ლტოლვილები / დევნილები
2010-11-30
სახალხო დამცველი ეკომიგრანტის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფას მოითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში მცხოვრები მუხამედ გოგიტიძის ოჯახის სათანადო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვს.
2010-11-25
კმაყოფილი და უკმაყოფილო დევნილები კარალეთის დასახლებიდან
დევნილების დასახლებაში ზამთრისთვის ემზადებან.
ჯერჯერობით, რითაც კმაყოფილები არიან კარალეთის დასახლებაში, ეს
ჩატარებული რემონტია. როგორ გაუძლებს გარემონტებული კოტეჯები ზამთარს, ეს
ცოტა ხანში გაირკვევა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი
დაინტერესდა იმით, როგორ ემზადებიან დევნილები ზამთრისთვის.
2010-11-22
დევნილი ძველ ფერმაში ცხოვრობს
ახალგორიდან დევნილი უშანგი რუსიტაშვილი ორ წელზე მეტია,
მიტოვებულ ფერმაში, გაუსაძლის და უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. ეს
თავშესაფარი მინიმალურ საცხოვრებელ პირობებსაც ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ
რადგან რუსიტაშვილს კომპენსაცია (10.000 დოალის ეკვივალენტი ლარებში)
ჯერაც არ მიუღია, სხვაგან წასასვლელი არსად აქვს.
2010-11-18
ადგილნაცვალი და გაბრაზებული ქართველები
როდესაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 5% დევნილია,
მაგრამ საკუთარი ქვეყნის ფარგლებში რჩება, რა უნდა მოიმოქმედოს მთავრობამ?
ეს ერთ–ერთი იმ პრობლემათაგანია, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, სადაც
დაახლოებით 230 000–მა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი 1990–იანი წლების
დასაწყისის კონფლიქტების დროს იძულებით დატოვა და დაახლოებით 20 000–ზე
მეტი ასევე იძულებით გახდა დევნილი 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ.
2010-11-16
კოტეჯი, ან 10 000 აშშ დოლარი - ახალგორის დატოვების სანაცვლოდ
ახალგორელი, რომელიც არ დატოვებს ქსნის ხეობას და კობა სუბელიანის უწყებას არ გამოუცხადებს - გამოვიქეციო, დევნილის სტატუსს ვერ მიიღებს. დევნილის სტატუსის გარეშე კი ვერც საცხოვრებელ ფართს მიიღებს, ვერც ფულად კომპენსაციას და ვერც რაიმე ტიპის დახმარებას სახელმწიფოსგან.
2010-11-12
როგორ ცხოვრობენ აფხაზეთში დაღუპული მეომრების ოჯახები
სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს მთავრობა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების მემორიალთან მიდის. ის ოჯახები კი, რომელთა შვილების, ქმრებისა და მეგობრების გვარები ხსოვნის მემორიალს ამშვენებს, სხვადასხვა რეგიონებში ცხოვრობენ და ყოველდღიურ პრობლემებს ებრძვიან.
2010-11-05
„დამწვრობის ცენტრში“ დევნილი სიკვდილს ებრძვის
დამწვრობის ცენტრში მყოფი აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა. ექიმები შემდგომ გართულებებს ელიან. ნანა ფიფიამ 27 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ თვითმკვლელობის მიზნით, ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა, რის შედეგადაც მან სხეულის თერმული მე-3 „ა“ და მე-3 „ბ“ ხარისხის დამწვრობა მიიღო.
2010-11-04
HRIDC.TV-ს ახალი ფილმის - „დაკარგულების“ პრემიერა „კინოს სახლში“
„დაკარგულები“ - ასე ჰქვია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვიდეოპორტალის HRIDC.TV-ს ახალ დოკუმენტურ ფილმს, რომლის საპრემიერო ჩვენება 9 ოქტომბერს „კინოს სახლში“ გაიმართა. გიორგი ჯანელიძის ავტორობით გადაღებული ფილმი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს ძალადობრივად გაუჩინარებული მოქალაქეების მოძიების პრობლემებს ეხება.
2010-11-01
„ნაძვი“ ბიუროკრატიზმის უსიერ ტყეში
პრობლემას, რაზეც ვწერთ, ქალაქ ზუგდიდში, გორის ქუჩაზე, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების შენობის წინ დაახლოებით 4 მეტრში მდებარე ნაძვი ქმნის. მართალია, იგი სინამდვილეში კედარია, მაგრამ ჩვენც ნაძვად მოვიხსენიებთ, რადგან აქამდე ყველანი ნაძვად იცნობენ - იქვე მცხოვრები დევნილებიც და საჯარო მოხელეებიც, რომლებიც ამ ხესთან ბიუროკრატიული ხლართებით არიან დაკავშირებული.
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

