04:08, Thursday, 14.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-04-26
სადისტურად მოკლული ძმების დას ემუქრებიან
ადამიანის უფლებათა ცენტრის ვებ-გვერდზე, 4 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიას „ყვარლის გამგებელს ბავშვების მკვლელობაში ადანაშაულებენ“ დიდი რეზონანსი მოჰყვა. პროკურატურამ, არასრულწლოვანი ძმების კახა და ზაქრო ღელაღუტაშვილების მკვლელობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება განაახლა. ამასთან ერთად, გუშინ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ყვარლის გამგებელმა მამუკა კუპრაშვილმა დაწერა.
2007-04-25
საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა 20 წლის ბიჭი გაიტანა
„ჩემი შვილის მკვლელს გენერალური პროკურორის ძმა მფარველობს“ 25 მარტს, თელავში, საზარელი ავტოავარია მოხდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბესიკ მრელაშვილმა, კუთვნილი ავტომანქანით, რომელსაც ნასვამი მართავდა, ქალაქის ცენტრში 20 წლის გიგა ჩარბაძე გაიტანა. ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული ჩარბაძე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ინციდენტის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ დანაშაულის დაფარვა სცადა და გამოძიების ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტი შეადგინა. მიუხედავად ამისა, პროკურატურას ისინი პასუხისგებაში დღემდე არ მიუცია. თავისუფალია ბესიკ მრელაშვილიც, რომელმაც გირაოს სახით 25 ათასი ლარი გადაიხადა.
2007-04-20
დედა 7 წლის შვილთან ერთად თელავის სასამართლოს შენობის წინ თვითმკვლელობით იმუქრება
თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები გულნაზ არიხ ყიზი თვითმკვლელობით იმუქრება. აზერბაიჯანელი ეროვნების ქალბატონის თქმით, პროტესტის მიზეზი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც თვითნებობის მუხლით მის წინააღმდეგ თელავის პოლიციამ აღძრა. გულნაზ არიხ ყიზი ამბობს, რომ მას სამართალდამცავები ეროვნული ნიშნით ჩაგრავენ და დაპატიმრებით ემუქრებიან.
2007-04-19
პატიმარების სიკვდილიანობა კატასტროფულად მატულობს
პატიმართა გარდაცვალების სტატისტიკა კატასტროფულია. 3 თვეში გარდაცვლილი 28 პატიმარი - ასეთი სტატისტიკური მაჩვენებლები არავის ახსოვს. ექსპერტები სასჯელთაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას კატასტრუფულს უწოდებენ და სასწრაფო ზომების მიღებაზე საუბრობენ.
2007-04-19
„მშიერ“ ციხეში სასურსათო ობიექტი გაიხსნა
ქუთაისის #2 საპყრობილეში პატიმრები ცუდი პირობების გამო მისი გახსნის დღიდან ჩივიან. დაგვიანებით მიწოდებული საკვები, მწირი სამედიცინო ბაზა, მოშლილი კანალიზაცია და სახურავიდან ჩამოსული წვიმის წყლით დატბორილი საკნები - ეს ის დეტალებია, რომლებიც დღემდე კრიტიკის საგნად რჩება.
2007-04-16
ოსური სოფლის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს
სოფლიდან რაიონულ ცენტრამდე 15 კილომეტრია. ამ მანძილს მოსახლეობა უკვე მეორე წელია ფეხით გადის. მეზობელი სოფლებიდან ფეხით დადიან პედაგოგებიც, რომლებიც ყიტაანის სკოლაში ასწავლიან. მოსახლეობამ ხელისუფლებას დახმარება რამდენჯერმე სთხოვა. განათლების სამინისტრომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადასაადგილებლად სასკოლო ავტობუსი გამოუყო, მაგრამ ტრანსპორტი დღემდე სკოლის დარაჯის ეზოშია „დაპატიმრებული“.
2007-04-02
აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
რაიონის გამგეობა, საკრებულო, სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია, პოლიცია, ამ სამსახურებში მოსახლეობის მიერ ერაერთხელ შეტანილი საჩივრები რეაგირების გარეშე დარჩა. პრობლემით მანამდე არ დაინტერესდნენ, სანამ გასულ კვირას, სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში მდებარე ერთ-ერთ კუსტარულ საწარმოში მომხდარ აფეთქებას კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე არ ემსხვერპლა.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC