კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

სიღნაღის პოლიცია ოპოზიციის მხარდამჭერებს დევნის

27 მაისი, 2009
სიღნაღის პოლიცია "ალიანსი საქართველოსთვის" რაიონული შტაბის წარმომადგენლებს და ოპოზიციის მხარდამჭერებს დევნის. სამართალდამცავებმა ილია ხუციშვილი, ზაზა ფხოველიშვილი, ომარ და თემურ ტალიაშვილები პარასკევს, 22 მაისს, საღამოს დააკავეს. ისე, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაკავებულთათვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ, ისინი 5 საათის განმავლობაში შს სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის ქვეგანყოფილებაში ამყოფეს. ამ ხნის მანძილზე სამართალდამცავებმა დაკავებულებს არც იმის საშუალება მისცეს, რომ ხუციშვილს, ფხოველიშვილს და ტალიაშვილებს ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახის წევრებისთვის ეცნობებინათ. გათავისუფლებამდე პოლიციის თანამშრომლები დაკავებულებს დაემუქრნენ, რომ ამჯერად მათ ავტომანქანაში ნარკოტიკები არ აღმოჩნდა, მაგრამ თუ ისინი ოპოზიციის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ, ნარკოტიკებს აღმოუჩენენ.

2008 წლის 21 მაისს კახეთში მომხდარი ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველა ფაქტი ამ დრომდე გამოუძიებელია

27 მაისი, 2009
გასული წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წელი გავიდა. 2008 წლის 21 მაისს კახეთის რეგიონის სხვადასხვა საარჩევნო უბანში ჟურნალისტებზე თავდასხმის ხუთი ფაქტი მოხდა. გაზეთ "რეზონანსის" ერთ-ერთ რედაქტორს ელისო ჩაფიძეს, #13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის #26 ქვემო მაღაროს საარჩევნო უბანზე თავს დაესხნენ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების არ მქონე პირები ნოდარ კაპანაძე და ოთარ ლამაზოშვილი. თავდამსხმელებმა ჟურნალისტს ხელები გადაუგრიხეს, ვიდეოკამერა წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საგარეჯოს საარჩევნო ოლქის იორმუღანლოს საარჩევნო უბნებზე ცემეს ვებ პორტალ "presa.ge"-ს წარმომადგენელი კონსტანტინე სტალინსკი, ასევე ოპერატორები მალხაზ ვარშანიძე და ირაკლი გოგუაძე. ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ ლაგოდეხშიც. კომისიის თავმჯდომარემ მას ჯერ სკამი ჩაარტყა, ხოლო შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა იარაღის მუქარით უბნიდან გააძევეს.

9 აპრილით დასჯილები

25 მაისი, 2009
დამსჯელი _ საქართველოს სასამართლო ამბავი, რომელსაც მოგიყვებით, ეხება ადამიანს, რომელიც ცხინვალიდან დევნილია და განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო გორის სასამართლომ 27 დღით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ჯარიმის სახით - 276 ლარის გადახდა დააკისრა. ქართული მართლმსაჯულების წყალობით დაახლოებით 10 ყუთი ვაშლი ნახევრად დაულპა, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. აგვისტოს მოვლენების დროს ახლობლები დაეღუპა, ნაწილმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, სახლი დაენგრა და მთავრობამ კომპენსაციის გარეშე დატოვა. ასე დასაჯეს იგი ომმა და საკუთარი თუ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებმა. რაც შეეხება მის თანამოაზრეებს, ადგილობრივმა თანაპარტიელებმა მას წყალიც კი არ შეუტანეს წინასწარი დაკავების ოზოლატორში.

ერთი თაღლითობის ისტორია, ანუ როცა სასამართლო კანონს უპირისპირდება

22 მაისი, 2009
ეს ამბავი კრიმინალურ ისტორიასაც ჰგავს, მძაფრსიუჟეტიან საექიმო სერიალსაც, ერთი თაღლითობის ისტორიასაც, აბსურდის დრამასაც... ამ უკანასკნელს ყველაზე მეტად. მასში აბსურდის კვანძი მოგვიანებით, სასამართლო დარბაზებში, შეიკვრება, წინაისტორია კი სამეცნიერო ფანტასტიკას უფრო ჰგავს. ყველაფერი ერთი დისერტაციის ისტორიით დაიწყო. თბილისელმა მეცნიერმა ყირგიზეთში მეცნიერული კვლევა ჩაატარა. იგი, ექიმ-გინეკოლოგი, ამ მუსლიმანურ ქვეყანაში მოგროვილ ემპირიულ მასალაზე სტერილიზაციის, ანუ შობადობაზე კონტროლის პრობლემას, შეისწავლიდა. ეს თითქმის ისევე ძნელი იქნებოდა, როგორც არქტიკაში ჟირაფების შობადობაზე ან მწერების მიმიკრიაზე დაკვირვება, რადგან სტერილიზაცია ქირურგიული ჩარევის შედეგად გამრავლების უნარის დაკარგვას ნიშნავს და მუსლიმანურ ქვეყნებში ადათით, რელიგიით და, მათგან გამომდინარე, კანონითაც პირდაპირ ან ირიბად იკრძალება. მეცნიერმა ემპირიული მასალა მაინც მოიპოვა, კვლევაც ჩაატარა და დისერტაციაც დაიცვა. ყირგიზეთის მთავრობასთან არსებულმა სადისერტაციო კომისიამ მას სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიანიჭა. ეს 1985 წელი იყო - ისტორიის დასაწყისი. შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა.