19:55, Monday, 14.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2009-03-06
ქართული მართლმსაჯულება პოლიტიკური ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ?!
მერაბ რატიშვილი - საქართველოს საზოგადოება მას პოლიტიკური პატიმრის სტატუსით იცნობს, თუმცა სასამართლოს ორმა ინსტანციამ დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების მოხმარებასა და შენახვაში. ადვოკატების მეშვეობით ციხიდან ხშირად მიმართავს საზოგადოებას და სთხოვს, ხმა აიმაღლოს სასტიკი მართლმსაჯულების წინააღმდეგ. მიაჩნია, რომ 2008 წლის 15 ივლისს  თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა პოლიტიკური შეხედულებისა და პოლიტიკური საქმიანობისთვის მიუსაჯა. განსაკუთრებული იმედით არ ელის ქართული მართლმსაჯულების უკანასკნელი ინსტანციის, უზენაესის, განაჩენს. იცის, რომ განაჩენი არ შეიცვლება. კიდევ ერთი საქმე გაუყვება სტრასბურგის გზას - ისევ  საქართველოში სამართლიანი სასამართლოს არარსებობის მოტივით.

2009-03-05
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში ხურჩაში მომხდარ ინციდენტზე
შესავალი:

• 2008 წლის ხურჩას ინციდენტი ეხება სოფელ ხურჩაში ავტობუსებზე მომხდარ თავდასხმას. ინციდენტი ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც ესაზღვრება აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკას და რომლის დამოუკიდებლობაც სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერაციამ აღიარა.

2009-03-02
”გურამ შარაძის მკვლელობის თემას ტაბუ აეხსნა”
ახლადაღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის თავიდან გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავს ”ადამიანის უფლებათა ცენტრი”, გურამ შარაძის ოჯახი და მათი უფლებების დამცველი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. გაიზიარებს თუ არა პროკურატურა ამ მოთხოვნას, ეს დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

2009-03-02
5 წელი - სამი ხმელი ხის მოჭრისათვის
გურჯაანის რაიონული სასამართლო, სოფელ კაჭრეთში, გზის პირას, სამი ხმელი ხის მოჭრისათვის ოთხი შვილის მამას, ოთარ ბერელაშვილს ასამართლებს. კახეთის საოლქო პროკურატურა ბერელაშვილს ხეების უკანონოდ მოჭრაში და ქურდობაში ადანაშაულებს და მისთვის სასჯელის მაქსიმუმს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

2009-02-27
პოლიტიკური პატიმრები საქართველოში
 
საქართველოს სინამდვილისათვის პოლიტპატიმრების თემა კვლავ აქტუალურია. ხელისუფლების მიერ „დემოკრატიის“ და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ აღიარების მიუხედავად ხელისუფლების კრიტიკა, ხშირ შემთხვევაში სამართლიანი, სახიფათო საქმეა.

ბუნებრივია, რომ ხელისუფლება არ აღიარებს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის ფაქტებს, საკუთარი იმიჯის შელახვის საშიშროების გამო.      სრული ვერსია
2009-02-24
გურამ შარაძის საქმის გამოძიებაში ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ერთვება
აკადემიკოს გურამ შარაძეს 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად იგი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობა დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე მოხდა და მას  ჰყავდა მოწმეები, მათ შორის  - საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: ლევან ბოჭორიშვილი და რობერტ პანიევი. შესაბამისი კადრები მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე სადაზღვევო კომპანია "ლდაგის" ვიდეოთვალმაც ასახა.
2009-02-23
ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრებს აწამებენ
"აქამდე ისე გვექცეოდნენ, როგორც ცხოველებს.  საკვებად უცხიმო სუპს გვაძლევდნენ, ეხლა რაც შეიძლება მეტ მარილს აზავებენ, რომ ვერ ვჭამოთ და ნარჩენებით საკუთარ ფერმებში ღორები გამოკვებონ. ან თუ შევჭამთ, წყალი მოგვწყურდეს, წყალს კი არ გვაძლევენ. ხმის ამოღების შემთხვევაში გვაგინებენ. გვცემენ მომსახურე პერსონალის და პოლიციის თანამშრომლებიც. ექიმები ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევენ, მალე მოკვდებითო, მარტო ამას ამბობენ".
2009-02-20
ყაჩაღობა თუ ცრუ დასმენა
ეროვნებით ქურთი სლავა ბუკავაძე, მასთან ერთად მისი ძმა, რუსლან ბუკავაძე და მათი მეგობარი ნიკა ხრუშოვი ჯგუფური ყაჩაღობის მუხლით გაასამართლეს. ძმებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა  და 7 ათასი ლარი ჯარიმა მიესაჯათ.
2009-02-17
შალიკაშვილების დახურული პროცესი
და-ძმას, ნათია და თენგო შალიკაშვილებს ჯგუფურ ყაჩაღობაში ედებათ ბრალი. მათ წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებად მხოლოდ ორი მოწმისა და დაზარალებულს ჩვენებაა. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ბრალდებულთა დედაზეც, მოწმის მოსყიდვის ბრალდებით. შალიკაშვილების სასამართლო პროცესი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძემ პროკურორის შაუმდგომლობის საფუძველზე დახურა. პროცესის გახსნას, განსასჯელი მხარის მოთხოვნის მიუხედავად, განაჩენის გამოცხადებამდე არ აპირებენ.

2009-02-09
სახელმწიფო მოქალაქეს ვალს არ უხდის
სახელმწიფოს ამირან მიქელაძის ვალი მართებს. მიქელაძეს კი, სახელმწიფოსგან მიუღებელი თანხის გამო  საგადასახადო ინსპექციის. საგადასახადო ინსპექციამ  ვალის აღების მიზნით, მიქელაძის უძრავ-მოძრავი ქონება დააყადაღა.  6 თებერვალს,  ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაყადაღებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის ბრძანება გასცა.
 
2009-02-07
კანონი კრძალავს, მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან პოლიცია მაინც ფინანსდება
"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანული კანონისა და "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება ისეთი დაწესებულებების დაფინანსება, რომელიც კანონით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიუხედავად ამისა, შს სამინისტროს რაიონული სამმართველოები ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გარკვეულ დაფინანსებას მაინც იღებენ.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 [12] 13 14
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC