კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

ვახანიას საქმემ მსოფლიოში ცნობილი უფლებადამცველი, სერგეი კოვალიოვი გააოგნა

30 დეკემბერი, 2009
ერთი წელი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლისათვის და სამი - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის - ასეთია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის II ნაწილითა და 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი, რომელიც აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე დავით კეკენაძე) მიმდინარე წლის 10 სექტემბერს მიუსაჯა. ვახანია სამართალდამცავებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის 2009 წლის 17 მარტს დააკავეს. იგი ამჟამად ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით, ზუგდიდის მე-4 საპყრობილეში, უმძიმეს პირობებში იმყოფება.

ბესელიას ოჯახის წევრებს მოსამართლემ პროკურორების მიერ გამოწერილი სასჯელი მიუსაჯა

28 დეკემბერი, 2009

ადვოკატთა ახალ გაერთიანებას მხარდამჭერები ქუთაისშიც შეუერთდნენ

15 დეკემბერი, 2009
ადვოკატთა ახალ გაერთიანებას - „საქართველოს ადვოკატები - დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ მხარდამჭერები ქუთაისშიც შეუერთდნენ. 12 დეკემბერს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატებმა თავიანთი პროფესიული საქმიანობის გარშემო არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ითქვა, რომ ადვოკატთა გაერთიანების მთავარი მიზანი ამ პროფესიის გაძლიერება იქნება. „საქართველოს ადვოკატები - დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ დამფუძნებლები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადვოკატები: დავით ასათიანი, დიმიტრი გაბუნია, მანანა კობახიძე, დავით ლანჩავა, როინ მიგრიაული, რუსუდან პიტავა, ზურაბ ტაბიძე, ირაკლი ყანდაშვილი, აკაკი ჩარგეიშვილი და სხვები.

პოლიციას არა აქვს უფლება, დამალოს ინფორმაცია ოსი პატიმრების შესახებ

14 დეკემბერი, 2009
ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომამდელ და ომის შემდეგდროინდელ ოს ტყვეებზე გამუდმებით საუბრობს და ქართული მხარისგან მათ დაბრუნებას ითხოვს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების არსებობას საქართველოს იურისდიქციაში მყოფ ციხეებში. შსს-ს მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ეთნიკურად ოსი პატიმრები, რომლებიც ქართულმა პოლიციამ დააკავა, კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულებში არიან ბრალდებულები. ნაწილს მსჯავრიც დაედო. თუმცა, მოულოდნელად გაირკვა, რომ საქმე მთლად ასე არ არის. ტირძნისიდან გატაცებული 2 მოზარდის სანაცვლოდ 5 ოსი პატიმრის გათავისუფლებით, პრაქტიკულად, დადასტურდა, რომ ქართულ ციხეებში მართლაც არსებობენ უკანონოდ დაპატიმრებული ოსი მოქალაქეები.