08:09, Wednesday, 13.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-05-31
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაპატიმრებული მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ შერჩევითი სამართლის მსხვერპლნი არიან
პირველ მაისს  შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს  თანამშრომლებმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი  გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და   სასოფლო -სამეურნეო ტექნიკის  დილერი კომპანიის შ.პ.ს „მექანიზატორის“  8  მაღალი თანამდებობის პირი დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. 
2013-05-30
მეგის ქარდავას სასამართლოზე სერგო თეთრაძის მეუღლე დაიკითხა
სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავასა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმეზე დაზარალებულები,  -  გარდაცვლილი ოფიცრის, სერგო თეთრაძის მეუღლე  და ოფიცერი დავით ლონდარიძე დაკითხნენ. სერგო თეთრაძე და დავით ლონდარიძე 2011 წლის სექტემბერში დააკავეს და ბრალი ჯაშუშობაში წაუყენეს. გამოძიების მასალების მიხედვით,  შსს-ს მაღალჩინოსნები მათგან აღიარებით ჩვენებას ითხოვდნენ. 
2013-05-30
ყოფილი პოლიციელი ზაზა ჭაიას გია გაჩეჩილაძის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს
ყოფილი პოლიციელი ერეკლე გრიშკაშვილი თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ზაზა ჭაიას 2009 წლის 6 მაისს თბილისის პოლიციის სამმართველოს ეზოში მომღერალ გია გაჩეჩილაძის ("უცნობი") ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. 
2013-05-30
მერაბიშვილს 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს
ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს, რომელიც 21 მაისს კორუფციულ ბრალდებებთან დაკავშირებით დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმდა, აცხადებს მთავარი პროკურატურა.
2013-05-30
ირინა ენუქიძის მოძღვარი ამბობს, რომ კერძო საკუთრების ჩამორთმევით ემუქრებიან
გორის რაიონის სოფელ ვარიანში მცხოვრები მამა გრიგოლ გოგიჩაძე ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის პარლამენტარებს და გორის ეპარქიის მღვდელმთავარს, მეუფე ანდრიას დევნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ის ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისის წარმომადგენელს დეტალურად ესაუბრა. ეპარქიის დიაკონი გიორგი კარელიძე ამბობს, რომ მამა გრიგოლის განცხადებები ცილისმწამებლურია. 
2013-05-23
ჭიაბერაშვილმა გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა, მერაბიშვილი დაპატიმრებულია
კახეთის გუბერნატორი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი 23 მაისს გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმროდან გაათავისუფლეს.
2013-05-23
გაუჩინარებული მოჯაჰედები
ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, საქართველოდან 2 მოჯაჰედი გაუჩინარდა. მიქაელ ქადოევი გასული წლის ბოლოს დაიკარგა, როცა შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავდათ. მაგამედ მაგამედოვს კი 19 აპრილიდან ვეღარ პოულობენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიკვლია, მიდის თუ არა დაკარგული მოჯაჰედების კვალი შსს-მდე.
2013-05-22
მეგის ქარდავას სამხედრო მაღალჩინოსნის წამებაში დასდეს ბრალი
მეგის ქარდავას და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ 12 პირის სასამართლო სხდომაზე ბრალდებამ შესავალი სიტყვა წარმოადგინა.  საქმის ყველაზე რეზონანსული ეპიზოდი ერთ-ერთი სამხედრო ოფიცრის წამებას შეეხება. (ადამიანის უფლებათა ცენტრი, ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით, არ ასახელებს წამების მსხვერპლის სახელსა და გვარს).

2013-05-22
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
21 მაისს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკავებულები არიან კორუფციულ საქმესთან დაკავშირებით.

2013-05-21
გაუჩინარებული მოჯაჰედის დედა პრემიერთან შეხვედრას ითხოვს
ადამიანის  უფლებათა  ცენტრი  ხელისუფლებას და საერთაშორისო  ორგანიზაციებს  მოუწოდებს, მაგამედ მაგამედოვის გაუჩინარების საქმით დაინტერესდეს.  მაგამედოვი საქართველოში დაღესტნიდან 2012 წელს შემოვიდა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ის თავშესაფრის მაძიებლად იყო დარეგისტირებული. მაგამედოვი 2013 წელს თბილისიდან გაუჩინარდა. მის შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი.

[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC