ლტოლვილები / დევნილები
2010-07-27
„სამშობლოდან“ გამოსახლებული დევნილები მოთხოვნას არ ცვლიან
გამომცემლობა „სამშობლოს“ ყოფილი შენობიდან გამოსახლებული დევნილები საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ. ისინი თბილისში საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას მოითხოვენ. შენობაში სულ 300-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. „კონსერვატიული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, მხოლოდ რამდენიმე დევნილმა ოჯახმა მიიღო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შემოთავაზება ზუგდიდის სოფლებში - ფოცხოსა და ორელიში დასახლების შესახებ. დანარჩენები თბილისში ახლობლებთან დროებით არიან შეფარებულები.
2010-07-26
მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი: „ქართველები და ოსები განწირულები ვართ თანაცხოვრებისთვის“
არასამთავრობო ორგანიზაცია „იბერ-ირონის“ თავმჯდომარე მაია ჩიგოევა ცაბოშვილი ამჟამად კანადაში ემიგრანტია. თუმცა, როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას აღნიშნავს, არ სურს თავის ემიგრანტობაზე ღიად საუბარი, რათა მოსკოვსა და ცხინვალში ამ თემას არასასურველი ინტერპრეტაცია არ მიეცეს. ერთი რამ ცხადია - როგორც გოჩა ძასოხოვმა, ლერი ხაბელოვმა და არსენ კასაბიევმა, მაია ცაბოშვილმა-ჩიგოევამაც ვეღარ შეძლო ცხოვრება „რევოლუციურ საქართველოში“.
2010-07-02
ინფორმაციის დამალვის სამინისტრო
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. სახელმწიფოს ხელისუფლება ვალდებულია, ამ მხრივ, აქტიური პოლიტიკა გაატაროს და ამაზე არც არავინ დავობს. თუმცა, ფაქტია, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით, ადმინისტრაციული ორგანოები ძალიან ხშირად ყოველგვარი რეაგირების გარეშე ტოვებენ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებებს.2010-07-01
ეკომიგრანტები დამეწყრილ აჭარაში გარბიან
„მაღალმთიან აჭარაში მეწყერმა სახლი დამინგრია. 700
კილომეტრიდან წამოგვიყვანეს და აქაც დანგრეულ სახლში შემასახლეს. მახსოვს,
ღამით მოგვიყვანეს და ვერაფერს ვარჩევდით, შუქი არ იყო. დაგვპირდნენ,
ევრორემონტიანი სახლები გექნებათო, მაგრამ ჩემს სახლს იატაკიც არა აქვს და
კედლებიც ინგრევა. ორი დღის წინ იატაკი ჩატყდა და საწოლიანად პადვალში
ჩავვარდი, სიკვდილს ძლივს გადავურჩი“, - ამბობს ეკომიგრანტი ჟუჟუნა
გოგიტიძე, რომელიც ახლა ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში ცხოვრობს.
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

