05:26, Tuesday, 26.01.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2021 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-06-14
გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ გადაღებული ვიდეოკადრების ავტორი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს
გია ალავიძე, რომელიც ამჟამად სასჯელს ნომერ მეცხრე დაწესებულებაში იხდის, ავტორია იმ ვიდოეკადრებისა, რომელიც ტელეკომპანია მაესტროს ეთერში 2009 წელს გავიდა და რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებულებისთვის საპატიმროში არსებულ „განსაკუთრებულ“ პირობებს ასახავს.  (კადრები იხ. ლინკზე https://www.youtube.com/watch?v=xiL3G70DgV8 ) 
2013-06-14
გაუჩინარებული მოჯაჰედი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოდან გასული წლის ბოლოს გაუჩინარებული დაღესტნელი მოჯაჰედი, 26 წლის მიკაილ კადიევი (მიქაელ ქადოევი) ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
2013-06-11
ბაჩანა ახალაიას პატიმრობაში ყოფნის ვადა ეწურება
ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას პატიმრობაში ყოფნის ცხრა თვიანი ვადა აგვისტოს დასაწყისში იწურება.  საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით კი, თუ ამ ვადაში საქალაქო სასამართლომ განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო, ბრალდებული პატიმრობიდან თავისუფლდება. ახალაიას პატიმრობის ამოწურვის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც  გაირკვა, რომ სასამართლო პროცესზე მხარეებს კიდევ ას ორმოცდაათამდე მოწმე ჰყავთ დასაკითხი. ამის პარალელურად, პროკურატურა დაცვის მხარის ადვოკატებს სასამართლო პროცესის განგებ გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
2013-06-10
სააკაშვილი შსს-ს მუქარის შემცველი ვიდეოს ავტორების გამოვლენისკენ მოუწოდებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი „მოთხოვნა“ და „დავალებაა“ შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომ დაუყოვნებლივ დაადგინოს თალიბანის სახელით გავრცელებული და „დიდი ალბათობით“ საქართველოში დამზადებული მუქარის შემცველი ვიდეო-რგოლების  „შემქმნელები და მათი დამკვეთები“.
2013-06-07
ახალაიას მისივე ყოფილი მოადგილე სპეცრაზმელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში სდებს ბრალს
შსს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე  მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი დაიკითხა. ჯანაშვილის თქმით, ერთ-ერთი ინციდენტის დროს, ახალაიამ სპეცრაზმელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 
2013-06-07
გაზეთი „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის
გაზეთი „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის- ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.
2013-06-06
"ადვოკატთა ასოციაცია" სასჯელაღსრულების დაწესებულებას გამომძიებლებთან დანაშაულებრივ ალიანსში ბრალს სდებს
"ადვოკატთა ასოციაცია" და ადვოკატი კახაბერ მუმლაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას ყოფილი ხელისუფლების დროინდელ გამომძიებლებთან დანაშაულებრივ ალიანსში სდებენ ბრალს. როგორც "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა და ადვოკატმა, კახაბერ მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ადმინისტრაციასა და გამომძიებელ მერაბ ანჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით.
2013-06-05
ომბუდსმენი პროკურატურას უკრაინის მოქალაქისთვის საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებისკენ მოუწოდებს
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“  და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, მიმართოს სასამართლოს მოქალაქე ანატოლი ჩ.-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებისა და გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით.
2013-06-03
გვარამიას სასამართლოზე შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი დაიკითხა
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯამბულ ებანოიძე, 2012 წლის შემოდგომაზე „თელასში“ დაგეგმილი საგადასახადო შემოწმების შესახებ დაიკითხა.  მისი თქმით, შემოწმების ბრძანება მოგვიანებით გაუქმდა და კომპანიასთან საგადასახადო შეთანხმების პროცესი დაიწყო.
2013-06-03
ახალაიას პროცესზე, მოწმეს ხელის გულზე დაზარალებულების გვარები ჰქონდა დაწერილი
შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა სიმონ ქარჩაიძემ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია სპეცრაზმელებისთვის მიყენებულ  სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მისი დაკითხვის დროს, აღმოჩნდა რომ მოწმეს, ხელის გულზე დაზარალებულების გვარები ჰქონდა ჩამოწერილი. ამ ფაქტს დარბაზში ხმაური მოჰყვა.
1 [2]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC