05:19, Friday, 22.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ლტოლვილები / დევნილები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2010-09-20
გზა არსაით - დევნილი ცოლ-ქმარი ბიუროკრატიზმის ჩიხში
კოდორის ხეობიდან დევნილი ცოლ-ქმარი, ლუდმილა დოცენკო და  ვიტალი ხუროშვილი 2 თვეა, თბილისის ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ცხოვრობენ. უსახლკარობასა და უსახსრობას უიმედობაც დაემატა - ორწლიანი დაპირების შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მათ ფართის გამოყოფაზე ან ფულადი კომპენსაციის მიცემაზე უარი უთხრა.

2010-09-09
ანტისანიტარიაში მიტოვებული დევნილები
აფხაზეთიდან დევნილი 28 ოჯახი წლებია, ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დასახლებაში ცხოვრობს. თუმცა, მათი საცხოვრებელი ფართების პრივატიზაციის პროცესი ჯერაც არ დაწყებულა. ამასთან, უკვე 2 თვეა, წყალგაყვანილობიდან მუდმივად ჟონავს წყალი და ფეკალური მასები, რის გამოც შენობაში მომრავლებულია მწერები. უსიამოვნო სუნის გამო თითქმის შეუძლებელი დერეფნებსა და ოთახებში გაჩერება.
2010-09-08
დევნილებს მარიამობა ელექტროენერგიის გათიშვით „მიულოცეს“
სენაკის ე.წ. სამხედრო ქალაქი, სადაც 621 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, დასავლეთ საქართველოში დევნილთა ყველაზე დიდი დასახლებაა. აქ 1828 დევნილია აღრიცხული. 27 აგვისტოს „ენერგო-პრო ჯორგიამ“  მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. წინა დღეებში დევნილებმა კომპანიის განცხადებებზე ხელი არ მოაწერეს და სწორედ ამიტომ დაისაჯნენ.
2010-09-07
„სიკვდილი რომ დავაპიროთ, სასაფლაოზე მისასვლელად რუსეთის ვიზა გვჭირდება“
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი კიდევ ორი კილომეტრით გაიზარდა. მართალია, ჩვენი ხელისუფლება ამას არ ახმაურებს, მაგრამ თითქმის ორი თვეა, რუსული ჯარის ნაწილებმა კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში თვაურების დასახლების დიდი ნაწილი დაიკავეს და მიწაყრილით გაყვეს, რის გამოც მოსახლეობა სახლში შესვლას ვეღარ ახერხებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ლამისყანელების სავარგულების დიდი ნაწილიც. გამოდის, რუსი ოკუპანტები თბილისთან ახლა კიდევ უფრო ახლოს, ზუსტად 24 კილომეტრში არიან.
2010-09-02
დევნილთა ნაწილი დამწვრობის ცენტრში შესახლებაზე უარს ამბობს
თბილისში, ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნულ ცენტრში უკვე წლებია, აფხაზეთიდან დევნილი  60-მდე  ოჯახი ცხოვრობს.  2007 წელს  აღნიშნული შენობა  „პსპ ჯგუფში“ შემავალმა კომპანიამ „ნიუ ჰოსტიპალმა“ შეიძინა  და ახალი მრავალპროფილიანი სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დაიწყო. ამის გამო დღის წესრიგში შენობის ერთ ნაწილში მცხოვრები 39 დევნილი ოჯახის გამოსახლების საკითხი დადგა.
2010-09-01
ფოცხოეწერის მდგმურები - რეპორტაჟი გადასახლებიდან
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ყოველგვარი დიალოგისა და  გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების საშუალების მიცემის გარეშე, თბილისში რეგისტრირებული 12 დევნილის ოჯახი ფოცხოეწერის დასახლებაში ჩაასახლა. ამ იძულებით სპეცოპერაციას გადასახლება უფრო ერქვა, ვიდრე ჩასახლება. ამ დროს დევნილებს შორის იყო ორი ორსული, სამი ძუძუთა ბავშვი,  ექვსი არასრულწლოვანი და ცხრა ავადმყოფი.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC