მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
აჭარის პროკურორმა შეხვედრების დღე გააუქმა
26 დეკემბერი, 2013
აჭარის ახალმა პროკურორმა, შოთა ტყეშელაშვილმა აუდიენციის დღე გააუქმა. იურისტები და ჟურნალისტები პროკურატურის ჩაკეტილობაზე საუბრობენ. რატომ გაუქმდა შეხვედრების დღე და რატომ აღარ პასუხობენ პროკურორები მედიის შეკითხვებს, ამის შესახებ აჭარის პროკურატურაში განმატებები არ კეთდება.
მთავარი პროკურორის შესაძლო ნასამართლეობასთან დაკავშირებით, ვნებათაღელვა გრძელდება
26 დეკემბერი, 2013
23 დეკემბერს თბილისის მერმა გიგი უგულავამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში გასამართლებულია ყაჩაღური ქურდობისთვის.
მოშიმშილე პატიმრები საქმეების გადახედვას ითხოვენ
23 დეკემბერი, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრის პრესკონფერენცია 2011 წლის 26 მაისს ყინწვისში დაკავებულ პოლიტპატიმართა პრობლემებზე
18 დეკემბერი, 2013
19 დეკემბერს 11:30 საათზე პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი აწყობს პრესკონფერენციას ყოფილი პოლიტპატიმრების, წარსულში ე.წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებული პირების პრობლემებთან დაკავშირებით.
მერაბიშვილი მთავარ პროკურორს მუქარაში ადანაშაულებს
18 დეკემბერი, 2013
ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც წინასწარი პატიმრობაში იმყოფება, განაცხადა ქუთაისში სამშაბათს გამართულ სასამართლო მოსმენაზე, რომ მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში მისი მდგომარეობის გაუარესებით და მისი მეგობრების და ნათესავების დაპატიმრებით დაემუქრა.
სასამართლომ დეპუტატს 50 000 ლარის გადახდა დააკისრა ცილისწამების შესახებ სარჩელთან დაკავშირებით
18 დეკემბერი, 2013
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს გიორგი გაშაძეს 50 000 ლარის გადახდა დააკისრა ჯოზეფ ქეისთვის იმის გამო, რომ მან ქეის „თაღლითი“ უწოდა.
პრესკონფერენცია ყინწვისში დაკავებული პოლიტპატიმრების პრობლემებზე
16 დეკემბერი, 2013
13 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა, ყოფილი პოლიტპატიმრების, წარსულში ე.წ. ყინწვისის საქმეზე გასამართლებული პირების პრობლემებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს პროგრესი და ხარვეზები განიხილეს
13 დეკემბერი, 2013
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველმა და ზოგიერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ძირითადი ტენდენციები შეაფასეს, აღნიშნეს პროგრესი და პრობლემებსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს.
სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ
11 დეკემბერი, 2013
2013 წლის 10 დეკემბერს სახალხო დამცველმა საზოგადოების წინაშე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანგარიში წარადგინა. აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივას, ყოველი წლის 10 დეკემბერს შეაჯამოს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა.
ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენელთა შეხვედრა
9 დეკემბერი, 2013
4 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრების პრობლემებზე დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის რეკომენდაციები სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებასა და მის შემსუბუქებასთან დაკავშირებით
9 დეკემბერი, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის #151 ბრძანებაში შესატან ცვლილებებს, რომლის მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.
ხანუქას დღესასწაულზე პლაკატების დაზიანებისთვის დაკავებულ პირებს სასამართლომ 100-100 ლარის ჯარიმა დააკისრა
6 დეკემბერი, 2013
სააპელაციო სასამართლომ ბაჩანა ახალაია უდანაშაულოდ ცნო
5 დეკემბერი, 2013
სააპელაციო სასამართლომ ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩანა ახალაიას გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასა და სერჟანტ ალექსანდრე გორგაძეს კი, 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. განაჩენის მიუხედავად, ახალაია კვლავ საპატიმროში რჩება, რადგან მის წინააღმდეგ წარმოებულ მე-4 სისხლის სამართლის საქმეზე მას წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ვანო მერაბიშვილმა სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
4 დეკემბერი, 2013
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სხდომის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ მერაბიშვილის რამდენიმე მომხრეს დარბაზში წესრიგის დარღვევის გამო დარბაზი დაატოვებინა, რასაც ბრალდებულის პროტესტი და სხდომის დატოვება მოჰყვა.
სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისიტრის, ბაჩანა ახალაია საქმის განხილვა დასრულდა
28 ნოემბერი, 2013
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბაჩანა ახალაიას საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა შემადგენლობამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართლებული პირების საბოლოო სიტყვები მოისმენა. სასამართლო განაჩენს 4 დეკემბერს გამოაცხადებს.
სტრასბურგის სასამართლო იუსტიციის სამინისტროს ჯემალ წიკლაურის საქმის ხელახალი განხილვის რეკომენდაციით მიმართავს
26 ნოემბერი, 2013
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იუსტიციის სამინიტროს საქმეზე ,,ჯემალ წიკლური საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდა. წიკლაური საქართველოს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, კერძოდ კი, ირაკლი ოქრუაშვილს და შიდა ქართლის გუბერნატორ მიხეილ ქარელს ქონების ჩამორთმევაში ადანაშაულებს.
რა ხდება ქუთაისის ციხეში? - GCRT კვლევის შედეგებს აქვეყნებს
22 ნოემბერი, 2013
"არასათანადო სამედიცინო მომსახურება, ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები, არაჰუმანური დამოკიდებულება მედ-პერსონალის მხრიდან, C ჰეპატიტით და დიაბეტით დაავადებული ათობით ადამიანი" - "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი" (GCRT) სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაში არსებული ვითარების კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა სრულდება
22 ნოემბერი, 2013
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. შემდეგ პროცესზე მოსამართლე საქმეზე გამართლებული პირების საბოლოო სიტყვებს მოისმენს, რის შემდეგაც სასამრთლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს. ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 აგვისტოს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა.
მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშს მტკიცებულებად განიხილავენ
21 ნოემბერი, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად არის წარდგენილი. აღნიშნული შესახებ, 19 ნოემბრის სხდომაზე, ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნუსხის წარდგენის ეტაპზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ადამიანების უგზოუკვლოდ დაკარგვის საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს
20 ნოემბერი, 2013
მომავალმა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს „რამდენიმე ასეული ადამიანი“ უგზოუკვლოდ გაუჩინარდა.