მართლმსაჯულება
2010-09-21
მოკლეს თუ დაიხჩო? - ოჯახი სახელმწიფოსგან გამოძიებას ითხოვს
ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის
მკვიდრის 29 წლის ელგუჯა ახალაიას საეჭვო ვითარებაში დაღუპვიდან ერთ წელზე
მეტი გავიდა. ახალგაზრდის სიკვდილთან დაკავშირებით რამდენიმე
არაოფიციალური ვერსია არსებობს. ახლობლების მტკიცებით, იგი მოკლეს და
მდინარეში გადააგდეს.
2010-09-20
გენო მალაზონია პატიმრობიდან გაათავისუფლეს
2010-09-17
საქალაქო სასამართლოში „დაზარალებული ბრალდებულების“ დაკითხვა დაიწყო
16 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში
განახლდა ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დაჭრილი სტუდენტების სასამართლო
პროცესი. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდები: ზაზა შავლიაშვილი,
ვასილ გიგუაშვილი, ნიკა ბერუაშვილი, როლანდ ნიკოლოზაშვილი და საბა
მღვდელაძე ამ საქმეზე პროკურატურამ თავდაპირველად დაზარალებულებად ცნო,
მოგვიანებით კი ხულიგნობის ბრალდება წაუყენა.
2010-09-15
უპრეცედენტო უკანონობა - დაზარალებული თან ბრალდებულები არიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 5
სტუდენტი უკვე რვა თვეა, გლდანის საპყრობილეში წინასწარ პატიმრობაში
იმყოფება. ზაზა შავლიაშვილი, ვასილ გიგუაშვილი, ნიკა ბერუაშვილი, როლანდ
ნიკოლოზაშვილი და საბა მღვდელაძე ერთსა და იმავე დანაშაულზე აღძრულ
საქმეებში დაზარალებულებიც არიან და ბრალდებულებიც. პატიმრებს შემთხვევის
დღეს მიყენებული ჭრილობები გაურთულდათ და ამჟამად მათი ჯანმრთელობის
მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამის მიუხედავად, პროკურატურა ახალგაზრდებთან
საპროცესო გარიგების გაფორმებასაც კი არ თანხმდება და „დაზარალებული
ბრალდებულების“ მკაცრად დასჯას ცდილობს.
2010-09-13
მსოფლიოში აღიარებულმა მწერლებმა სააკაშვილს ქართველი კოლეგების დაცვა მოსთხოვეს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა მწერალთა მსოფლიო გაერთიანების - საერთაშორისო პენისა და მისი
ამერიკული ფილიალის სახელით ორი საპროტესტო წერილი მიიღო. მსოფლიოში
აღიარებული მწერლები, რომელთა შორისაც ნობელის პრემიის რამდენიმე
ლაურეატია, საერთაშორისო პენის ქართული ცენტრის სამი წევრის - ირაკლი
კაკაბაძის, შოთა გაგარინისა და ალექსი ჩიღვინაძის უკანონო დაპატიმრებამ და
დაჯარიმებამ აღაშფოთა. მარიო ვარგას ლიოსა, ტონი მორისონი, რასელ ბენქსი
და სხვა სახელოვანი მწერლები საქართველოს პრეზიდენტისგან, მთავარი
პროკურორისგან და სახალხო დამცველისგან მკაცრად მოითხოვენ კაკაბაძის,
გაგარინისა და ჩიღვინაძის უფლებების დაცვას.
2010-09-07
ნოდარ საქუაშვილის ოჯახს ქონება წაართვეს
2010-08-31
ექსპროპრიაცია ექსპროპრიაციისთვის - სახელმწიფომ მოქალაქეს საკუთრება ყაჩაღურად წაართვა და გაუნადგურა
78 წლის ლუბა კორუბკინა ღამეს თავისი
სახლის ნანგრევებთან ათევს. 9 აგვისტოს, ადლიაში, სახლის დანგრევის
შემდეგ, ის ტერიტორიას მაინც არ ტოვებს და მასთან საქართველოს პრეზიდენტს
და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ეპატიჟება. ოჯახის ადვოკატი ირაკლი
შავაძე აცხადებს, რომ ბათუმის მერია უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს.
„აღარ არსებობდა მერიისთვის ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების
არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები“, - აცხადებს ადვოკატი და
დამნაშავე მოხელეების დასჯას ითხოვს.
2010-08-30
წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორი კუდის თანამშრომელთან კამათის გამო დააპატიმრეს
სამართალდამცავებმა წინანდლის ღვინის
ქარხნის დირექტორი სანდრო მეგუთნიშვილი დააკავეს. პროკურატურა სანდრო
მეგუთნიშვილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობის ჩადენაში და
კუდ-ის თანამშრომლის კუთვნილი ნივთის დაზიანებაში ადანაშაულებს.
ინციდენტის თვითმხილველების თქმით, ძალოვანებმა ბიზნესმენისგან მოითხოვეს,
ღვინის კომპანიას გლეხებისგან ყურძენი მიეღო, რაზედაც სანდრო
მეგუთნიშვილმა უარი თქვა, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს.
2010-08-23
სახალხო დამცველი სასამართლო პრაქტიკაში არსებულ სისტემურ პრობლემებს ააშკარავებს
საქართველოს სახალხო დამცველის გიორგი
ტუღუშის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების
შესწავლის შედეგად, რომლითაც 15 აგვისტოს დაკავებულებს ირაკლი კაკაბაძეს,
ალეკო ჩიღვინაძეს და შოთა დიღმელაშვილს ადმინისტრაციული სახდელი დაედოთ,
იკვეთება ბევრი პრობლემა, რომელიც დღეისათვის სასამართლო პრაქტიკაში
სისტემურ ხასიათს ატარებს.
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

