კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლტოლვილები / დევნილები

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

კასპის მოსახლეობა საბავშო ბაღების დახურვის ფაქტს აპროტესტებს

2 თებერვალი, 2009
კასპის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან საბავშვო ბაღების გახსნას მოითხოვს. მოსახლეობა საბავშო ბაღების დახურვის ფაქტებს აპროტესტებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ საბავშვო ბაღები იქ დევნილების შესახლების მოტივით დახურა. ადგილობრივების განცხადებით, მათ არ აქვთ საშუალება იმისა, რომ ბავშვები კერძო საბავშვო ბაღებში ატარონ. "ჩვენთვის საბავშვო ბაღების დახურვა ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ვმუშაობთ და ბავშვს ბაღში ვტოვებდით. ვიყავით გამგებლის მოადგილესთან ამ საკითხის გასარკვევად, მაგრამ პასუხს ვერ გვცემენ, ფაქტი კი ფაქტად რჩება, რომ სექტემბრის მერე ბაღები დაკეტილია. კერძო ბაღებში საკმაოდ დიდი თანხაა გადასახდელი, რასაც ჩვენ ვერ შევწვდებით.” – აღნიშნავს მოსახლეობა. კერძო ბაღები მშობლებისთვის ტერიტორიული მდებარეობითაც მიუღებელია.