მართლმსაჯულება
2011-09-16
პოლიციამ გაფიცვა ძალის გამოყენებით დაშალა და გაფიცული მუშები დააპატიმრა
15 სექტემბერს 22:00 საათზე ქუთაისში პოლიციამ ქართულ-ინდურ მეტალურგიულ საწარმო „ჰერკულესთან“, მეტალურგების საპროტესტო აქცია დაშალა. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს პოლიციამ 35-მდე მოქალაქე დააკავა. დაკავებულებს შორის არის ოთხი მოშიმშილეც.
2011-09-13
აჭარის პოლიციის II განყოფილების უფროსი ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტს დაპატიმრებით დაემუქრა
აჭარის მთავარი სამმართველოს პოლიციის II განყოფილების უფროსი ემზარ სურმანიძე ადამიანის უფლებათა ცენტრის აჭარის რეგიონის კოორდინატორს და humanrights.ge-ს ჟურნალისტს, მაკა მალაყმაძეს დაპატიმრებით დაემუქრა.
2011-09-09
ახალგაზრდა იურისტები „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს მარეგულირებელ კომისიაში, გოკა გაბაშვილს კი სასამართლოში უჩივიან
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბოდიში მომიხადოს!“ - აცხადებს დეპუტატი გოკა გაბაშვილი გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ახალგაზრდა იურისტები გოკა გაბაშვილს სასამართლოში უჩივიან“.
2011-09-09
სამოქალაქო საზოგადოება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდასაჭერად შეიკრიბა
8 სექტემბერს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გამართეს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საიას ოფისთან შეიკრიბნენ და შეშფოთება გამოთქვეს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ახალგაზრდა იურისტებზე თავდასხმის გამო.
2011-09-08
„არ გამოვრიცხავ, დემეტრაძე მოკლან და მერე თვითმკვლელობად გაასაღონ“
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი დემეტრაძე უმძიმეს მდგომარეობაშია. იგი ქურდული სამყაროს წევრობისთვის არის გასამართლებული, მისჯილი აქვს 6 წელი და ამ ეტაპზე საკასაციო საჩივრის განხილვასა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
2011-09-08
ქალი, რომელიც საფრთხეს არავის უქმნიდა, ფსიქიატრიულში ძალის გამოყენებით მოათავსეს
ადამიანის უფლებათა ცენტრი 45 წლის ნ. კ-ძის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებას აპროტესტებს. ქალბატონი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი აქვს, თუმცა საფრთხეს არავის უქმნიდა, პოლიციამ ფსიქიატრიულში, მის ბინაში შესახლებული პირების განცხადების საფუძველზე, ძალის გამოყენებით გადაიყვანა.
2011-09-06
უცნობი მასალები „ენვერის“ საიდუმლო საქმიდან
„ენვერის“ საქმის ერთ-ერთ მონაწილეს, მფრინავ გელა კაკაბაძეს, დაპატიმრების შემდეგ ოჯახთან შეხვედრის უფლება პირველად გუშინ, 31 აგვისტოს მიეცა. მეუღლემ იგი გლდანის მე-8 საპყრობილეში მოინახულა. სასამართლომ გელა კაკაბაძეს 6 ივლისს მიუსაჯა 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. კაკაბაძის საქმესთან დაკავშირებით დეტალების თაობაზე „ბათუმელებს“ მისი ოჯახის წევრები ესუბრნენ.
2011-09-02
ვარშალომიძის დაცვის უფროსმა მოქალაქე საკუთარ კაბინეტში სცემა
აჭარის მთავრობის მეთაურის, ლევან ვარშალომიძის ყოფილი მეზობელი ლელა აბესაძე აცხადებს, რომ ვარშალომიძის დაცვის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ კაზაზიშვილმა აჭარის მთავრობის შენობაში სცემა. აბესაძეს ქვედა კიდურებზე რამდენიმე ადგილას ჩალურჯება და დაჟეჟილობა აქვს. საქმეს პოლიციის #3 განყოფილება იძიებს.
2011-08-31
უცნაური არითმეტიკა რეპრესირებულთათვის
ზეინაბ ბურდიაშვილი სტალინური რეპრესიების მსხვერპლის, დიმიტრი ბურდიაშვილის ქალიშვილია. დიმიტრი ბურდიაშვილი 1941 წლის 33 შეთქმულთა შორის ერთ-ერთი იყო. მას მეორე მსოფლიო ომის დაწყების პირველივე წლებში ჩაესახა საქართველოს განთავისუფლების იმედი საბჭოთა რეჟიმის მარწუხებისგან. შეთქმულებს მხოლოდ იდეის დონეზე ჰქონდათ სამოქმედო გეგმა შემუშავებული, მაგრამ ისინი მოულოდნელად დააპატიმრეს.
2011-08-25
ჭკუის სასწავლი პრეცედენტი
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრის, რამაზ პატარაიას საქმეზე დაზარალებულის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. დაკავებულები არიან სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც პატიმრის წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი.
2011-08-24
ყინწვისის სპეცოპერაცია - შსს-ს მორიგი ზღაპარი
26 მაისს, დილით ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლებმა 24-კაციანი დაჯგუფება დააკავეს. დაკავების მიზეზად შეიარაღებული ამბოხის მზადება და იარაღის უკანონოდ ტარება დასახელდა. ეს სპეცოპერაცია დიდი პომპეზურობით გააშუქეს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა ტელეარხებმა. სასამართლო პროცესზე კი პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არავითარი სპეცოპერაცია არ ყოფილა და ბრალდებულებიც არა ყინწვისში, არამედ თბილისში დააკავეს.
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

