მართლმსაჯულება
2012-10-26
ადვოკატი დიმიტრი გაბუნია მიხეილ მაჭავარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს
კომპიუტერული ტექნიკის კომპანია „მაქსტოპის“ დირექტორისა და მფლობელის, ბიზნესმენ მინდია ქაშიბაძის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებს.
2012-10-23
ადამიანის უფლებათა ცენტრი ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაპატიმრებული ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, ეთნიკური ჩეჩენი, რომელსაც ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი აქვს მიღებული, საქართველოში უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
2012-10-18
მოწმეები აცხადებენ, რომ სერჟანტმა ჯარისკაცი ჯერ წიხლებით ცემა, მერე კი დაემუქრა
19 წლის ჯარისკაცის კობა მახარაშვილის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით ჯარისკაცები დაკითხეს. ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ სერჟანტმა თენგიზ გელაშვილმა, რომელსაც პროკურატურა ჯარისკაცის წამებაში ადანაშაულებს, კობა მახარაშვილი გარდაცვალებამდე 10 წუთით ადრე, ტელეფონის ფარულად გამოყენების გამო წიხლებით ცემა და დაემუქრა, რომ საღამოს, ასეულის თვალწინ ტრუსით ატარებდა.
2012-10-18
პატიმრებსა და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს შორის სატელეფონო კავშირი განახლდა
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს ნინო ანდრიაშვილს 2011 წლის ბოლოდან პატიმრები ტელეფონზე ვეღარ უკავშირდებოდნენ, რის გამოც იურისტი იძულებული გახდა, ტელეფონის ნომერი შეეცვალა.
2012-10-16
აღსასრულებელი მართლმსაჯულება
მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე. მეგის ქარდავას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელს უწოდებენ - ექსმინიტრი ყოველთვის ცდილობდა, ქარდავა გვერდით ჰყოლოდა. 2006 წელს, როდესაც ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ქარდავა N7 საპყრობილის დირექტორი იყო.
2012-10-15
გიორგი ყავლაშვილი: შპს „გამას“ მიერ „ბურჯის“ შეძენაში მურთაზ ზოდელავა მონაწილეობდა
შპს „გამას“ დირექტორი გიორგი ყავლაშვილი კომპანია „ბურჯის“ შეძენის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული უშუალოდ მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას მითითებით განხორციელდა.
2012-10-12
„ქართული ოცნება“ მარტვილის ყველა საარჩევნო უბანზე ხმების თავიდან დათვლას მოითხოვს
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მარტვილში საპარლამენტო არჩევნების შედეგები გადასასინჯია და საარჩევნო უბნების შედეგები უნდა გაბათილდეს. აქტივისტების მტკიცებით, კოალიციისა და მისი მაჟორიტარი კანდიდატის, მურთაზ ხურცილავას დამარცხება არჩევნების გაყალბებამ განაპირობა.
2012-10-11
ადამიანის უფლებათა ცენტრი პოლიტპატიმრების ღირსეულად განთავისუფლებას მოითხოვს
ადამიანის უფლებათა ცენტრი იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელმაც საქართველოში ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნაზე დაიწყო საუბარი. ცენტრმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად 2009 წელს პოლიტპატიმრების შესახებ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. ამ პრობლემაზე ასევე არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებდა.
2012-10-10
დემეტრაძეს პრეზიდენტმა სასჯელი გაუნახევრა
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
გორაშვილი vs ნაჭყებია
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას