კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლტოლვილები / დევნილები

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

სიღარიბის ზღვარს მიღმა და ქუჩაში

22 ოქტომბერი, 2009
დევნილს საცხოვრებელი ფართი ჩამოართვეს კომპენსაციად კი უკარფანჯრო ფართი შესთავაზეს აფხაზეთიდან დევნილი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მედიკო ჯიქია უკვე ერთ კვირაზე მეტია სამ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ქუჩაში ცხოვრობს. 2006 წელს მან ვარკეთილში, კალაუბნის #6-ში მდებარე, აფხაზეთის სასამართლოს შენობაში, დევნილისგან 2 ოთახი შეიძინა, რომელშიც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შექმნა. ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნულ მისამართზე დევნილი 2007 წლის ნოემბერში დაარეგისტრირა. ერთი წლის ლოდინის შემდეგ კი საცხოვრებელი ფართი გადაუფორმა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა გადაფორმება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ეს ფართი ადვოკატთა ჯგუფზე გაიყიდა, რომელთა შორის ისანი-სამგორის რაიონის ყოფილი გამგებელი დავით ჯაბიძეც იყო. ამ ჯგუფმა კი დევნილებს საცხოვრებელის დატოვება მოსთხოვა და იძულებით გამოასახლა.