მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ციხის ბუნტის ეპიზოდზე ბაჩანა ახალაიას საქმის არსებითი განხილვა იწყება
19 ივლისი, 2013
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩანა ახალაიას საქმის არსებითი განხილვის თარიღი ჩაინიშნა. აღნიშნული საქმე 2006 წლის 27 მარტს მომხდარი ციხის ბუნტის ეპიზოდს ეხება. მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიას ორთაჭალის №5 საპყრობილეში მომხდარი ბუნტის დროს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ბუნტის მომენტში ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
თბილისის მერის გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
19 ივლისი, 2013
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე, არსებითი განხილვა გაიმართა.
ზურაბ ლალიაშვილი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს
18 ივლისი, 2013
ბიძინა ივანიშვილი: „დაგვიტოვეთ ფაქტები და თქვენ ნახავთ რეაქციას“
18 ივლისი, 2013
უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში შიდა ქართლის სამხარეო, კრიმინალური პოლიციის და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (სუს-ის) განყოფილებების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების ცემის და დაშინების ფაქტები გახშირდა. რამდენიმე შემთხვევის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისის წარმომადგენლებმა მასალები შეაგროვეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს წარუდგინეს. „დაგვიტოვეთ ფაქტები და თქვენ ნახავთ რეაქციას“, - გვითხრა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.
„წამების ტოლფასია ყოველი დღე, რასაც წამებისა და უკანონობის მსხვერპლნი საპატიმროში ატარებენ“
17 ივლისი, 2013
16 ივლისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა მედიის წარმომადგენლებს წამების მსხვერპლი მსჯავრდებულის, თამაზ რასოიანის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
თენგიზ გუნავას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
16 ივლისი, 2013
გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი ბრალდების სამი ეპიზოდიდან ორში დამნაშავედ ცნო. მსჯავრდებული სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი წამების მსხვერპლი მსჯავრდებულის გათავისუფლებას მოითხოვს
15 ივლისი, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრი სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას წამების მსხვერპლი მსჯავრდებულის, თამაზ რასოიანის ვადაზე ადრე განთავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.
მერაბ კიკაბიძის განცხადებით, პროკურორი მათგან ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვდა
15 ივლისი, 2013
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას საქმის განხილვაზე მასთან ერთად ბრალდებული მერაბ კიკაბიძე დაიკითხა. კიკაბიძის განცხადებით, გამოძიების ეტაპზე პროკურორი ცაცუა მისგან ახალაიასა და გენერალ კალანდაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვდა, რის სანაცვლოდაც კიკაბიძე თავისუფლებას მიიღებდა.
პარლამენტის კომიტეტმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მოიწონა
12 ივლისი, 2013
ფარულ ჩანაწერებთან და უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას დაუჭირეს მხარი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა 11 ივლისს გამართულ სხდომაზე.
‘ცენტრ პოინტის’ მფლობელებს თაღლითობის სავარაუდო საქმეზე ბრალი წარედგინათ
12 ივლისი, 2013
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ მფლობელებს თაღლითობის და დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდება წარედგინათ.
ბრალდებული მამუკა ივანიაძე - დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მაიძულებდნენ
11 ივლისი, 2013
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულ მამუკა ივანიაძის განცხადებით, მას დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მიქაუტაძის გარდაცვალებამ კითხვები გააჩინა
10 ივლისი, 2013
36 წლის მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალებამ, რომელიც პოლიციაში 12 გრამამდე მანიხუანის საქმეზე დაკითხვიდან მეორე დღეს თბილისის გარეუბანში ჩამომხრჩვალი იპოვნეს, პოლიციის მიერ მის მიმართ შესაძლო ცუდად მოპყრობასთან დაკავშირებით ბრალდებები გამოიწვია.
თეა წულუკიანი - მე რომ ვყოფილიყავი გადაწყვეტილების მიმღები, ბედუკაძის იმუნიტეტის ხარისხს შევამცირებდი
9 ივლისი, 2013
მე რომ ვყოფილიყავი გადაწყვეტილების მიმღები, იმ იმუნიტეტის ხარისხს, რაც ბედუკაძემ მიიღო, შევამცირებდი. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
გამომძიებლები მამუკა მიქაუტაძის მეუღლეს დილის 5 საათამდე კითხავდნენ
9 ივლისი, 2013
გამომძიებლებმა მამუკა მიქაუტაძის მეუღლე დაკითხეს. ზიზი ეძგვერაძეს საკუთარ სახლში, დილის 5 საათამდე კითხავდნენ.
უჩა ნანუაშვილი – ამ კადრების ჩვენება საზოგადოებაში უმართავ შედეგებს გამოიწვევს
8 ივლისი, 2013
„მე ვფიქრობ, საკმარისი იყო ამ კადრების ერთხელ თუ ორჯერ ჩვენება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, იმიტომ რომ მსგავსი ჩვენებები ფაქტიურად გამოიწვევს უმართავ შედეგებს საზოგადოებაში“, – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
სახალხო დამცველი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებს შეხვდა
8 ივლისი, 2013
სახალხო დამცველი კახეთში ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
8 ივლისი, 2013
ოთხ ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, გურჯაანში ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ოფისში გაიმართა. ომბუდსმენმა შეხვედრის მონაწილეებს მოკლედ გააცნო 2012 წლის ანგარიში, რომელიც მან უკვე წარადგინა პარლამენტში.
არჩილ კბილაშვილი პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე განცხადების გაკეთებას ხვალისთვის გეგმავს
8 ივლისი, 2013
მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ციხის სკანდალური კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე ოფიციალური განცხადების გაკეთებას ხვალისთვის გეგმავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, პრესკონფერენციაზე ისაუბრებს, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.
ბაჩანა ახალაია ბრალდების არცერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ სცნობს
5 ივლისი, 2013
4 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდებული ბაჩანა ახალაია მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა, რომელიც უკავშირდება მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სენაკისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე ჯარისკაცების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ეპიზოდებს, ასევე ზვიად აბესაძისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდს.
ბაჩანა ახალაიას სასამართლოზე მისი ბავშვობის მეგობარი გიორგი ახალაია დაიკითხა
4 ივლისი, 2013
ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესზე ბიზნესმენ ზვიად აბესაძის ეპიზოდთან დაკავშირებით, ახალაიას ბავშვობის მეგობარი გიორგი ახალაია დაიკითხა, რომელმაც რესტორან "მასპინძელოში" აბესაძისთვის რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი უარყო.