მართლმსაჯულება
2011-06-28
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, კანონმდებლობა მკაცრდება უკანონო ფორმირების შექმნის, პოლიციელსა და სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმის, ასევე გადასახადების არიდების მიზნით ქონების გადამალვის გამო.
2011-06-28
განსხვავებული ადგილები, განსხვავებული სტანდარტები
ორჯერ, 2006 და 2007 წლებში, New Europe-ის გვერდებიდან ევროპელ პოლიტიკოსებს სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტების გამოყენებაზე უარის თქმისკენ მოვუწოდებდი.
2011-06-28
შსს-ს მტკიცებით, ირაკლი ოქრუაშვილი ცხინვალიდან შემოსვლას აპირებდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომლის რამდენიმე წევრიც დაკავშირებულია „ქართულ პარტიასთან“.
2011-06-28
უფლებადამცველებმა წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
26 ივნისს საქართველოს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ტრადიციულად წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 9 აპრილის ბაღში გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი აქცია, რომლის ორგანიზატორები იყვნენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი „საფარი“, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრი.
2011-06-24
სოზარ სუბარმა და ეროსი კიწმარიშვილმა პატიმრობიდან გათავისუფლებული თანაპარტიელი მოინახულეს
2011-06-24
სასამართლო მერაბ ქათამაძის საქმეს არ იხილავს
რესპუბლიკური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილ კანდიდატს მერაბ ქათამაძეს პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვასა და ტარებაში ადანაშაულებს. ქათამაძეს მეორე წელია გირაო აქვს შეფარდებული. ერთი წელია საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაგზავნილი, თუმცა მისი განხილვა ამ დრომდე არ დაუწყიათ.
2011-06-24
სიღნაღის პოლიციის უფროსმა მოქალაქე ცემა
სიღნაღის პოლიციის უფროსმა ზაზა მაზიაშვილმა და პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მოქალაქე სოსო ჯავახიშვილი ცემეს. ინციდენტი 18 ივნისს, სიღნაღში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მოხდა. ცემის შემდეგ სამართალდამცავებმა სოსო ჯავახიშვილი დააკავეს, სასამართლომ კი მას ჯარიმა შეუფარდა. ჯავახიშვილს სხეულის დაზიანებები აქვს მიღებული და მკურნალობას სახლში გადის.
2011-06-23
ზვიად ხარებავას სტრასბურგის იმედი დარჩა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულ ზვიად ხარებავას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზვიად ხარებავას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
2011-06-22
ინტერპოლის ძებნილი პოლიტიკურ დევნილად იქცა
54 წლის თემურ ბასილიას, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის ხაზით, წითელი ცირკულარით ეძებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
2011-06-21
სასამართლომ ბადრი ბიწაძეს პატიმრობა შეუფარდა
2011-06-16
პავლე კუბლაშვილი - ცვლილებების მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონში ავსახოთ.
2011-06-15
პერიოდული ქუჩის ძალადობა საქართველოსთვის დამახასიათებელ მოვლენად იქცა
ფატი მანაგაძეს გაუხარდა, როდესაც გაიგო, რომ მისი შვილი დემური ციხეშია. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მანაგაძე თავის 21 წლის შვილს ეძებდა, რომელიც 25-26 მაისს თბილისში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ძალადობრივი შეტაკებების შემდეგ დაიკარგა. მას ყველაზე უარესის ეშინოდა, როდესაც დემურის გვარს პოლიციის მიერ დაკავებულთა სიაში ვერ პოულობდა.
2011-06-15
„უკანონო შეიარაღებული ფორმირების“ განმარტება გაფართოვდა, სასჯელები გამკაცრდა
უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისთვის, ხელმძღვანელობისთვის და/ან მასში მონაწილეობისთვის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ამ მიზნით ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში იგეგმება.
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

