00:02, Wednesday, 13.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2008-04-23
რატომ ფიქრობენ ადვოკატები, რომ კონსტანტინე კუბლაშვილის ბრძანება უკან გადადგმული ნაბიჯია?
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მიიღო ბრძანება, რომლის საფუძველზეც კომისია შეიქმნა. ამ კომისიამ „სახელმძღვანელო წინადადებები და რეკომენდაციები“ გამოსცა. ადვოკატთა გარკვეულ წრეს მიაჩნია, რომ ეს რეკომენდაციები კანონის იგნორირებას ემსახურება.

2008-04-23
რატომ იმატა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულმა
გენერალური პროკურატურის სტატისტიკური მონაცემებით, რეგისტრირებული დანაშაულების რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო. ოფიციალური ინფორმაციით, შემცირდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გაიზარდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. თუ 2006 წლის ნოემბერში მძიმე დანაშაულის 1960 შემთხვევა დაფიქსირდა, 2007 წლის ნოემბრის ჩათვლით 1012 დანაშაულია აღრიცხული. გენპროკურატურა იტყობინება, რომ მძიმე დანაშაულის შემცირება 2008 წელსაც აღინიშნება, რასაც ექსპერტები არ ეთანხმებიან.

2008-04-23
მოშიმშილე ადვოკატი „სიგამხდრისთვის“ დააკავეს
„ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი აქტივობა, ჩვენი პროტესტი, ადვოკატთა გამოფხიზლება, ბრძოლა თავისუფლების დაცვისთვის შეაჩერონ. მე შიგნით ვიქნები თუ გარეთ, გავაგრძელებ ამ ბრძოლას, დავამტკიცებ რომ ეს არის აბსოლუტურად უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი და მოწყობილი პროვოკაცია“. ეს განცხადება წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 აპრილს დაკავებულმა ადვოკატმა, მალხაზ ჯანგირაშვილმა გააკეთა.
2008-04-22
იურისტები საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებენ
2008 წლის 17 იანვარს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებები შევიდა. მე-2 მუხლიხ მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „სასამართლო არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა“. იურისტების თქმით, ეს ცვლილება სასამართლოსთვის მიმართვის თავისუფლებას ზღუდავს და საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად, საერთაშორისო სამართლის აქტებსაც ეწინააღმდეგება.
2008-04-18
ზუგდიდელმა პოლიციელებმა 64 წლის ქალი სცემეს
შ.ს.ს. ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა ტურფა გვილია მაშინ სცემეს, როცა იგი შვილის დაკავების მიზეზების გარკვევას ცდილობდა. ურთიერთშელაპარაკების შედეგად პოლიციელებმა 64 წლის ქალბატონი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ზეგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტურფა გვილია და მისი ვაჟი, გოჩა ბუკია, იმავე დღეს, 13 აპრილს ადმინისტრაციული სახდელით დააჯარიმეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაშავებული ტურფა გვილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნას, ცემაში მონაწილე პოლიციელების მიმართ ს.ს  საქმის აღძვრას და მათ დასჯას მოითხოვს.

2008-04-18
უსამართლო სასამართლოს მორიგი მსხვერპლი
ბიმის და ლედის გადაწყვეტილი საქმე

"ვიცი, რომ სუფთა ხარ, მაგრამ რა ვქნა, შენი დახმარება არ შემიძლია. მხოლოდ ერთს გირჩევ, ეცადე, ცხოვრებამ არ გაგაბოროტოს“, - ურჩია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ივანე აფრიდონიძემ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილ გიორგი ცხაკაიას. რამდენიმე დღეში მას ძალაში დაუტოვეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი -  9 წლით თავისუფლების აღკვეთა დანაშაულისათვის, რომელიც ცხაკაიას არ ჩაუდენია.

2008-04-17
ვიდეოპატრული ადამიანის უფლებების წინააღმდეგ
„დიდი მადლობა პატრულს“ - ეს ფრაზა  შინაგან საქმეთა სამინისტროს სატელევიზიო პროექტების გაშვების შემდეგ ყველასთვის გახდა ცნობილი. თუმცა, შსს-ს პრესცენტრის მიერ მომზადებული გადაცემების დროს ხშირად ისმოდა სხვა ფრაზაც: „არ გადამიღო!“.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, ირღვევა თუ არა ადამიანის უფლებები, როდესაც მას ნებართვის გარეშე უღებენ, მაშინაც კი, როდესაც პატრულის თანამშრომლებს დაკავებული ეჭვმიტანილად მიაჩნია.  
2008-04-16
ადვოკატებზე ზეწოლა რეგიონებშიც პრობლემაა
ბოლო დღეებში დედაქალაქში მიმდინარე ადვოკატების გაფიცვებმა და ადვოკატ მალხაზ ჯანგირაშვილის ერთთვიანმა შიმშილობამ ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ახალციხის რაიონში, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა” ადვოკატ კახა მაღრაძეს, რამდენიმე კითხვით მიმართა.

2008-04-11
სოდ-ის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გენერალური პროკურატურის დავალებით, კახეთის საოლქო პროკურატურამ პრესაში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, სოდ-ის მაღალჩინოსნის მიერ, რეგიონში ნარკოტიკების გაყიდვასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე 332-ე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით არის აღძრული. პროკურატურამ მოწმის სახით უკვე დაკითხა რამდენიმე პირი. არ არის გამორიცხული, შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს განყოფილების უფროსი დავით ლეგაშვილი ამ დღეებში დააკავონ.

2008-04-11
ბათუმში „თანასწორობის ინსტიტუტის წევრი“ დააკავეს
„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი ჯანო რიჟვაძე და კიდევ 5 მოქალაქე 30 მარტს ბათუმში დააკავეს. თანასწორობის ინსტიტუტის წევრების განცხადებით, დაკავების მიზეზი „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრობა იყო.

2008-03-25
შეთანხმება იმერეთის სააღსრულებო ბიუროში შედგა
2008 წლის 24 მარტს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელმა ხონის რაიონში დურმიშხან ხურცილავამ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იმერეთის ოფისის უშუალო ჩარევით, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დანიშნა. სოციალურად დაუცველმა ოჯახმა 5 წლის თავზე, როგორც იქნა,  სამართალი იპოვა.

1 2 3 4 5 6 7 [8] 9 10 11 12
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC