მართლმსაჯულება
25 მარტი, 2009
23 მარტს, მთელი ღამის განმავლობაში პოლიტიკური პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის პარტიის ცხრა წევრის დაკავება მიმდიარეობდა. როგორც გაირკვა, ბათუმში დააკავეს ზურა ავალიანი, ნუგზარ გოგრიჭიძე და დათო გოგრაჭაძე, თბილისში ვახო ნარსია, მამუკა შენგელია, ვახო თუშმალიშვილი, როინ ბუღაშვილი, გიორგი გიას-ძე ბოლაშვილი (დაბ. 1981 წელს) და გიორგი ბოლაშვილი. დაკავებულია ბადრი ბიწაძის (პოლიტიკური პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მეუღლე) მძღოლიც.