მართლმსაჯულება
2013-01-23
გამოცხადებული დაკავებების ქრონიკა
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში უკვე არსებობდა მოლოდინი, რომ წინა ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანს საზოგადოება გისოსებს მიღმა იხილავდა. არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური კოალიციის - „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ გახმაურებული საქმეების გამოძიება და კორუფციასა თუ ადამიანების წამებაში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემა იყო.
2013-01-22
ჩალაგაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
2013-01-21
პროკურატურამ ახმედ ჩატაევის მიმართ დევნა შეწყვიტა და ბრალი მოუხსნა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებულის, ჩეჩნეთიდან ლტოლვილ ახმედ ჩატაევის მიმართ, დანაშაულის არ არსებობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ჩატაევს გირაოს სახით გადახდილი 5 ათასი ლარიც უკან დაუბრუნდება.
2013-01-18
საქართველოს შესაძლოა, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გადახდა მოუწიოს
იმ ახალი კანონის შედეგად, რომელსაც საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, დავით უსუფაშვილმა მოაწერა ხელი, პოლიტპატიმრად აღიარებული 190 ადამიანი ციხიდან გაათავისუფლეს.
2013-01-15
პროკურატურა აცხადებს, რომ მეგის ქარდავას დავალებით სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს ვიდეოკადრებით აშანტაჟებდნენ
მთავარმა პროკურატურამ მედიას სკანდალური ვიდეომასალა წარუდგინა, რომელშიც, როგორც პროკურატურა განმარტავს, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ ცნობილ მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობას ამყარებენ კონსპირაციულ ბინაში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დავალებით გადაბირებული პირები.
2013-01-14
ყველაზე მცირეწლოვანმა მსჯავრდებულმა ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა
საქართველოს პარლამენტმა 21 დეკემბერს ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო, რომლის თანახმად, ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3000 პატიმარი უნდა გათავისუფლდეს - მათ შორის პოლიტპატიმრები. ამნისტიის პირველი ეტაპი 13 იანვარს განხორციელდა და საქართველოს სხვადასხვა საპყრობილე 190-მდე პატიმარმა უკვე დატოვა. მათ შორის იყო ყველაზე მცირეწლოვანი მსჯავრდებული გიორგი ზერეკიძე.
2013-01-14
ლია მუხაშავრია: „ამნისტიით პატიმრების გათავისუფლება საზოგადოებისთვის საფრთხეს არ შეიცავს“
ამნისტიის სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის დაწყებული კონსულტაციების მიზნებსა და მიზეზებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ აღმასრულებელ დირექტორს, ლია მუხაშავრიას ესაუბრა.
2013-01-10
ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში 12 იანვარს შევა
ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში 12 იანვარს შევა, საპყრობილეებს კი პირველ რიგში პოლიტპატიმრები დატოვებენ - ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა , ასევე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
2013-01-09
პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს ოთხიდან ორ ბრალდება მოუხსნა
პროკურატურამ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ოთხიდან ორ ბრალდება მოუხსნა. ამის შესახებ 8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის სისხლის სამართლებრივი დევნის დეპარტამენტის უფროსმა, თემურ მიქაბერიძემ განაცხადა.
2013-01-09
თანამდებობის პირთა გახმაურებული საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი შეიძლება გახდეს
2013-01-08
სასამართლო პროცესებზე შესაძლოა, ფოტო და ვიდეოგადაღება კვლავ აღდგეს
პარლამენტმა სასამართლო დარბაზებში ფოტო და ვიდეოგადაღების თემის განხილვა დაიწყო. პროცესებზე ფოტო და ვიდეოგადაღების დაშვების ინიციატივით იუსტიციის სამინისტრო გამოდის. პარლამენტარების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილებათა პაკეტი ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს და დაჩქარებული წესით გადაწყვეტილების მიღება გამართლებული არ იქნება.
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

