მართლმსაჯულება
2012-03-05
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი ქვიშხეთში
ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებს ხაშურის პოლიციის სამმართველოს შენობაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის ოჯახის წევრებთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს. მამაკაცებმა, რომლებიც გარდაცვლილის სახლთან მორიგეობდნენ, „მაესტროს“ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერის წართმევა სცადეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინეს.
2012-03-02
სოფიკო ნიკოლაშვილმა ადვოკატი მამუკა ნოზაძე აიცილა
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ექსკლუზიური ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებულმა ჟურნალისტმა სოფიკო ნიკოლაშვილმა, მის ერთ-ერთ ადვოკატს, მამუკა ნოზაძეს აცილება მისცა და საქმეს ჩამოაშორა.
2012-03-02
მძიმე დანაშაულის ჩამდენ პაციენტებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ვადაზე მეტ ხანს ამყოფებენ
თითქმის ორი წელია, ნიკოლოზ რეხვიაშვილი იძულებითი მკურნალობით ქუტირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია მოთავსებული. იგი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს, მაგრამ ვინაიდან მისი ფსიქიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ იყო, იძულებით სტაციონარულ მკურნალობა დაუნიშნეს.
2012-03-01
ქიმერიძის საქმეზე სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებით გამოეხმაურა 27 თებერვალს, ხაშურის პოლიციის სამმართველოს შენობაში მოქალაქე სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტს. განცხადებას ვაქვეყნებთ უცვლელად.
2012-03-01
ხაშურის პოლიციაში ეჭვმიტანილის გარდაცვალების გარემოებებმა ეჭვები აღძრა
ხაშურის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე მყოფი სოლომონ ქიმერიძე კიბის მოაჯირიდან გადავარდნის შედეგად მიყენებული ტრამვების გამო 28 თებერვალს გარდაიცვალა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. თუმცა, ამ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ეჭვქვეშ აყენებენ.
2012-02-27
ალა ჯიოევამ თავი პოლიტპატიმრად გამოაცხადა
2012-02-27
„ლაშა ჩხარტიშვილი დასაჯეს იმ ქმედებისთვის, რის გამოც მისთვის მადლობა უნდა ეთქვათ“
25 თებერვალს თბილისში კიკვიძის ბაღში დააკავეს ოპოზიციის აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდა კიკვიძის ბაღში მწვანე ნარგავების გაჩეხვას და მათ ადგილზე პოლიციის მშენებლობას. იმ დღესვე კიკვიძის ბაღში კიდევ ხუთი ადამიანი დააკავეს: მიხეილ მესხი, გიორგი აფხაიძე, დათო ფაცაცია, გიორგი ფარესიშვილი და თეიმურაზ მურვანიძე, რომლებიც ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებას აპროტესტებდნენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
2012-02-23
პატიმარი გოჩა არჩაია უყურადღებობით გარდაიცვალა
22 თებერვალს გლდანის #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა 41 წლის პატიმარი, გოჩა არჩაია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დრომდე უკიდურესად მძიმე იყო. პატიმარს რამდენიმე მძიმე დაავადება ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მას არ ათავისუფლებდნენ.
2012-02-22
ვალერი გელბახიანი გირაოთი გაათავისუფლეს
2012-02-21
დააკავეს ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი
20 თებერვალს, გამთენიისას, საქართველო-სომხეთის საზღვარზე ვალერი გელბახიანი დააკავეს. ყოფილ დეპუტატსა და ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ბრალი ედება შეთქმულებაში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლას, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობასა და ხელში ჩაგდებას.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
გორაშვილი vs ნაჭყებია
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას