მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ზვიად ფეიქრიშვილის საქმის გამოძიებას ითხოვს
19 ოქტომბერი, 2015
8 ოქტომბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლებმა კასპის პოლიციის ოთხი თანამშრომლის მიერ ნაცემი ზვიად ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს. დაზარალებულ ზვიად ფეიქრიშვილს სამართლებრივ დახმარებას თბილისის ადამინის უფლებათა სახლის იურისტი ეკა ქობესაშვილი უწევს. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი აღნიშნული საქმის ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს.
პრეს-რელიზი: ადამიანის უფლებათა ცენტრი ომის მსხვერპლ მოქალაქეებს დაეხმარება, მიმართონ ჰააგის სასამართლოს
15 ოქტომბერი, 2015
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის საჯარო განცხადება
14 ოქტომბერი, 2015
საქართველოში 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში ჩადენილი ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შედეგად დაზარალებულ პირებს შეუძლიათ 30 დღის ვადაში მიმართონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში და წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები გამოძიების დაწყების საკითხთან დაკავშირებით.
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება „რუსთავი 2“-ის ტენდენციურ სიუჟეტთან დაკავშირებით
10 ოქტომბერი, 2015
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ მიერ 9 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტს - „2012 წელს გათავისუფლებული ახმედ ჩატაევი აშშ-მ გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა“.
სააპელაციო სასამართლომ განაჩენი მცირეწლოვან გ. კახურაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა
8 ოქტომბერი, 2015
6 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მცირეწლოვან გიორგი კახურაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ამ უკანასკნელისვე სასარგებლოდ მიიღო. სასამართლო პროცესზე აპელანტ მხარეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯორჯიან კაპიტალი“ წარმოადგენდა. „ჯორიან კაპიტალმა“ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც იპოთეკის ხელშეკრულებები ბათილად ცნეს.
სასამართლომ დევნილი პროფესორის ბინის გაყიდვის გადაწყვეტილება მიღო
23 სექტემბერი, 2015
ადამიანის უფლებათა ცენტრს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ჯიქიამ დახმარების თხოვნით მიმართა. ჯიქიას კუთვნილებაში მყოფი ბინა მამუკა ლოლუაშვილმა და მისმა მეუღლემ, ანა ხეთაგურმა თაღლითური გზით მიითვისეს და რამდენჯერმე იპოთეკით დატვირთეს.
„გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ – „რუსთავი 2“-ის ისტორია
21 აგვისტო, 2015
უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პოლიტიკური მოვლენების ცენტრშია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. „რუსთავი 2“-მა 2012 წელს 30.7 მილიონი ლარის შემოსავლის დეკლარირება მოახდინა. მაყურებლები ტელევიზორთან გატარებული ყოველი 100 წუთიდან 32 წუთს სწორედ ამ ტელეარხს უთმობენ. თუმცა, ქვეყნის უმსხვილესი ტელევიზიის მფლობელობა კვლავ დავის საგანია.
მსჯავრდებულმა ნანა ფარჩუკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა
19 აგვისტო, 2015
17 და 18 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის ორი წერილი მიიღო. დაწესებულების დირექტორი ორგანიზაციას აწვდის ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულმა ნანა ფარჩუკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის მუშაობას აფასებს
14 აგვისტო, 2015
14 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. უფლებადამცველები პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობას უარყოფითად აფასებენ.
რუსთავი 2–ის ქონება დაყადაღებულია
10 აგვისტო, 2015
თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ–ერთმა ყოფილმა მფლობელმა მიმართა სარჩელით საკუთარი წილის დასაბრუნებლად, ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სავარაუდო ცემის ფაქტი და ბრალდებები სამართალდამცავთა წინააღმდეგ
8 აგვისტო, 2015
6 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ პოლიციელთა მიერ ვლადიმერ ბარათაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე უფლებადამცველებმა ხელისუფლებას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
რასულ ჯაფაროვს სააპელაციო სასამართლომ 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
7 აგვისტო, 2015
უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორიის პრესრელიზი პარიზი-ჟენევა, 2015 წლის 31 ივლისი. დღეს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ რასულ ჯაფაროვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯაფაროვი უკანონოდაა დაკავებული 2014 წლის 2 აგვისტოდან, რაც ეფუძნება უსაფუძვლო ბრალდებას და მისთვის უფლებადაცვითი ქმედებების განხორციელების ხელის შეშლის სურვილს. ეს განცხადება უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორიამ გაავრცელა.
შეწყალების მექანიზმი საქართველოში - პრობლემები და გამოწვევები
4 აგვისტო, 2015
30 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მრგვალი მაგიდა გამართა, თემაზე: „შეწყალების მექანიზმი საქართველოში - პრობლემები, გამოწვევები“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე - შეწყალების კომისიის ამჟამინდელმა და ყოფილმა თავმჯდომარეებმა ზვიად ქორიძემ და ელენე თევდორაძემ. დისკუსიისას რამდენიმე საკითხზე გამახვილდა ყურადღება.
ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა
31 ივლისი, 2015
პოლიციელთა სავარაუდო გადაცდომის მორიგი ფაქტი
31 ივლისი, 2015
29 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ხელისუფლებას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდეს.
ვინ უნდა გამოიძიოს პოლიციელთა შესაძლო დანაშაული
30 ივლისი, 2015
პოლიციის განყოფილებებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების სათანადო გამოძიებისკენ მოუწოდებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ადვოკატთა ასოციაცია ხელისუფლებას. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოქალაქე მაია კეკელიას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის თაობაზე ისაუბრეს.
უბინაოდ დარჩენილი მოქალაქე
24 ივლისი, 2015
„1992 წელს სოხუმიდან თბილისში ჩამოვედით და დანაზოგით ავლაბარში, აბდუშელიშვილის ქუჩაზე 249 კვ.მ. ფართის ბინა 3 000 დოლარად ვიყიდეთ. 2004 წელს, საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობის გამო, ბინა უკანონონ, კომპენსაციის გარეშე გაგვისხვისეს“,- აცხადებს humanrights.ge -სთან საუბარში იზა გვაჯაიამ.
მსჯავრდებული ირმა ნადირაძე პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
21 ივლისი, 2015
სასამართლომ სუროგატი დედების მიერ გაჩენილ ტყუპებთან დაკავშირებით პრეცენდენტული გადაწყვეტილება მიიღო
15 ივლისი, 2015
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ბავშვთა საუკეთესო უფლებების დასაცავად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. მათივე განმარტებით, სუროგატი დედების მიერ სხვადასხვა დღეს გაჩენილი ტყუპების დაბადების თარიღად, სააქტო ჩანაწერში ერთი კალენდარული დღე დაფიქსირდება.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა
14 ივლისი, 2015
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, მიიღოს ამნისტიის კანონი 2006-2012 წლებში სისხლის სამართლის კოდექსის 262–ე მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების გათავისუფლების მიზნით.