშნეს და ეს ინფორმაცია ლევან ვარშალომიძეს მიაწოდეს“.
2009-04-27
დაღუპული ჯარისკაცის მეუღლე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ
43 წლის ჯარისკაცი ჯუმბერ კვარიანთაშვილი, რომელიც ხონის ბატალიონში მსახურობდა, აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაიღუპა. ჯარისკაცის მეუღლე ლიანა გულიაშვილი აცხადებს, რომ კვარიანთაშვილმა ფეხის ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო. მიღებული ტრავმის შემდეგ მან მკურნალობა გორის ჰოსპიტალში გაირა, თუმცა მისი მდგომარეობა გართულდა, რის შედეგადაც ჯარისკაცი გარდაიცვალა.

2009-04-22
ბუნტი ქალთა კოლონიაში ძალით ჩაახშეს.
თბილისის ქალთა კოლონიაში მომხდარი ბუნტის შემდეგ, რუსთავის  პირველ საპყრობილეში გადაყვანილი პატიმარი ქალები, მძიმე ყოფით პირობებში იმყოფებიან. როგორც საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირების პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს  მათი უფლებები დარღვეულია.

2009-04-13
დარბევაში ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ

 

როგორც მოსალოდნელი იყო ხელისუფლებას "ნერვებმა" უმტუნა. 11 აპრილის ღამეს პარლამენტის წინ, მომიტინგეები დაარბიეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციების საფუძველზე დასტურდება, რომ დარბევაში ძალოვანი უწყებები მონაწილეობდნენ.

2009-04-10
რეგიონებიდან მომიტინგეებს გადაადგილება აუკრძალეს
დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონიდან  თბილისის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იყო. სამარშუტო ტაქსები ვერ გამოვიდნენ ზუგდიდიდან, გურჯაანიდან და ხაშურიდან.

2009-04-10
9 აპრილის ღამეს მშვიდად არ ჩაუვლია
9 აპრილის ღამეს მოძრაობა „9 აპრილის“ და მოძრაობა „რატომს“ აქტივისტებზე თავდასხმა განხორციელდა. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მოძრაობის ლიდერებმა განუცხადეს. თავდასხმა დაახლოებით 23:00 საათზე თბილისში მოხდა. ნაცემია ირაკლი ხუხუნეიშვილი, ლაშა კოპალიანი და ოთარ ჭელიძე.

2009-04-10
კახეთში პოლიციის თანამშრომლებმა მიკროავტობუსებიდან მგზავრები ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოყარეს
9 აპრილს, კახეთიდან თბილისში მიმავალი მიკროავტობუსებიდან პოლიციის თანამშრომლებმა მგზავრები ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოყარეს. მგზავრების ცნობით, პოლიციის ავტომანქანები მიკროავტობუსებს წინ გადაუდგნენ და დედაქალაქის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელება აუკრძალეს, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი დაკავებით დაემუქრნენ.

2009-04-10
გორში პოლიტიკური დაჭერები დაიწყო
8 აპრილს გორში დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია. ირაკლი ალასანიას პარტის წარმომადგენელი გუშინ, გორში სამართალდამცავი ორგანოების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. “ალიანსი საქართველოსთვის” გორის ორგანიზაცისს წარმომადგენელს, თამაზ მაყაშვილის გორის რაიონულმა სასამართლომ 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

2009-04-09
ორდღიანი გატაცება ქუთაისში
ავთო  ბერიძე, „ერთიანი საქართველოს“ პარტიის ბათუმის ოფისის ახალგაზრდული ორგანიზაციის  თავმჯდომარე  უცნობმა პირებმა გაიტაცეს. ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ  გამტაცებლები ავთო ბერიძისგან მათთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას.

[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC