17:13, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2015-04-29
სასამართლო დავა ონკოლოგიური პაციენტის მცირეწლოვანი შვილის მეურვეობის საკითხზე
22 წლის ონკოლოგიური პაციენტის, მერი ნადირაშვილის ყოფილი მეუღლე, ლევან რაზმიაშვილი მათ საერთო შვილზე მეურვეობას ითხოვს. მერი ნადირაშვილს სიმსივნის დიაგნოზი  2  წლის წინ დაუსვეს. ონკოლოგიურად დაავადებული პაციენტი დიაგნოზის დასმისას 3 თვის ორსული იყო. მძიმე დიაგნოზის გამო მერი მეუღლემ მიატოვა. პაციენტს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა ონკოლოგიური პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა. 
2015-04-28
ილახება თუ არა მოქალაქის კერძო საკუთრების უფლება
რამდენიმე წელია, მაგდალინა არჩვაძე, როგორც თავად ამბობს, მის საკუთრებაში არსებულ 100 კვ/მ ფართის მიწისა და მასზე განთავსებულ ე.წ. „ფინური ვაგონის“ დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობს. აღნიშნული ფართი და ვაგონი ღია ცის ქვეშ მუზეუმის ტერიტორიაზეა განთავსებული. მაგდალინა არჩვაძის თქმით, მიწის ფართი მას მუზეუმმა გამოუყო, ხოლო ვაგონი საზკვების ტრესტისგან შეისყიდა. 
2015-04-22
ეგვიპტის მოქალაქეს სასამართლომ მუდმივი ბინადრობის უფლება მიანიჭა
„კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საქმეში მითითებული პირისთვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების უფლება მიზანშეუწონლად მიაჩნია“ - ამგვარი დასკვნა ეგვიპტის მოქალაქე ემად იბრაჰიმ ხალილ იბრაჰიმმა რამდენჯერმე მიიღო. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მას საქართველოში ბინადრობის უფლებაზე უარი უთხრა ისე, რომ კონტრდაზვერვის დასკვნის მართებულებას ყურადღება არ მიაქცია.
2015-04-16
ინტერპოლმა ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი გააუქმა
ინტერპოლმა საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წითელი ცილკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა; ის თბილისის მიერ  მთელი რიგი ბრალდებების გამო იძებნება, რომელთაც მისი თანაგუნდელები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
2015-04-14
სახალხო დამცველის ინიციატივა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების შესახებ
2015 წლის 8 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ინიციატივა წარმოადგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებასთან დაკავშირებით.
2015-04-14
ეს შენ გეხება“ შსს-ს მოქალაქეების სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციაზე პირდაპირ წვდომას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის პრეზენტაცია გამართეს. მოქმედი კანონმდებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობას აძლევს რეალურ დროში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები აწარმოოს და ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან მონაცემთა ბანკების კოპირება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე განახორციელოს.
2015-04-09
რა ცვლილებებს გეგმავს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე
პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი - საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სწორედ ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელა, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოიწონა საკანონმდებლო ორგანომაც, რომელმაც 20 მარტს ნინო გვენეტაძის კანდიდატურას 88 ხმით მხარი დაუჭირა.

2015-04-07
პატიმრის ახლობლები ექიმების დასჯას ითხოვენ
ლევან კორტავას ოჯახი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს. 2013 წლის 12 მაისს გეგუთის მე-14 დაწესებულებაში სასტიკად ნაცემი 24 წლის პატიმრის ახლობლები საქმის ობიექტურ მოკვლევას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
2015-04-03
უარი შუამდგომლობებზე
აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, რასულ ჯაფაროვის სასამართლო პროცესი ბაქოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებათა სასამართლოში, რომლის შენობაც, ადგილობრივების თქმით, მეფის რუსეთის დროს ცხენების თავლას ეკუთვნოდა, 31 მარტის 11 საათზე განახლდა. სხდომას ესწრებოდნენ ევროკომისიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ასევე,  ადგილობრვი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2015-04-02
ყოფილი პოლიტპატიმარი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს
ყოფილი პოლიტპატიმარი პატიმრობის პერიოდში მასზე განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს და დამნაშავეების სამართლებრივ პასუხისგებას ითხოვს. humanright.ge-თან საუბრისას, ალექსანდრე ჭუმბურიძე იმ დეტალებს იხსენებს, რომლებიც სასჯელის მოხდის პერიოდში, მის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევით მიმდინარეობდა. 
2015-04-02
პროკურატურის გაჭიანურებული საქმეები
2 აპრილს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. ადამიანის უფლებათა ცენტრი მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს გაჭიანურებული საქმეების დროულად და ეფექტურად გამოძიებისაკენ მოუწოდებს. 
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC