მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2013-03-05
სასამართლო სხდომების გაშუქების შესახებ ცვლილებები პარლამენტმა 6 მარტს უნდა დაამტკიცოს
სასამართლო სხდომების გაშუქების შესახებ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პირველი მარტიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადაიდო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოახერხა.
2013-03-05
ყაჩაღობისთვის მსჯავრდებული და დაზარალებული პროკურატურას საქმის გადახედვისკენ ერთობლივად მოუწოდებენ
მამუკა ზარქუა უკვე მე-10 წელია, სასჯელს იხდის და როგორც თავად აცხადებს, ამ ხნის მანძილზე არაერთხელ გამხდარა ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი. მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, რომლის დროსაც მოქალაქე გივი ჯანჯღავა დაიღუპა. მამუკა ზარქუა, მისი ოჯახის წევრები და ადვოკატი მის ბრალეულობას არ სცნობენ. მოკლულის მეუღლე მადონა კაჭარავა კი აცხადებს, რომ დამნაშავე ზარქუა არ არის და ნამდვილი ბოროტმოქმედების ვინაობა იცის.
2013-03-04
პატიმრების წამებასთან დაკავშირებული საქმის სასამართლო პროცესი დაიხურა
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვაჟა ფუხაშვილმა პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესზე დასწრებას მხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეები შეძლებენ.
2013-03-04
საინფორმაციო შეხვედრა მედიასთან
2013-02-26
სასამართლოს ოფიციალური განმარტება გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის საქმეზე
თბილისის მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ შუამდგომლობის განხილვისას „ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძვლები.“ აღნიშნულია, თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში, რომელიც 25 თებერვალს, გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ გავრცელდა.
2013-02-26
„ტელეიმედის“ დათმობაში ჯოზეფ კეი დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას ადანაშაულებს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ დანაშაულის გზით გასხვისებასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის, ჯოზეფ კეის ჩვენება 23 თებერვალს გაავრცელა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებამ კეი ტელეკომპანიასთან დაკავშირებით 2013 წლის 15 თებერვალს დაკითხა.
2013-02-26
შინაგან საქმეთა სამინისტრო „კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს
2013-02-25
თენგიზ გუნავას წინააღმდეგ აღძრული საქმეები გაერთიანდა
22 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას წინააღმდეგ აღძრული ორი სისხლის სამართლის საქმე ერთ საქმედ გაერთიანდა.
2013-02-22
ლადო ვარძელაშვილი დაკავებულია
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
2013-02-21
ბაჩო ახალაიას სასამართლო დარბაზში ტაშით შეხვდნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძის, ზურაბ შამათავასა და მათთან ერთად ბრალდებული ხუთი პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებს ბრალი განუმარტეს და მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილეს.
2013-02-21
ადამიანის უფლებათა ცენტრი პარლამენტს პოლიტპატიმრებისთვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართავს
„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) საკითხის შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან“, - ეს დასკვნა ფედერაციამ 8 ყოფილი პატიმრის საქმის შესწავლის შედეგად წარმოადგინა, თუმცა, ამ ადამიანებს პოლიტპატიმრის სტატუსი ჯერ კიდევ არ მიუღიათ. ადამიანის უფლებათა ცენტრი უახლოეს დღეებში აპირებს, რომ ყოფილი პოლიტპატიმრებისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე პარლამენტს მიმართოს.
2013-02-19
ჰაკერის წინააღმდეგ აღძრული საქმე ქართველ პოლიტიკოსთა თანმიმდევრულობას ეჭვქვეშ აყენებს?!
ბოლო თვეებში, საქართველოში არ წყდება პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის კრტიტიკა, რომელიც თავისი ყოფილი მოწინააღმდეგეების სამართლებრივი დევნის დროს თითქოს არა იმდენად მტკიცებულებებით ხელმძღვანელობს, რამდენადაც პოლიტიკური მოსაზრებებით. 19 წლის პროგრამისტის, ვასილ ჯამალაშვილის საქმე, ამგვარი კრიტიკის წყაროს ილუსტრირებისთვის გამოდგება.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას