01:42, Thursday, 28.01.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2021 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2011-10-24
შსს „ქვების ენერგიას“ სწავლობს - მორიგი იერიში ივანიშვილის წინააღმდეგ
22 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპოზიციონერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი დააკავეს. მას საქართველოში ის დოკუმენტაცია ჩამოჰქონდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა რუსეთის საკონსულოსგან ოფიციალურად გამოითხოვეს.

2011-10-19
არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას
ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებები, შეშფოთებულნი ვართ ცნობილი ბიზნესმენის და აწ უკვე პოლიტიკოსის, ბიძინა ივანიშვილისთვის, აგრეთვე მისი მეუღლისთვის - ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევის გამო. როგორც მიმდინარე მოვლენებიდან იკვეთება, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაუსწორდეს ახალ პოლიტიკურ ოპონენტს და არ მისცეს მას საშუალება, განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები.

2011-10-18
„ენვერის“ საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატებს განაჩენს არ აცნობენ
გახმაურებული სპეცოპერაცია „ენვერის“ ფარგლებში გასამართლებულ პირთა ადვოკატებს მსჯავრდებულთა განაჩენს არ აცნობენ. როგორც „პირველს“ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მფრინავის გოჩა დიასამიძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, სასამართლო ადვოკატებს განაჩენის სამოტივაციო ნაწილს იმ მოტივით არ აცნობს, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

2011-10-17
თეა წულუკიანი: „ჩვენ ყველანი ვხდებით მკვლელობის თანამონაწილე, როცა მის წინააღმდეგ ხმას არ ვიმაღლებთ“
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 57 წლის სერგო თეთრაძე დაკავებიდან ერთ კვირაში საპატიმროში გარდაიცვალა. თეთრაძე სამხედრო ოფიცერი იყო და 2007 წლამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. ოფიციალური ინფორმაციით, თეთრაძე გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“  წარმომადგენლები აცხადებენ რომ იგი საპატიმროში წამებით მოკლეს.

2011-10-13
ბიძინა ივანიშვილის ფონდის დირექტორის სიმამრი დააკავეს, მამა სამსახურიდან გაათავისუფლეს
კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის დაკავება შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდეს. თამაზაშვილის სიძე - ქალიშვილის ქმარი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელია. თამაზაშვილის დაკავებასთან ერთად, სამსახურიდან გაათავისუფლეს ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი.

1 2 3 4 [5] 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC