მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2010-08-31
ექსპროპრიაცია ექსპროპრიაციისთვის - სახელმწიფომ მოქალაქეს საკუთრება ყაჩაღურად წაართვა და გაუნადგურა
78 წლის ლუბა კორუბკინა ღამეს თავისი
სახლის ნანგრევებთან ათევს. 9 აგვისტოს, ადლიაში, სახლის დანგრევის
შემდეგ, ის ტერიტორიას მაინც არ ტოვებს და მასთან საქართველოს პრეზიდენტს
და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ეპატიჟება. ოჯახის ადვოკატი ირაკლი
შავაძე აცხადებს, რომ ბათუმის მერია უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს.
„აღარ არსებობდა მერიისთვის ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების
არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები“, - აცხადებს ადვოკატი და
დამნაშავე მოხელეების დასჯას ითხოვს.
2010-08-30
წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორი კუდის თანამშრომელთან კამათის გამო დააპატიმრეს
სამართალდამცავებმა წინანდლის ღვინის
ქარხნის დირექტორი სანდრო მეგუთნიშვილი დააკავეს. პროკურატურა სანდრო
მეგუთნიშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობის ჩადენაში და
კუდ-ის თანამშრომლის კუთვნილი ნივთის დაზიანებაში ადანაშაულებს.
ინციდენტის თვითმხილველების თქმით, ძალოვანებმა ბიზნესმენისგან მოითხოვეს,
ღვინის კომპანიას გლეხებისგან ყურძენი მიეღო, რაზედაც სანდრო
მეგუთნიშვილმა უარი თქვა, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს.
2010-08-23
სახალხო დამცველი სასამართლო პრაქტიკაში არსებულ სისტემურ პრობლემებს ააშკარავებს
საქართველოს სახალხო დამცველის გიორგი
ტუღუშის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების
შესწავლის შედეგად, რომლითაც 15 აგვისტოს დაკავებულებს ირაკლი კაკაბაძეს,
ალეკო ჩიღვინაძეს და შოთა დიღმელაშვილს ადმინისტრაციული სახდელი დაედოთ,
იკვეთება ბევრი პრობლემა, რომელიც დღეისათვის სასამართლო პრაქტიკაში
სისტემურ ხასიათს ატარებს.
2010-08-17
ირაკლი კაკაბაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება
2010-08-16
„ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო!“ - პოეტები ლექსების კითხვისას დააკავეს და გაასამაართლეს
14 აგვისტოს პუბლიცისტმა ირაკლი
კაკაბაძემ, პოეტებმა შოთა გაგარინმა და ალექსი ჩიღვინაძემ ჯორჯ ბუშის
ქუჩაზე საპროტესტო არტ-აქცია მოაწყვეს. აქციის შესახებ საზოგადოებამ ორი
დღით ადრე სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საშუალებით შეიტყო. ორგანიზატორების
ინფორმაციით, ისინი ჯორჯ ბუშის ქუჩის სახელწოდებას გააპროტესტებდნენ და
მოითხოვდნენ, მისთვის ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის სახელი დაერქმიათ.
საპროტესტო არტ-აქცია - „ძირს ბუში! გაუმარჯოს უიტმენს!“ - პოეტების
დაპატიმრებით დასრულდა.
2010-08-13
საკონსტიტუციო პროექტი - უკან გადადგმული ნაბიჯი
ძლიერი პრემიერი, ძლიერი მთავრობა და
მაქსიმალურად დაკნინებული პარლამენტი - ეს საქართველოს საკონსტიტუციო
პროექტის ფორმულირებაა, რომელიც საორგანიზაციო კომისიამ 19 ივლისს
დაჩქარებული წესით მიიღო. ასე ფიქრობს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის,
მათ შორის იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ აღნიშნული
კომისიის წევრები არიან. მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების
მიუხედავად, პროექტი მიღებულია და სექტემბერში მას უკვე პარლამენტი
განიხილავს.
2010-08-12
სარაკეტო დანადგარები აფხაზეთში - კრემლის თავხედობის მწვერვალი
რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორიაზე C-300
ჰაერსაწინააღმდეგო ტიპის თავდაცვის სისტემები განალაგა. ამის შესახებ
სააგენტო „იტარ-ტასი“ იუწყება. რუსეთის შეიარაღებული ძალების
გენერალ-პოლკოვნიკის, ალექსანდრე ზელინის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში
ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის საჯარისო ნაწილები განთავსდნენ. გავრცელებულ
ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი გამოეხმაურა
და განაცხადა, რომ აშშ-მ ჯერ კიდევ ორი წლის წინ იცოდა რუსეთის მიერ
აფხაზეთში C-300-ს შეტანის შესახებ.
2010-08-11
წყალში გადაყრილი მილიონები
ფოთის 24-საათიანი უწყვეტი
წყალმომარაგებისთვის დღემდე 27 მილიონია დახარჯული. პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა მთელი საქართველოს დასანახად რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ
ეთერში დიდის ამბით მოგვილოცა „მუდმივი წყალი“ და ამ ისტორიული მოვლენის
გახსნის ნიშნად, ერთ-ერთი ფოთელის ოჯახში სიმბოლურად ონკანიც მოუშვა.
როგორც შემდეგ გაირკვა, იმ ონკანში წყალი სახლის სახურავზე დადგმული
რეზერვუარიდან მოედინებოდა. ყველაზე მეტად ფოთელები მოტყუვდნენ, რადგან ამ
ღირსშესანიშნავი თარიღიდან ორი წლის შემდეგაც მათ წყალი ჩვეულებისამებრ,
ყოველ მეორე დღეს რამდენიმე საათით მიეწოდებათ და, სხვათა შორის,
საქართველოში ყველა რეგიონზე ძვირადაც.
2010-08-10
პოლიცია თვითმმართველობას პარაზიტივით სისხლს სწოვს
2010 წლის ექვს თვეში ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პოლიციის დასაფინანსებლად 89 879 ლარი და 35
თეთრი დაიხარჯა. აღნიშნული თანხა ძირითადად კომუნალურ გადასახადებს,
მონობარათებისა და საწვავის შეძენას მოხმარდა. ამავე თანხიდან წელს
გამჭვირვალე პოლიციის ოფისისთვის 1300 ლარის ღირებულების 372 ხელსაწმენდი
ქაღალდი, 2500 ლარის ღირებულების 676 ცალი ტუალეტის ქაღალდი და 1200 ლარის
ღირებულების 80 ცალი გამფრქვევი სუნამო შეიძინეს. „ბიუჯეტის საკუთარი
შემოსულობებიდან, პოლიციის დაფინანსებაზე გაცემული არათუ 90 000 ლარი,
არამედ 1 თეთრიც კი არამიზნობრივი ხარჯია“, - აცხადებს ექსპერტი.
[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას