მართლმსაჯულება
2010-09-17
საქალაქო სასამართლოში „დაზარალებული ბრალდებულების“ დაკითხვა დაიწყო
16 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში
განახლდა ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დაჭრილი სტუდენტების სასამართლო
პროცესი. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდები: ზაზა შავლიაშვილი,
ვასილ გიგუაშვილი, ნიკა ბერუაშვილი, როლანდ ნიკოლოზაშვილი და საბა
მღვდელაძე ამ საქმეზე პროკურატურამ თავდაპირველად დაზარალებულებად ცნო,
მოგვიანებით კი ხულიგნობის ბრალდება წაუყენა.
2010-09-15
უპრეცედენტო უკანონობა - დაზარალებული თან ბრალდებულები არიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 5
სტუდენტი უკვე რვა თვეა, გლდანის საპყრობილეში წინასწარ პატიმრობაში
იმყოფება. ზაზა შავლიაშვილი, ვასილ გიგუაშვილი, ნიკა ბერუაშვილი, როლანდ
ნიკოლოზაშვილი და საბა მღვდელაძე ერთსა და იმავე დანაშაულზე აღძრულ
საქმეებში დაზარალებულებიც არიან და ბრალდებულებიც. პატიმრებს შემთხვევის
დღეს მიყენებული ჭრილობები გაურთულდათ და ამჟამად მათი ჯანმრთელობის
მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამის მიუხედავად, პროკურატურა ახალგაზრდებთან
საპროცესო გარიგების გაფორმებასაც კი არ თანხმდება და „დაზარალებული
ბრალდებულების“ მკაცრად დასჯას ცდილობს.
2010-09-13
მსოფლიოში აღიარებულმა მწერლებმა სააკაშვილს ქართველი კოლეგების დაცვა მოსთხოვეს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა მწერალთა მსოფლიო გაერთიანების - საერთაშორისო პენისა და მისი
ამერიკული ფილიალის სახელით ორი საპროტესტო წერილი მიიღო. მსოფლიოში
აღიარებული მწერლები, რომელთა შორისაც ნობელის პრემიის რამდენიმე
ლაურეატია, საერთაშორისო პენის ქართული ცენტრის სამი წევრის - ირაკლი
კაკაბაძის, შოთა გაგარინისა და ალექსი ჩიღვინაძის უკანონო დაპატიმრებამ და
დაჯარიმებამ აღაშფოთა. მარიო ვარგას ლიოსა, ტონი მორისონი, რასელ ბენქსი
და სხვა სახელოვანი მწერლები საქართველოს პრეზიდენტისგან, მთავარი
პროკურორისგან და სახალხო დამცველისგან მკაცრად მოითხოვენ კაკაბაძის,
გაგარინისა და ჩიღვინაძის უფლებების დაცვას.
2010-09-07
ნოდარ საქუაშვილის ოჯახს ქონება წაართვეს
1
[2]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
გორაშვილი vs ნაჭყებია
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას