00:38, Thursday, 18.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-07-26
ველოსიპედის ქურდობისთვის 16 წლის მოზარდს 9 წლიანი პატიმრობა ემუქრება
16 წლის ნოდარ ტუკვაძე მეექვსე თვეა ბათუმის მესამე საპყრობილეში იმყოფება და სასამართლოს განაჩენს ელის. მოზარდს ბათუმის პროკურატურა ბრალს ველოსიპედის ძარცვაში სდებს. გამოძიება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა, რომელიც განსასჯელის ადვოკატის განცხადებით, არაობიექტურია. დაზარალებული აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს ინსპექტორია.
2007-07-26
დისშვილის ვალებისთვის დეიდას ბინას ართმევენ
მედეა ხოხაშვილს, როგორც მიწისძვრით დაზარალებულს, სახლი ხელისუფლებამ მისცა. ხოხაშვილი ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ახლა კი მთელი ოჯახი დისშვილის აღებული ვალების გამო უსახლკაროდ რჩება.
2007-07-20
„სასამართლოს გამჭვირვალობა აუცილებელია“
საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სასამართლო პროცესებზე ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების აკრძალვaს ითვალსიწინებს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
2007-07-17
„12 ნაბიჯი" ნარკომანი პატიმრებისთვის
რამდენიმე ხნის წინ ქუთაისის #2 საპყრობილეში ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების საკითხებზე სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. ფაქტი უპრეცენდენტო იყო, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ მომხსენებლებს თავად ნარკომანი პატიმრები წარმოადგენდნენ. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მავნებელია ნარკოტიკი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორ ანგრევს იგი ადამიანის ფსიქიკას და ა. შ.
2007-07-16
ადვოკატი უფასოდ
2007 წლის ბოლოს უფასო საადვოკატო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს მთელ მოსახლეობას ექნება. ამ ეტაპისთვის სახაზინო ადვოკატი მხოლოდ რამდენიმე რაიონს ფარავს. მართალია, ჯერჯერობით მომსახურება შეზღუდული არ არის, თუმცა 2009 წლიდან ის მხოლოდ გარკვეული კატეგორიას მოემსახურება.
2007-07-13
ქუთაისელი იურისტები სასამართლოში ფოტო-კინო-ვიდეოგადაღების აკრძალვას აპროტესტებენ
ორი დღის წინ, 117 ხმით 18-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, რომელიც სასამართლოს შენობასა და სასამართლოს სხდომათა დარბაზში ფოტო-კინო-ვიდეოგადაღების აკრძალვას ითვალისწინებს.
2007-07-13
"სპეცსანახაობა" ქუთაისში
გასულ კვირას, ქუთაისში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ განხორციელებულმა სპეცოპერაციამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც ორ ნაწილს მოიცავს. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის 24 თანამშრომელს ბრალი ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებასა და ბიუჯეტიდან 600, 000 ლარის მითვისებაში ედება.
2007-07-12
გურამ შარაძის პოლიტიკური მკვლელობის 3 ვერსია(დასასრული)
კიდევ ერთ-ერთი ცნობილი სახე, მეცნიერი, პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი და გურამ შარაძის მეგობარი ელიზბარ ჯაველიძე "ადამიანის უფლებათა ცენტრთან" საუბრისას აცხადებს, რომ მკვლელობა არა ერთი, არამედ ორი იარაღითაა ჩადენილი. მას გამოძიებასთან რამდენიმე კითხვა აქვს და პასუხს ელის. თუმცა, ობიექტური გამოძიების იმედი, სხვა რესპონდენტების მსგავსად, არც მას აქვს.
2007-07-11
გურამ შარაძის პოლიტიკური მკვლელობის 3 ვერსია (მეორე ნაწილი)
შარაძეების ოჯახს გამოძიებასთან უამრავი კითხვა აქვს. თუმცა. დღევანდელ საგამოძიებო სისტემას, უნდობლობის გამო, კითხვებით არ მიმართავენ. შარაძის საქმეში საინტერესოა ე.წ. მესიჯების ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო. კერძოდ, 2002 წლის ზაფხულში მაგთის 10 000 აბონენტმა მიიღო სატელეფონო შეტყობინება ტექსტით: „სიკვდილი ფაშისტ გურამ შარაძეს, გაუმარჯოს თავისუფლების ინსტიტუტს“.
2007-07-10
8 წლის ბავშვს ბაბუის ნაანდერძევ სახლს ართმევენ
“სასამართლოდან რომ მოვდიოდით, ჩემმა 8 წლის შვილმა მითხრა: დედიკო, ისეთ დღეში ვართ, რიონში თუ გადავვარდებით და თავს დავიხრჩობთ, თუ არა, სხვა გამოსავალი აღარ გვაქვსო. შვილს რას ვერჩი, მაგრამ მე სხვა გამოსავალი, მართლაც, აღარ დამრჩენია. დანაშაულის გრძნობის გამო საკუთარ შვილებს თვალებში ვეღარ ვუყურებ. სამი წელია, ჩემი შვილი კეთილი ადამიანების დახმარებით, ბაბუისაგან ნაანდერძევი სახლის კანონიერ მფლობელობაში დაბრუნებისთვის ბრძოლაშია ჩართული.
2007-07-09
გურამ შარაძის პოლიტიკური მკვლელობის 3 ვერსია (პირველი ნაწილი)
20 ივლისს ცნობილი პოლიტიკოსის, აკადემიკოსის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, გურამ შარაძის მკვლელობიდან 2 თვე სრულდება. თუმცა, მისი ოჯახის წევრები დღემდე არავის დაუკითხავს. მისი ადვოკატი კი იგნორირებულია და გამოძიების პროცესში ვერ მონაწილეობს. ოჯახი სამართალდამცველებთან არ თანამშრომლობს და ობიექტური გამოძიების იმედი არა აქვს.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC